ხშირად ოჯახებს, ნაქირავებ ბინაში, არ აქვთ საშუალება ან უფლება გადააკეთონ სახლის დიზაინი და თუ სახლს სურვილისამებრ ვერ მოაწყობთ იქ თავს კომფორტულად ვერასდროს იგრძნობთ ! სწორედ ამიტომ გთავაზობთ იდებს, თუ როგორ უნდა გადააკეთოთ ან შეცვალოთ სახლის დიზაინი ისე, რომ სახლის მეპატრონეს არანაირი პრეტენზია არ გაუჩნდეს და თქვენც არ დახარჯოთ ზედმეტი ძალისხმევა.
აარჩიეთ ტექსტილი
მნიშვნელოვანია სახლის ტექსტილი, ამიტომ თავიდანვე შეცვალეთ ფარდები, დაამატეთ ან გამოცვალეთ რბილი ავეჯი, გაამდიდრეთ სივრცე ბალიშებითა და პატარა სკამებით. ნუ დაივიწყებთ მისაღებს – მოარგეთ მას შესაფერისი ხალიჩა, რომელიც აუცილებლად შეგიქმნით კომფორტს !
დაამატეთ ან შეცვალეთ ავეჯი
თუ თქვენ ნაქირავებ სახლში ფერ გასული ან დაძველებული ავეჯი დაგხვდათ, რომელიც დიდად არ მოგწონთ და თქვენს გემოვნებაში არ ჯდება – შეურჩიეთ ახალი გადასაკრავი და მოარგეთ მას ! და თუ არ გაქვთ გადაკვრისა და შეკერვის საშუალება – უბრალოდ გადააფარეთ თქვენთვის სასურველი გადასაფარებელი.
გააფორმეთ კედლები
თუ კედლის გადაღებვის საშუალება არ გაქვთ, მისი აქსესუარებით დამშვენება საუკეთესო ვარიანტია ! სასურველია განათავსოთ სურათები ან ნახატები, თუმცა დიდი რაოდენობით ჩარჩო ბევრ საკიდს მოითხოვს და შესაბამისად კედელზე ბევრი ხვრელის გაკეთება იქნება აუცილებელი, ამიტომ დაამაგრეთ თაროები და მასზე მოათავსეთ დეკორაცია.
თუ სურათების ან ნახატების განთავსება არ გსურთ და ვერც კედლის შეღებვა შეგიძლიათ – კედელზე მისაწებებელი სტიკერები ყველაზე კარგი იდეაა, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი და მოარგეთ კედელს.
სააბაზანოსა და სამზარეულოში თუკი ფილები არ არის კარგ მდგომარეობაში ან ზედმეტად სადა გეჩვენებათ, შეცვალეთ ის სხვა ფილებით, თუმცა აუცილებელია შეუხამოთ ინტერიერს და საბოლოო სახე ორიგინალური გამოდგეს.
ნივთების ორგანიზების ორიგინალური მეთოდი
სათავსოები, როგორც წესი, არასდროს არის საკმარისი.. ხშირად სახლებში ცალკე გამოყოფილი ოთახი გარდერობისთვის სამწუხაროდ არ არის, ახალი ავეჯის შეძენა კი თანხებთან არის დაკავშირებული.. ამიტომ გამოიყენეთ ყველაფერი – კალათები, ყუთები, თაროები და განათავსეთ ისინი ორიგინალურად.
ნუ დაივიწყებთ ხელოვნებას
ახალი არ არის, რომ ნაქირავები სახლები ზედმეტად სადა და უსულოა, ამიტომ ნუ დაივიწყებთ ხელოვნებას, შეეცადეთ ყველაფერი ორიგინალურად განალაგოთ და ამით მაქსიმალურად გამოხატოთ თქვენი ინდივიდუალიზმი, თქვენზე და თქვენს გემოვნებაზე მორგებულ სახლში ხომ ძალიან კომფორტულად იგრძნობთ თავს.
დაამატეთ განათება
სანათების მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს დღეს, ის დიზაინის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.. თან ადვილია მისი გადაადგილება და ამიტომ ძნელია მობეზრება, ნებისმიერი ფორმისა და ზომის არსებობს და თქვენთვის სასურველს ადვილად აარჩევთ. შესაძლებელია სწორედ განათებით იგრძნობოდეს თქვენი ხელწერა დიზაინში.
მწვანე ფერი და მცენარეები
მცენარეები ყოველთვის კომფორტულ და მშვიდ გარემოს ქმნიან, ზოგადად მწვანე ფერს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და სასურველი იქნება თუ მცირე დეტალებს სწორედ ამ ფერს მოარგებთ.
ნაზი დეკორაცია
ნუ შეუშინდებით დეკორაციის სიმრავლეს (თუმცა არ გადააჭარბოთ), პატარა დეკორაციები, სასურველია, რომ სახლის სხვადასხვა ადგილებში მიმოაბნიოთ, რათა მთელს სახლს გასდევდეს თქვენი ხელწერა და სახლში თავი კომფორტულად იგრძნოთ.