Top ყველაზე უჩვეულო ობიექტი სახურავებზე

0

ბაღი სახურავზე
2
გთავაზობთ სახურავების გამოყენების 10 ყველაზე უჩვეულო მაგალითს პლანეტის მასშტაბით. ყველაზე პოპულარული მეთოდი სახურავზე მცირე ზომის ბაღის გაშენებაა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ დასვენება, ქალაქის პანორამებითა და ირგვლივ არსებული სიმწვანით ტკბობა.
3
აუზი სახურავზე
6
მსგავსი მოწყობილობები გვხვდება არამხოლოდ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, რომლებშიც აუზის მშენებლოს სხვა არანაირი შესაძლებლობა არ არის, არამედ კერძო სექტორშიც, სადაც სახლების მფლობელები არ ერიდებიან არქიტექტურულ ექსპერიმენტებს.
5
ვენეციური არხი ლონდონის სავაჭრო სახლის თავზე
ლონდონში, სავაჭრო სახლ Selfridges-ის სახურავზე მდებარეობს წყლის ობიექტი, რომელსაც არანაირი კავშირი აქვს საცურაო აუზთან. აქ განლაგებულია არხების ქსელი, სადაც გადაადგილება შესაძლებელია ორი ადამიანისთვის განკუთვნილი ნავის მეშვეობით.
8
ლონდონის ცენტრში მდებარე არხის საერთო სიგრძე 200 მეტრს შეადგენს, ხოლო სიგანე 2 მეტრია. აქვე მდებარეობს Crystal Cafe – კვების ობიექტი, რომლის რიგში ყოფნას ნავში მჯდომი შეძლებთ.
7
კერძო მშენებლობა სავაჭრო სახლის თავზე
ჩინურ ქალაქ ჩჟუჩჟოუში კი, სავაჭრო სახლის თავზე კერძო საცხოვრებლები მდებარეობს. მასზე განთავსებულია 4 ორსართულიანი სახლი, მცირე საკარმიდამო ნაკვეთებით.
Villas On The Top Of A Building In Zhuzhou
სავაჭრო სახლის მშენებლობისას, ეს ნაგებობები გათვლილი იყო კომპლექსის თანამშრომლებისთვის, თუმცა შემდეგ კერძო პირებმა შეიძინეს და დღეისათვის, ისინი კომფორტული სახლებია ქალაქის ხედით.
10
საფეხბურთო მოედანი ცათამბჯების თავზე
ტოკიოში კი, პირიქითაა, ქალაქის ცენტრში შენობების სახურავებს არა კერძო საცხოვრებლად, არამედ საზოგადოებრივ სივრცედ აქცევენ, რისი ადგილიც უკვე აღარაა მეგაპოლისის ქუჩებში. მაგალითად, იაპონიის დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთი შენობის ზემოთ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა საფეხბურთო მოედანი.
11
ხელოვნური განათების სისტემის მეშვეობით, სახურავზე მდებარე სპორტული ობიექტი დღედაღამ მუშაობს. ფეხმურთისადმი იაპონელების დიდი სიყვარულიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს მოიძებნება აღნიშნულ მოედანზე ბურთის გაგორების მსურველი.
12
ცისარტყელა სახურავზე
დანიის ქალაქ ორჰუსის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობის სახურავზე, უკვე რამდენიმე წელია, რაც ცისარტყელას მსგავსი წრიული კონსტრუქცია მდებარეობს. ინსტალაცია დანიელ-ისლანდიელმა მხატვარმა, ოლაფურ ელიასონმა შექმნა, რომელიც მსოფლიოში ცნობილია თავისი ექსპერიმენტებით.
14
ამ შემთხვევაში, მას სურდა შეექმნა ქალაქის ახალი სივრცითი ორიენტირი, სადაც მნიშვნელოვანია არა სინათლე, არამედ ფერები. ასე რომ, ორჰუსში ახლა ცხოვრობენ არა სამხრეთ, დასავლეთ ან ა.შ. მხარეს, არამედ ცისარტყელის ფერების მდებარეობის მიმართულებით.
13
Cloud City – ინსტალაცია მეტროპოლიტენ მუზეუმის სახურავზე
უცნაური იქნებოდა, რომ ნიუ-იორკში მდებარე მეტროპოლიტენ მუზეუმი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი სახელოვნებო ასპარეზია მსოფლიოში, ორიგინალური სახურავით არ გამოირჩეოდეს. აქ არქიტექტორ ტომას სარაცენოს მასშტაბური ინსტალაცია, Cloud City მდებარეობს.
15
Cloud City – რთული ფორმების მქონე მრავასლასრთულიანი ლითონის კონსტრუქციაა. აღნიშნულ ობიექტში სეირნობა და ნიუ-იორკის სხვა კუთხით დანახვაა შესაძლებელი.
16
Roof Top Terrace – ოფისი სახურავზე
ღია საოფისე სივრცე, დღესდღეობით, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გვხვდება, მაგრამ მხოლოდ ლონდონში არის გამოყოფილი ამისათვის ადგილი სახურავზე.
20
Roof Top Terrace ლონდონში, წელიწადის თბილ დროებში, დილის 7-ის ნახევრიდან საღამოს 8-მდე ყოველდღიურად მუშაობს. ბრიტანეთის დედაქალაქისთვის დამახასიათებელი წვიამიანი ამინდის გათვალისწინებით, მუშაობისას ქოლგების გამოყენება უფასოა.
19
გასართობი პარკი ცათამბჯენის თავზე
საინტერესო მიმოხილვას დავასრულებთ გასართობი ნამუშევრით. ლას-ვეგასში მდებარე ცათამბჯენ Stratosphere-ის სახურავზე მდებარეობს ატრაქციონების პარკი ადამიანებისთვის, რომლებსაც სიმაღლის შიში არ აქვთ.
21
ამ მოწყობილობით სარგებლობა ხომ 250 მეტრის სიმაღლეზეა შესაძლებელი.
22

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE