გთავაზობთ 5 ოთახიან პენტჰაუსს მთაწმინდაზე, რომლის 270 კვ.მ. ფართმა ბინის პატრონს სასურველი, კომფორტული და ელეგანტური ინტერიერის შექმნის საშუალება მისცა. ეს არის სახლი 3 საძინებლითა და 4 სველი წერტილით. რემონტის ავტორი ბინის მფლობელია. შავი ტექნიკა გამოიწერა, ხოლო ავეჯი საქართველოში დაამზადებინა. რემონტის მსვლელობის დროს ერთადერთ პრობლემას წააწყდა: შავი ონკანი, რომელიც ვერსად ნახა. შავ-თეთრი ფერების გამოყენება შავი მეტლახის არჩევის შემდეგ გადაწყვიტა. ეს ერთგვარი შთაგონება აღმოჩნდა და საბოლოოდ, სახლის დიდი ნაწილი შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საგარდერობო იყო. ინტერიერის საბოლოო სახე მფლობელის გემოვნებაში სრულიად ჯდება. ბინა ქირავდება, მისი თვიური ღირებულება გახლავრთ 3000$
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
თამარ ხოტივარი
(+995) 551 74 71 17
t.khotivari@erdo.ge
http://erdo.ge