როგორ განვაახლოთ მოძველებული სახლი – ქართული რემონტის ისტორია

0

ბინა რომელიც კოსტავას ქაჩაზე მდებარეობს ეკუთვნის ანასტასია სლოვინსკაიას. ანასტასიას დიდი ბებია, რომელიც მხატვარი იყო ამ სახლში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ბინა საბჭოთა რემონტით უამარავი მოგონებას ატარებდა, მაგრამ იქ ცხოვრება ფაქტიურად შეუძლებელი იყო. ანასტასიას მინიმალური ბიუჯეტით უნდა განეახლებინა სახლი, საცხოვრებელ მდგმარეობამდე მიეყვანა, ის რომ დიდი ბებიის კვალი არ დაეკარგა
430A1025
ანასტასია: “ამ სახლში დიდი ხნის წინ ცხოვრებდნენ ჩემი დიდი ბაბუა და ბებია – ბაბუ ინჟინერი იყო, ბებო კი მხატვარი – ჰქონდა პატარა სახელოსნო, აქვე, სახლში, ფერად-ფერადი საღებავები და ნაირ-ნაირი ფუნჯები. იყო დიდი ბიბლიოთეკა, რომლის ნაწილიც დღემდე შემოგვრჩა – წიგნები გაყვითლებული ფურცლებით და თავისებური სიძველის სუნით – ხელოვნებაზე, ისტორიაზე, ხალხებზე და ადმიანებზე. ვეცადეთ, რომ ამ სახლის ისტორია არ დაგვეკარგა. ბებიას რამდენიმე ნახატი ისევ კედლებზე კიდია. დგას ძველი, ძალიან დიდი სარკე, რომელთანაც ბებია სახლიდან გასვლის წინ იპრანჭებოდა. ალბათ. რაღაც ავეჯი და ინტერიერის დეტალები ჩვენით შევქმენით – მე და ჩემმა მეუღლემ. შეიძლება 50 წლის შემდეგ ჩვენმა შვილთაშვილებმა ჩემი მოხატული სკამიც იპოვონ. ეს სკამი ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე მამაჩემმა ააწყო. დრომ არ დაინდო – დაძველდა, გადაგდებასაც უპირებდნენ უკვე. არ გავატანე. გავაცოცხლე. მამას გაუხარდებოდა. ალბათ მეც გამიხარდება ჩემმა შვილთაშვილებმა ჩემს ნივთებთან ერთად რომ იცხოვრონ. ისე შეიყვარონ, როგორც მე მიყვარს.”
430A1022
რემონტი 18 000 ლარი დაჯდა. ძირითადი თანხები სანტექნიკასა და აბაზანას მოხმარდა. სარემონტო სამუშაოების დიდი ნაწილი ანასტასიამ მეუღლის დახმარებით თავად გააკეთა მაგ: კედლების შეღებვა, ავეჯის განახლება. ძველი პარკეტი “მოაციკლოვკეს” და მაგიდა მისაღებში და საწოლი პატარა ოთახში ე.წ. პადონებისგან ააწყვეს.
მისაღები ოთახი და სამზარეულო
430A0973
430A0965
430A0968
430A1005
საძინებელი
430A1027
430A0979
აბაზანა:
430A0985
430A0984
ეს მინიატურული ოთახი(1.5-2.5 მეტრზე) ადრე სახელოსნო იყო, მეპატრონემ კი აი ასეთი პრაქტიკული სახეცვლილება მოუძებნა.
430A1017
მთლიანობაში ბინა კარგი ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება ძველის შენარჩუნებით სახლის განახლება. აი რას წერენ ამ ბინის შესახებ რემონტის ჯგუფში:
1
2
3

Photo by ლევან ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE