სალომე გოგიაშვილის ბინა თამარაშვილის ქუჩაზე – რემონტი მინიმალური დანახარჯებით

0

ეს ბინა თამარაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, საკმაოდ ძველი ნაგებობის გამო მისი შავ კარკასამდე დაყვანა და ხელახლა გათეთრება გახდა საჭირო. მიუხედავად ასეთი საფუძვლიანი მიდგომისა სალომე გოგიაშვილს რემონტი 16 000$ დაუჯდა (ავეჯი, სამზარეულო, აბაზანა, საძინებელი, მისაღები ოთახი, ჭაღები, ონკანები და ა.შ)
20160719_180215
20160719_165950
20160719_173454
20160719_173955
ბინის შიდა ფართი 75 კვ.მ. რემონტი დიზაინერის დახმარების გარეშე გაკეთდა. ბინის მეპატრონემ მთელი თავისი ენთუზიაზმი ჩადო საქმეში და საკუთარი იდეების რეალიზაციაც მოახდინა.
13820709_10153867743942857_1664972025_n
დივანი რომელიც განსაკუთრებულ სიხალისეს მატებს სახლს საკმაოდ ძველი იყო, თუმცა მასზე ახალი ნაჭრის გადაკვრით თანხაც დაიზოგა და სახლის ვიზუალური მხარეც უკეთესი გახდა.
20160719_165902
მისაღების მაგიდაც ძველი ავაჯის განახლებული ვარიანტია, მასში ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი ფოტოების მოთავსება შეგიძლიათ (როგორც ეს სახლის პატრონმა გაკეთა, საკუთარი ფოტოებით). მაგიდას ზემოდან მინა ადევს, რაც ფუნქციური თვალსაზრისით გამოყენებადს ხდის მას.
20160718_193635
სამზარეულოს ფართი საკმაოდ პრაქტიკულად არის გამოყენებული კუთხის ათვისებითა და ე.წ. “ბარის სტოიკის” გამოყენებით. ამით მნიშვნელოვანი ადგილის მოგება გახდა შესაძლებელი და ოთახში სამოძრაო სივრცეც დარჩა. სათავსოები უმნიშვნელოვანესია სამზარეულოში, ეს საკითხი სახლის მეპატრონემაც გაითვალისწინა. სათავსოების საერთო ფართი სამზარეულოში 14 კვ.მ-ია.
20160719_170518
20160719_170551
20160719_173955
20160719_181544
სამზარეულოში კაფელის მაგივრად ე.წ. “სტალიშნიცა” იქნა გამოყენებული. ვიზუალურად ძალიან მოუხდა და უფრო იაფიც დაჯდა.
13835585_10153867702332857_1173887519_o
ღია და სადა ფერებს საძინებელში “დეკორის კედელი” აცოცხლებს, ისე რომ სახლის ძირითადი სტილიდან არ არის ამომხტარი. “დეკორის კედელი” აუცილებლად საწოლის მხარეს უნდა განლაგდეს, რომ დაძინების პროცესში დისკომფორტი არ შექმნას.
20160719_165358
20160719_172334
აბაზანაში ღია ფერი საგრძნობლად ზრდის სივცის აღქმას, შიგადაშიგ განსხვებული ტონალობები კი მრავაფეროვან ატმოსფეროს ქნის.
20160719_171051
20160719_171136

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE