რემონტი დიზაინერის გარეშე – რაფავების ოჯახი ბინის ისტორია

0

რაფავების ოჯახმა რემონტი დიზაინერის დახმარების გარეშე გააკეთა. ეს ის იშვიათი შემთხევაა, როდესაც რემონტის ინიციატორი და ორგანიზატორი მამაკაცია. რამდენად აისახა ეს ფაქტორი სახლის დიზაინსა და მის ფუქციურ მხარეზე, ამის გადაწვეტა მკითხველისთვის მიგვინდია. რუბრიკა “ჩემი რემონტის” სტუმარია დავით რაფავა.

როდესაც რემონტს იწყებდით, როგორი შედეგის მიღება გსურდათ?
– სტანდარტული პროექტი არ მინდოდა. უპირატესობას ცოცხალ მასალას ვანიჭებდი. ცივ ფერებზე უარი ვთქვი. რაღაც მყუდრო და ორიგინალურისკენ მივისწრაფოდი. ინტერიერის ძირითადი საკითხები მე და ჩემმა მეუღლემ ერთად გადავწვიტეთ. გადატიხვრის საკითხებში კი, ჩემი მეგობარი არქიტექტორი, ირაკლი აბაშიძე დამეხმარა. არსებული ტიხრები გადავაადგილეთ და ბინა ჩვენი ოჯახის მოთხოვნებს მოვარგეთ.
ნახაზები
დაგეგმარების პროცესში თქვენი და თქვენი მეუღლის აზრები ემთხვეოდა, თუ კომპრომისზე წასვლა გიწევდათ?
– ყველა ვარიანტს მე და თამუნა ერთად განვიხილავდით. ცხადია, იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ გამოვნახეთ კონსესუსი.
რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი?
– ორი მნიშვნელოვანი საკითხი იყო გადასაწყვეტი: ესთეტიკურობისა და პრაქტიკულობის შეხამება და მყუდრო გარემოს შექმნა. რაც შეიძლება მეტი ხის მასალა გვინდოდა. მთავარი დილემა კი იყო, გაამართლებდა თუ არა შავი იატაკი. გაამართლა, ზუსტად ის გამოვიდა, რაც თავიდან ჩავიფიქრე.


ბინის ფერთა პალიტრა თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ?
– დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი ციფრული დიზაინის სფეროში, აქედან გამომდინარე, ფერების შეხამება თავადაც შემეძლო. ეს საფრთხილო საქმეა, თუმცა ჩემი თავის იმედი მქონდა. იატაკი, ფარდა, ავეჯი ა.შ. – ყველა დეტალის შეხამება არცთუ ისე ადვილია. თუკი ამას წინასწარ დიზაინერთან ერთად არ განსაზღვრავ, საბოლოოდ, შესაძლოა, სასურველი შედეგი ვერ მიიღო. შეიძლება ძალიან ღირებული იატაკი იყიდო, თუმცა კედელს საერთოდ არ შეესაბამებოდეს. ამას შესაძლოა არაპროფესიონალური თვალი ვერც მიხვდეს, თუმცა რაღაც უკმარისობის შეგრძნება მაინც გექნება. მე მსგავს შეუსაბამობებს მალევე ვამჩნევ. საბოლოო შედეგით ყველა კმაყოფილი დარჩა.
4
რემონტის პროცესი რთული იყო?
– სამუშაოთა მწარმოებელიც (“პრარაბი”) კარგი შემხვდა და შესაბამისად, ხელოსნებიც. მათთან სამსახურეობრივი შეხება ადრეც მქონია და ვენდობოდი. ისინი საკმაოდ რაციონალურ რჩევებს მაძლევდნენ, რამაც საკმაოდ გამიადვილა დაგეგმილის შესრულება. მაგალითად – რაზე გამეკეთებინა ეკონომია და რაზე არაა. როდესაც შიდა გაყვანილობებზე თანხას ზოგავ, წლების შემდეგ ზიანდება რომელიღაც დეტალი და ყველაფრის თავიდან შეცვლა გიწევს. საბოლოო ჯამში, მაინც იგივე, ან უფრო ძვირი გიჯდება.
ბინის ფუქციონალური მხარე რამდენად რეალიზებულია?
– ბინაში გათვალისწინებულია ოჯახის ყველა წევრის ინტერესი. მაგალითად – სათავსოების თემა. თავიდანვე ძალიან ბევრი სათავსო დავგეგმეთ. თუმცა, ეს სათავსოები ინტეგრირებულია იმგვარად, რომ ვიზუალურ მხარეს არ აზინებს. ბინაში შენაჩუნებულია სივრცის ფაქტორი. სწორედ ამიტომ არ გავაკეთეთ შეკიდული, რელიეფური ჭერი. ვეცადე, რაც შეიძლება ნაკლები სიმაღლე დამეკარგა, მიუხედავად იმისა, რომ ამის საშუალება იყო.
როგორ შეარჩიეთ ავეჯი?
– რემონტის პროცესი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, დაახლოებით 1 წლის განმავლობაში (არ გვეჩქარებოდა). ამ პერიოდში დუბაიში რამდენჯერმე მოვხვდი.
და თუ მანამდე დუბაიში ავეჯის მაღაზიებში საერთოდ არ შევდიოდი, რაც ამ საკითხზე ფიქრი დავიწყე, ამის საჭიროებაც გაჩნდა. როდესაც შევადარე თბილისური და იქაური ფასები და ხარისხი, აღმოჩნდა რომ დუბაიდან ჩამოტანა უფრო სწორი გადაწვეტილება იქნებოდა.
5
ყველაზე მეტად რისი შერჩევა გაგიჭირდათ?
– განსაკუთრებით რთული ჭაღების შერჩევა აღმოჩნდა. ამჟამად აქტუალურია კლასიკური მოდერნი. მინიმალისტური, თანამედროვე ჭაღის შეძენა იმდენად რთული იყო, რომ დუბაიშიც ვერ შევარჩიე. ინტერნეტში დიდი ხნის განმავლობაში ვეძებე, ათასამდე მოდელი ვნახე. საბოლოოდ, რამდენიმე ათეულ ვარიანტზე შევჩერდი, თითოეულ მათგანს ბინის ინტერიერს ვუდარებდი და ისე ვცდილობდი წარმომედგინა, რამდენად მოუხდებოდა.
ფოტო 12
ბევრი ძებნის შემდეგ, მივაკვლიე სასურველ ვარიანტებს და იტალიიდან ჩამოვატანინე ქართულ კომპანიას.
9
ბავშვები იყვნენ ჩართული რემონტის პროცესში? როგორ ასახეთ მათი სურვილები?
ბავშვების სურვილები ვოცოდით. მათ სურვილებს პრაქტიკული საჭიროებები შევუთავსეთ და ისე მოვაწყვეთ ელენესა და ნიკუშას ოთახი. ფერთა გამის, სათავსოებისა და მაგიდების საკითხში მთლიანად მათი სურვილები გავითვალისწინეთ. გავაკეთეთ რბილი იატაკი, რომელიც ძალიან ძნელი მოსავლელია. ხშირი წმენდაა საჭირო, თუმცა სიმყუდროვის თვალსაზრისით ძალიან ეფექტურია და ამ ფაქტორმა გადაგვაწყვეტინა მისი გამოყენება. განათებების საკითხშიც ბევრი ძებნა გახდა საჭირო. სპეციალური ფორმულებით გამოვთვალე, თუ რა სიმძლავრის განათებაა ოპტიმალური ბავშვებისთვის, ამას შევუთავსე საბავშვო დიზაინიც და ისე შევარჩიეთ ჭაღები.

რას შეცვლიდით დღევადელი გადასახედიდან?
– დენცქვიტებს, ზედმეტად ქვემოთაა. როდესაც ელექტროენერგიის წყაროებს აყენებ, დანიშნულებაც ზუსტად განსაზღვრული უნდა გქონდეს, ავეჯისა და ტექნიკის განთავსების მიხედვით. ეს საკითხი ნაკლებად გვქონდა გათვალისწინებული.
იატაკქვეშა გათბობაც გარკვეული მერყეობის საფუძველია. თავიდან ვიფიქრე, არ არის იმდენად მნიშვნელოვანი-მეთქი. ნაკლებად პრაქტიკული მეგონა, თუმცა მას მერე არაერთ სასტუმროში შემხვედრია ეს სისტემა და ვფიქრობ, ჯობდა გაკეთება.
Untitled-1-Recovered
სხვა ფოტოები:

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE