თქვენთვის ვქმნით შესაძლებლობას, ოცნების სახლი რეალობად აქციოთ – ინტერვიუ პენსარეკაზას დირექტორთან, მერი გურულთან

0

იტალიური ავეჯის სალონი „პენსარეკაზა“ უკვე ნახევარ საუკუნეს ითვლის. მაღაზიათა ქსელი მსოფლიოს 14 სხვადასხვა ქალაქშია და ყველგან თანაბარი ნდობით სარგებლობს. „პენსარეკაზა“უმაღლესი ხარისხის იტალიურ ავეჯთან ერთად, გვთავაზობს აქსესუარებს, ლამინატს, პარკეტს, შპალერსა და ყველა იმ დეტალს, რომელიც თქვენი ინტერიერის სრულყოფილად მოწყობისთვისაა გამიზნული. საქართველოში „პენსარეკაზა“ ორი თვის წინ გამოჩნდა და მომხმარებლის ყურადღება უკვე მიიპყრო. კომპანიის შესახებ დეტალურად, მისი დირექტორი, მერი გურული გვესაუბრა:

„პენსარეკაზა“ ორი თვეა საქართველოში არსებობს. თქვენ როგორ აღმოჩნდით აქ?

რვა წელია  ავეჯის სფეროში ვმუშაობ. ვიყავი ავეჯის მაღაზია ,,ჩემი სახლის’’ პროექტის მენეჯერი. ამ კომპანიაში გადმოსვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ  პენსარეკაზს ბრენდის კონცეფცია ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. კომპანიას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ვიცოდი, რომ უფრო განვვითარდებოდი ამ სფეროში.

რამდენად რთულია, იყო მსოფლიოში ცნობილი ბრენდის ერთ-ერთი ფილიალის დირექტორი?

რთული არ არის, რადგანაც ბრენდის გამოცდილებიდან გამომდინარე, პროცესები დალაგებულია. ვინაიდან იტალიელები ურთიერთობების დროს გახსნილი და კომფორტული ხალხია, მათთან მუშაობა იოლი და სასიამოვნოა.  პროფესით მენეჯერი ვარ, ამიტომ ჩემი პროფესიისათვის დამახასიათებელი გადაწყვეტილებების მიღება მიადვილდება.

რა არის ყველაზე რთული გამოწვევა თქვენთვის, როგორც კომპანიისთვის და „პენსარეკაზას“ დირექტორისთვის?

ყველაზე რთული გამოწვევა კონკურენტ ბაზარზე, რაც შეიძლება სწრაფად მოწინავე, ლიდერი პოზიციების დაკავებაა.

ორი თვე არც ისე დიდი დროა, მიიღო თუ არა ქართულმა საზოგადოებამ „პენსარეკაზა“ შესაბამისად? სარგებლობს თუ არა პოპულარობით?

ვფიქრობ, რომ ახლად გახსნილი ორგანიზაციისთვის საკმაო ცნობადობა გვაქვს.

ჩვენს Facebook გვერდს უკვე 10 000 მომხმარებელი ჰყავს და კვირიდან კვირამდე ახალ ვიზიტორთა რაოდენობაც იმატებს. Facebook მომხმარებლები ხშირად გვპირდებიან, რომ აუცილებლად გვესტუმრებიან შოურუმში. ასეც ხდება. საზოგადოებრივი ინტერესი ჩვენ მიმართ საკმაოდ დიდია.

რა სერვისს სთავაზობს თქვენი კომპანია მომხმარებელს?

ავეჯის შეძენის გარდა, მომხმარებელს ვთავაზობთ ადგილზე მიტანას, მონტაჟს, აწყობას. ასევე, დიზაინ სერვისს. ჩვენი სამი პროფესიონალი დიზაინერი მომხმარებელს ეხმარებიან სივრცის ოპტიმალურ დაგეგმარებაში, ინტერიერის მოწყობაში, ავეჯისა და აქსესუარების სწორად განთავსებაში.

წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ მომხმარებელი, რომელსაც ძალიან მოსწონს ჩვენი სამზარეულო, მაგრამ სახლის პარამეტრებში არ ჯდება, ან ფერის შეცვლა ურჩევნია. თქვენ მოდიხართ „პენსარეკაზაში“, ათვალიერებთ კატალოგს. შემდეგ ჩვენი კონსულტანტი, სრულიად უფასოდ, სახლში მოგყვებათ და აზომვას აკეთებს, მსგავს დეტალებში გეხმარებათ. საბოლოოდ, საუკეთესო შემთხვევაში, თქვენ უკვეთავთ ჩვენს პროდუქტს, რომელსაც 2 კვირიდან 2 თვემდე ვადაში ჩამოგიტანთ იტალიიდან. მოგიტანთ, აგიწყობთ, დაგიმონტაჟებთ.

გარდა ამისა, მომხმარებელს ვთავაზობთ განვადების მოსახერხებელ სისტემას, თანხის ეტაპობრივად დაფარვის შესაძლებლობას.

თქვენი პროდუქცია მსოფლიოს 14 ქალაქში ანალოგიურია, თუ ქალაქზეა მორგებული?

რა თქმა უნდა, ანალოგიური შოურუმები ფართიდან გამომდინარე ყველგან არ არის, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ მოდელების 90%-ს. 23 სამზარეულოს მოდელიდან, 17 შოურუმში წარმოდგენილი, ასევე, „პენსარეკაზაში“ ნახავთ 17 საძინებელსა და 14 საცხოვრებელ ოთახს.

როგორც ვიცი, განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს „პენსარეკაზას“ სამზარეულოები. რა განაპირობებს ამას?

ეს იმიტომ, რომ კონკურენტული უპირატესობები გვაქვს. ამ სეგმენტში ამხელა არჩევანი არავის არ აქვს. „პენსარეკაზაში“ სამ საფასო კატეგორიას ნახავთ:

1 400 ევროდან –  17 000 ევრომდე. ეს ფასიც, სამზარეულოს ზომის მიხედვით მერყეობს. ამხელა არჩევანს კი, რომელიც ჩვენს შოურუმში და კატალოგებში, სხვაგან ვერსად ნახავთ.

 

შეკვეთისას მყიდველს აქვს თუ არა რაიმე სახის ცვლილების შეტანის შესაძლებლობა? (მაგ. ფერი)

„პენსარეკაზას“ ავეჯი ზუსტად მომხმარებელზეა მორგებული. აქ შეგიძლიათ თავად აირჩიოთ სასურველი ავეჯის ზომა, ფერი და მასალა.

ავეჯის გარდა რას სთავაზობთ მომხმარებელს? გაქვთ თუ არა დეკორაციები, აქსესუარები და ა.შ.?

ავეჯის გარდა, ჩვენ გთავაზობთ განათებას, გამწვანებას, აქსესუარებს, ტექსტილს. ყველაფერს სრულად, რაც საჭიროა ინტერიერის მოსაწყობად. გარდა ამისა, გვაქვს შპალერის არჩევანი, კერამიკა, ლამინატი, პარკეტი, კარებები,მოსაპირკეთებელი მასალების ფართო სპექტრი.

როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას სამომხმარებლო ქცევაზე?

ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მომხმარებელთან ურთიერთობაა. ჩვენი პერსონალი სრულად ფლობს ინფორმაციას პროდუქტის შესახებ და ამას კეთილგანწყობით, სრულყოფილად გადასცემს მომხმარებელს. ჩვენ სრულად მორგებული ვართ მომხმარებლის სურვილებზე როგორც ფასის, ასევე, სერვისისა და ჩამოტანის ვადების თვალსაზრისით.

არის თუ არა შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი ჩამოსული პროდუქტით კმაყოფილი არ რჩება?

მსგავსი შემთხვევა ჯერჯერობით არ გვქონია და იმედი გვაქვს, რომ არც გვექნება. ზუსტად ამიტომ გვაქვს „პენსარეკაზას“ შოურუმში ავეჯის ფართო სახეობა, რომ მსგავსი ფაქტებისაგან მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული ჩვენც და ჩვენი მომხმარებელიც.
საიტისთვის ბანერი

რა არის თქვენი კომპანიის წარმატების საიდუმლო?

ჩვენი წარმატების საიდუმლო ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილებაა. ჩვენ არ მივმართავთ ექსპერიმენტებს. ჩვენი ბრენდის კონცეფციაზე იტალიელ დიზაინერთა გუნდი მუშაობს. მისდევენ თანამედროვე ტენდენციებს, სწავლობენ გაყიდვების სისტემებს და ამაზე დაყრდნობით ქმნიან კოლექციებს, რომელთა გაცნობის საშუალებაც ქართველ მყიდველს „პენსარეკაზაში“ აქვს.

მოგვიყევით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ?

ჩვენ დღითიდღე ვვითარდებით. კორპორატიული გაყიდვების თვალსაზრისით პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით.  მაგალითად, M2 -ის ბინებში უკვე „პენსარეკაზას“ სამზარეულოებს ნახავთ.  აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამშენებლოებთან, დეველოპერულ კომპანიებთან, სასტუმროებთან, ასევე, კერძო დიზაინერებთან და არქიტექტორებთან.

  • გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის!

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE