ინტერვიუ “საგას” მარკეტინგის მენეჯერ ნატუკა ნოღაიდელთან

0

კომპანია ბაზარზე 1994 წელს გამოჩნდა, როდესაც საქართველოში წყლის ელექტროგამაცხელებლების პირველი იმპორტი განხორციელდა. „საგა“ დღემდე დიდი პოპულარობით და სანდოობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ძირითადი მიმართულებებია: გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია და წყალმომარაგება. უკვე 22 წელია, „საგა“ ერთგულად ემსახურება მომხმარებელს.
“საგას”  საქმიანობისა და გეგმების  შესახებ დაწვრილებით მისი მარკეტინგის მენეჯერი ნატა ნოღაიდელი მოგვიყვება:
15209140_1310207479009937_1140185086_n
– 1994 წლიდან, კომპანიამ  განვითარების  ხანგრძლივი გზა განვლო. ეს იყო ძალიან  რთული  პერიოდი, იცვლებოდა კომპანიის ძირითადი მიმართულებებიც. შემდეგ კომპანია  ჩამოყალიბდა,  როგორც  მაღაზიათა ქსელი. 2012 წლამდე ბაზარზე წარმოდგენილი იყო მაღაზია „თქვენი არჩევანი“, 2012 წელს კი, რებრედინგის პროცესი დაიწყო კომპანიაში და ბაზარზე  გამოჩნდა მაღაზიათა ქსელი  – „საგა“. საგა – ხანგრძლივ ისტორიას ნიშნავს და სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ეს სახელწოდება. უკვე 22 წელია, რაც ამ სეგმენტში ვმუშაობთ. ვართ ლიდერი კომპანია HVAC  სისტემების ბაზარზე, განსაკუთრებით აღსანიშნავია იტალიური კომპანია „არისტონ თერმო ჯგუფის“ ექსკლუზიური წარმომადგენლობა. ჩვენი ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ავტორიზებული  სერვის-ცენტრია, ყველა პროდუქციის ადგილზე გვაქვს და მარაგიც საკმაოდ დიდია. თუ მომხმარებელს შეექმნება რამე პრობლემა, მას 24 საათში ვაგვარებთ, არ უწევს დიდი ხნით ლოდინი.

მნიშვნელოვანია ჩვენი ასორტიმენტიც. ქსელში საკმაოდ ბევრი ბრენდია წარმოდგენილი.  მაგალითად, იგივე ცენტრალური გათბობის ქვაბებში გვაქვს „არისტონი“-ს ბრენდის – იტალიური პროდუქცია, ასევე „დემირდოკუმი“-ს ბრენდის – თურქული ცენტრალური გათბობის ქვაბები, 60-წლიანი გამოცდილებით. გარდა ამისა,  „ვივას“ ბრენდი, რომელიც ჩვენ შევქმენით და დავაპატენტეთ, წარმოებულია ჩინეთში.  დღეისათვის „საგა“-ს ბრენდით საქართველოში 14 მაღაზიაა წარმოდგენილი, აქედან, თბილისში – 8,  დანარჩენი კი რეგიონებში.  ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალი კადრების საკითხი, თუნდაც იმიტომ, რომ როცა გათბობას აკეთებ, აუცილებელია, ექსპერტის რჩევა, თუ რა სიმძლავრისა და რაოდენობის გათბობა-გაგრილების  სისტემები დასჭირდება მომხმარებელს კონკრეტული ფართის გასათბობ-გასაგრილებლად.  „საგა“-ში ყველაფერი მარტივია –  რეკავს პოტენციური მყიდველი ჩვენ ცხელ ხაზზე,  დააფიქსირებს მოთხოვნას და 72 საათში გათბობა და ცხელი წყალი სახლში აქვს.

თქვენ ახსენეთ განვითარების ხანგრძლივი გზა. თუ შეიძლება, მოგვიყევით, როგორ ვითარდებოდა კომპანია?

– თავდაპირველად, ელიავაზე იყო ერთი სავაჭრო წერტილი, საიდანაც ხდებოდა პროდუქციის რეალიზება ძირითადად მეგობრებში. ნაცნობებში. პირველი გამაცხელებელი, რომელიც  შემოიტანეს, დაამონტაჟეს კომპანიის დამფუძნებლის ბინაში –  გამოსცადეს, როგორ მუშაობდა. ამან რომ გაამართლა, შემდეგ გავრცელდა ახლობლებში, მეგობრებში, ნათესავებში. შემდეგ კი, გაიხსნა მეორე ობიექტი წერეთლის გამზირზე და ასე ნელ-ნელა იზრდებოდა კომპანია, ემატებოდა კადრები. 2012 წლისთვის თუ იყო 80-მდე დასაქმებული, დღეს უკვე 200-მდე თანამშრომელი გვყავს. საკმაოდ სწრაფად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ვითარდება ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე.
15102108_1310207499009935_1458982291_o
როგორი კონკურენციაა  საქართველოში ამ მხრივ და რითი გამოირჩევა „საგა“?

-“საგა“, პირველ რიგში, ხარისხით, უსაფრთხოებითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. კონკურენცია საკმაოდ მძაფრია. ბაზარზე წარმოდგენილია რამდენიმე კონკურენტი კომპანია , თუმცა  „საგა“ გამოკვეთილი ლიდერია და ბაზრის ტენდენციებსაც ჩვენ განვსაზღვრავთ.

რა არის თქვენი კომპანიის წარმატების მიზეზი?

– ჩვენი და ყველა კომპანიის წარმატების მიზეზი, ვფიქრობ, რომ არის  გუნდი, რომელსაც  ერთი საერთო მიზანი აქვს. „საგა“-ს თანამშრომლებს ერთი სულისკვეთება გვამოძრავებს – ვიცით, რომ  “საგა“ ვართ და უნდა ვიყოთ ყველაზე მაგრები, პროფესიონალები. ეს ყველაფერი: შიდა რესურსი და ჩვენი შესაძლებლობები, ურთიერთობები მსოფლიო დონის თურქულ, იტალიურ,  ფრანგულ, უკრაინულ კომპანიებთან საშუალებას გვაძლევს, რომ მაქსიმალურად, სტანდარტების  დაცვით,  დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები.

მოგვიყევით თქვენს შესახებ, როგორ მოხვდით „საგაში“?

– “საგაში“ ვმუშაობ 2011 წლიდან, მანამდე ვმუშაობდი საკრედიტო ექსპერტად,  ბანკ „კონსტანტა“-ში, სადაც უდიდესი გამოცდილება მივიღე  3 წლის განმავლობაში. მარკეტინგი ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ მქონდა მხოლოდ თეორიული განათლება ამ კუთხით. „კონსტანტაში“ მუშაობის პერიოდში, ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა, ხომ არ იფიქრებდი „ჩვენს არჩევანში“ (მაშინ „საგას“ ასე ერქვა) მუშაობას მარკეტოლოგის პოზიციაზეო. ბევრი ფიქრის შემდეგ, აღმოვჩნდი ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვან სამყაროში, რასაც მარკეტინგი ქვია. სამაგისტრო კვლევაც მარკეტინგის, კერძოდ რებრენდინგის შესახებ გავაკეთე, ამჟამად ვმუშაობ სადოქტორო თემაზე, ასევე მარკეტინგის კუთხით. ასე ვთქვათ, 2011 წლიდან დღემდე მეც ვიზრდები „საგასთან“ ერთად.

ესაუბრა მერიკო ბარაბაძე

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE