7 შთამბეჭდავი იდეა თქვენი საძინებლის გასალამაზებლად

0

1) დამამშვიდებელი ფერის კედლები
1
საძინებლის ფერის შერჩევისას განსაკუთრებულად უნდა დავფიქრდეთ. ღია, თვალისთვის მარტივად აღსაქმელი ფერები სწორედ საძინებლისთვისაა განკუთვნილი. კვლევების მიხედვით, ახალგაზრდები მწვანე ფერს ბედნიერებასთან აკავშირებენ. ასევე – ლურჯ, რძისფერ და სხვა ღია ფერებს.
2) გარემო აურზაურის გარეშე
2
ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ არეულობა გვაღიზიანებს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მინიმალისტებად უნდა ვიქცეთ. თუმცა ნამდვილად გასათვალისწინებელი ფაქტორია.
3) ჩვენი საყვარელი ფოტოები
3
განათავსეთ საძინებლის ტუმბოზე თქვენი საყვარელი ფოტოები. კარგი მოგონებები ყოველთვის გვაბედნიერებს.
4) მოწესრიგებული ლოგინი
4
სახლიდან გასვლამდე სულ ცოტა დრო ლოგინის გასწორებას დავუთმოთ. გავალამაზოთ ისე, რომ სახლში დაბრუნებულს გვესიამოვნოს მისი დანახვა.
5) საყვარელი სურნელი
5
სურნელი ქმნის განწყობას. საძინებელში გამოიყენეთ სურნელოვანი სანთლები, სპეციალური მოწყობილობები, ან სულაც ყვავილები. სურნელთან ერთად, მათი დანახვაც სასიამოვნო განცდებს აღგვიძრავს.
6) მზის შუქი
6
მზის შუქს დიდი ძალა აქვს. სხივები გვიხალისებს დღეს და გვიმაღლებს განწყობას.
7) ფუმფულა საწოლის თავი
7
კვლევების მიხედვით, ფუმფულა საგნები ჩვენს სიყვარულსა და კეთილგანწყობას იმსახურებს. საძინებელში კი, ფუმფულა საწოლის თავი მეტ კომფორტსაც გვთავაზობს.

მოამზადა – მაგდა ცხადაძემ

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE