7 იდეა, თუ როგორ შეუთავსოთ მინა თანამედროვე ინტერიერს

0

დღესდღეობით, წარმოუდგენელია სახლი, სადაც არ გამოიყენება ისეთი უნიკალური და ეკოლოგიურად სუფთა მასალა, როგორიცაა მინა. მინის ნაკეთობები ინტერიერს სიმსუბუქეს და ჰაეროვნებას მატებს, თანაც მისი დეტალები არასოდეს მოძველდება. ამიტომ, მოგცემთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, თუ როგორ შეუთავსოთ მინა სხვადასხვა ინერიერს.
1. უხილავი კედელი
თუკი ბოლო ტენდენციებს გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ აბაზანამ უამრავი სახეცვლილება განიცადა და დაიხვეწა. თანამედროვე დიზაინერები კი, აქტიურად იყენებენ მინას მის ინტერიერში. სააბაზანოს სხვა ოთახებისაგან გამოყოფა მარტივი და მოსახერხებელი მეთოდით შეგიძლიათ – დაამონტაჟეთ მინის კედელი. თუ თქვენი აბაზანა ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს, ეს არაჩვეულებრივი ვიზუალური შტრიხი იქნება.
bd0346f5d34f61d9f19c145d68f5
2. გასაწევი კარი
ჰორიზონტალურად მოძრავი კარი საუკეთესო საშუალებაა სივრცის დასაზოგად ინტერიერში. თანაც, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი დიზაინი და დაამაგროთ კარი, თუნდაც, გარდერობზე.
b827145a6fed9623cd0b89baf5b1
3. სართულებს შორის
საქმე მინის საფეხურებს, ან კიბის სახელურებს ეხება – სართულებიანი ბინის მფლობელებისთვის ეს საუკეთესო ვარიანტია.
ad82e0ee7e3eb245623adb135511
9b60160497401aadaf6dbe79f724
4. სააბაზანო ოთახი
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მინა თანამედროვე აბაზანების განუყოფელ ნაწილად იქცა. მისი გამოყენებით არაჩვეულებრივი სააბაზანოს შექმნა შეგიძლიათ.
112215e7b78a710e39a12cd83a04
5. სამზარეულოში
ეს უნიკალური მასალა ყველა სტილისა და სახის ინტერიერში არაჩვეულებრივად ჯდება. ასე რომ, მისი გამოყენება სამზარეულოშიც თავისუფლად შეგიძლიათ.
ეს შეიძლება იყოს სასადილო მაგიდა,ბარი, კარადები ან სულაც სკამები. მინა იდეალურად გამოდგება.
473632caa9a9bc7f093a98b290e6
6. ჰაეროვანი ავეჯი
მინის ავეჯის გამოყევება განსხვავებულ და უცხო ელემენტებს შემატებს თქვენს ინტერიერს, ჟურნალების მაგიდა , თაროები, სკამები, ტუმბოები, მოკლედ მინა გამოგადგებათ ყველაფერში.
d015525d469fdbf1a6c00180fb28
7. დეკორატიული აქცენტები
მინის დეკორატიული დეტალები საუკეთესო აქსესუარები იქნება ინტერიერში – ჭაღები, ვაზები, ჭურჭელი და ასე შემდეგ. თქვენ მხოლოდ სტილის არჩევა მოგიწევთ.
26b4e678de52ef47ebd6c30596ce
8046d34a36faf65c3229a3eaba54
f01dd901ee73ae17bee8288ce75e