SOS! – 17 “შხამიანი” ნივთი, რაც შესაძლოა თქვენს სახლში იყოს

0

თუკი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობთ და მაინც არც გრძნობთ თავს ენერგიულად, შესაძლოა ამის მიზეზი ის საყოფაცხოვრებო ნივთები იყოს, რომელსაც ყოველდღიურად იყენებთ. ვიცით, რომ არარეალურია ყველა დეტალის გათვალისწინება, მაგრამ რისკების შესამცირებლად აუცილებელია, ვიცოდეთ შემდეგი….
17. ხის დაპრესილი ნაკეთობა

საფრთხე რაშია: ხის ბურბუშელა და ნახერხი შეწებებულია შარდოვანა-ფორმალდეჰიდის ფისით, რაც უარყოფითად მოქმედებს სასუნთ სისტემასა და თვალებზე. აუცილებელია შეამოწმოთ პროდუქციის სერტიფიკატის შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან, ემისიის კლასი უნდა იყოს არაუმეტესი E1-ზე.
16. ხალიჩები

წებო და საღებავები, რომლებიც ხალიჩების წარმოებისას გამოიყენება გამოყოფს ორგანულ ნივთიერებებს VOC, რომლებაც შეუძლია გამოიწვიონ თავის ტკივილი, დაღლილობა, ალერგია. ასე რომ, თუკი ახალ ხალიჩას ყიდულობთ, უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ მასალას და გარდა ამისა, მოერიდეთ დიდი ზომას, რადგან მისი მტვრისგან გათავისუფლება რთულია.
15. ლაზერული პრინტერი

კვლევებით დადასტურებულია, რომ ლაზერული პრინტერი ჰაერში გამოყოფს საბეჭდი ფხვნილის ნაწილაკებს, რომელიც ფილტვებში იოლად შეღწევადია და შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა სისტების დაავადებაც გამოიწვიოს. ამიტომაც გირჩევთ, ეს ნივთი კარგად ვენტილირებად ადგილას განათავსოთ.
14. ჰაერის გამწმენდი

ტოქსინები, რომელიც ჰაერის გამწმენდშია, შესაძლოა ორგანიზმში დაგროვდეს და ამ ქიმიურმა ნივთიერებებმა ჰორმონებზე და რეპროდუქციულ ფუნქციაზე მოახდინოს გავლენა. გამოსავალი სახლში მეტი მცენარის ქონაა, რაც ჰაერის ბუნებრივი გამწმენდია.
13. საბავშვო ბოთლი

პოლიკარბონატული პლასტიკატი ყველაზე გავრცელებული მასალაა ამ სახის წარმოებაში. პლასტმასი, რომელიც შეიცავს ბისფენოლს (BPA) ბავშვის ორგანიზმში შესაძლოა ჰორმონალური დარღვევების გამომწვევი გახდეს. ამიტომაც, აუცილებლად გაეცანით შეძენისას ბოთლის მარკირებას.
12. მატრასი

ბევრი მატრასი შეიცავს დიდი ოდენობით პოლიბრომირებულ ნაერთებს, რაც შეიძლება იყოს ტვინის დაზიანების და რეპროდუქციული პრობლემებიც გამომწვევი. განსაკუთრებით სახიფათოა ძველი მატრასები. ახლის შეძენისას კი, არჩევანი ნატურალურ მასალაზე შეაჩერეთ.
11. საკვების კონტეინერები

პლასტმასის კონტეინერების დიდი ნაწილი შეიცავს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, რაც სხვადასხვა დაავადების, მათ შორის დიაბტის საფრთხეს ქმნის. უპირატესობა მიანიჭეთ შუშის და კერამიკის ნაკეთობებს. გარდა ამისა, ნურასდროს შედგამთ პლასტიკურ კონტეინერს მიკროტალღურ ღუმელში.
10. პლასტმასის ბოთლები

ტოქსიკური ქიმიკატები ბოთლიდან შესაძლოა მოხვდეს თქვენს სასმელში. ბევრი ბოთლი ამჟამად ბისფენოლის გარეშე მზადდება, თუმცა სხვა მავნე ნაერთებს მაინც შეიცავს. ამიტომ აქაც უპირატესობა მიანიჭეთ შუშის ბოთლებს.
9. მათეთრებელი

მათეთრებლები ტანსაცმელს მავნე ქიმიურ ნაერთებით ფარავს, რამაც შესაძლოა კანის დაზიანება, სუნთქვის გართულება და თავის ტკივილი გამოიწვიოს. მათი ფრთხილი და იშვიათი მოხმარება საშიში არაა, მაგრამ არსებობს ნატურალური საშუალებებიც, რომელიც რეცხვისას ქსოვილს ათეთრებს.
8. ტეფლონის ჭურჭელი

მაღალ ტემპერატურაზე პოლიტეფრეფლროეტერინი გამოყოფს მომწამვლელ აირს, რომელიც ორგანიზმში აღწევს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ მას შესაძლოა უჯრედული დაზიანება და იმუნური სისტემის დაქვეითება გამოიწვიოს. შეარჩიეთ უჟანგავი ფოლადი ან თუჯი, ხოლო თუკი ტეფლონი ძალიან მოგწონთ, ნუ დააზიანებთ მის ზედაპირს ბასრი საგნებით.
7. საშხაპის ფარდები

პლასტიკური დარბილებისთვის გამოყენებული ნაერთები, რაც საშხაპის ფარდებშია გამოყენებული, უარყოფითად მოქმედებს ბავშვების გონებრივ ფუნქციებსა და მეხსიერებაზე. შეარჩიეთ არატოქსიკური პლასტმასი PEVA ან ნატურალური მასალა (ბამბა, ბამბუკი, აბრეშუმი და სხვა).
6. თამაშების კონსოლები

საფრთხეს ქმნის სხვადასხვა მავნე მინარევი, რომელიც მოწყობილობებისა და ელექტროგადამცემი აპარატების კონტროლის კაბელებშია. ასე რომ, მოერიდეთ ელექტრონული გასართობების ბოროტად გამოყენებას.
5. ხელის სადეზინფექციო საშუალებები

ტრიკლოზანი, რომელიც მიკრობების გასანადგურებლად გამოიყენება, ასევე შეიძლება იყოს ჰორმონალური პრობლემებიც გამომწვევი. უმჯობესია, ანტიბაქტერიულ პროდუქტებს თავი აარიდოთ და ჩვეულებრივი საპონი გამოიყენოთ, რომელიც ასევე ანადგურებს მიკრობებს. თუკი მაინც იყენებთ ხელის სადეზინფექციო საშუალებებს, უპირატესობა მიანიჭეთ სპირტის შემცველობით დამზადებულს.
4. ტუალეტის ქაღალდი

თუკი ტუალეტის ქაღალდის ეტიკეტზე ხედავთ სიტყვას “არომატიზებული”, ეს ნიშნავს, რომ მის შემადგენლობაში მავნე ნივთიერებებია. უბრალო ქაღალდი ბევრად უსაფრთხოა.
3. ტეფლონის სამაგიდე ნაჭრები

სპეციალური სამუშაო ნაჭერი, რომელიც ფარავს მაგიდას შეიცავს ნეიროტოქსიკურ მეტალს, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის. გამოსავალი აქაც ნატურალური მასალის გამოყენებაშია.
2. ვინილის დასაგები

ამგვარი აბაზანაში დასაგები მასალა შეიცავს ნივთიერებებს, რომელთა გამო მეცნიერები გვირჩევენ, რომ უარი ვთქვათ ვინილის პროდუქტებზე.
1. დივანი

ცეცხლასინააღმდეგო შემადგენლობა, რომელიც იცავს ქსოვილს, ხშირად გამოიყენება დივნების წარმოებაში და შეიცავს დიფელინის ეთერებს, რომელიც ჯანმრთელობისპრობლემებს იწვევს. თანამედროვე ავეჯი ამ მხრივ უფრო დაცულია.

CLOSE
CLOSE