8 საუკეთესო ფერი სამზარეულოსთვის – პრაქტიკული რჩევები

0

ფერადი გამის შერჩევისას სამზარეულოსთვის, ეცადეთ, იხელმძღვანელოთ არა მარტო საკუთარი გემოვნებით, არამედ ცოდნით, თუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის ფერი თქვენს განწყობაზე. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
1. წითელი
2
წითელი კარგი გადაწყვეტილებაა სამზარეულოსთვის, რადგან ის ენერგიულია და მადას ასტიმულირებს. მოუხდება თავდაჯერებულ ადამიანებს, რომლებსაც არ უყვართ დაყოვნება. იმისათვის, რომ დროის განმავლობაში არ მოგბეზრდეთ, უპირატესობა რბილ ელფერებს მიანიჭეთ.
2. ნარინჯისფერი
3
ნარინჯისფერი, როგორც წითელი, საკმაოდ ენერგიული ფერია, რომელსაც შეუძლიათ მზისა და სითბოს ნაკლებობის კომპენსაცია. მცირე ზომის სამზარეულოში არ ღირს ნარინჯისფრის გამოყენება, რადგან ის ვიზუალურად აახლოვებს საგნებს. თუ ფიქრობთ, რომ ნარინჯისფერი სამზარეულო დროის განმავლობაში მოგბეზრდებათ, უმჯობესია, გამოიყენოთ მხოლოდ რამდენიმე აქცენტის სახით.
3. ლურჯი
4
ლურჯი სამზარეულო არასტანდარტული გადაწყვეტილებაა, თუმცა ეს არცთუ ცუდი არჩევანია, თუკი გსურთ დასვენება რთული სამუშაო დღის მერე.
5'
ლურჯ ფერს ძალიან ბევრი ელფერი აქვს. აქედან გამომდინარე, ყველას შეუძლია შეარჩიოს თავისი ფერი.
4. მწვანე
6
მწვანე ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ბუნებრივი ჰარმონიის სიმბოლოა. ეს ფერი მოუხდება მათ, ვისაც სურს გახდომა, მუდამ განიცდის ნერვულ გადატვირთვას და სურს, აღადგინოს დაკარგული ძალები. მწვანე სამზარეულო აუცილებლად აამაღლებს თქვენს განწყობას.
5. თეთრი
7
გაითვალისწინეთ, რომ თეთრი ფერი ვიზუალურად ზრდის სივრცეს. ასე რომ, თუ პატარა სამზარეულო გაქვთ, აირჩიეთ თეთრის უნივერსალური ელფერები, რაც სისუფთავის, სინათლისა და ლაკონურობის სიმბოლოს წარმოადგენს.
6. ყავისფერი
8
ყავისფერი ასევე პოპულარულია სამზარეულოს გაფორმებისას, რადგანაც პრაქტიკული და ნეიტრალურია. მისი კომბინირება მარტივია სხვა ფერებთან. ყავისფერი სამზარეულო გვიბიძგებს კომუნიკაციის, ღიაობისა და სიმშვიდისკენ.
7. იასამნისფერი
9
იასამნისფერი სამზარეულო შეიძლება გამოიყურებოდეს დახვეწილად, ორიგინალურად და ცოტათი იდუმალადაც კი. ეს ძალაუფლების, სიმდიდრისა და ძალის სიმბოლოა.
8. შავი
10
არსებობს სტერეოტიპი, რომ შავი მწუხარების ფერია, თუმცა, თუკი სწორად დავუმატებთ დეკორატიულ ელემენტებს, ის ინტერიერს ელეგანტურს გახდის. შავი ფერი კლასიკაა, მაგრამ თავი აარიდეთ მის სიჭარბეს.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE