6 მარტივი გზა, რომელიც დაგეხმარებათ რამდენიმე კვადრატული მეტრით გააფართოვოთ თქვენი სახლი

0

დიდი ზომის სახლების მფლობელები ყოველთვის თავს იწონებენ თუ რამხელა ტერიტორია არის მათ ხელთ და რამდენი რამ ეტევათ სახლში. პატარა ფართის შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ სივრცის ილუზია შექმნათ, რათა კომფორტულად იგრძნოთ მასში თავი, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ 6 იდეას, რომელიც დაგეხმარებათ უფრო მეტი რამ დაატიოთ თქვენს სახლში.

311237437

სამზარეულოს კუთხე

შეიძლება ძალიან მოგწონთ და გინდათ ლამაზი სამზარეულოს კუთხის მოწყობა, თუმცა საკმარისი ადგილი არ გაქვთ ამისათვის. გამოსავალი მარტივია, უბრალოდ გააკეთეთ მოძრავი სამზარეულოს კუთხე, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეავიწროვებთ, ან გადააადგილებთ და სახლის ნებირმიერ კუთხეს მოარგებთ. სასურველია როლიკები შესამჩნევი არ იყოს, რათა სრულფასოვანი სამზარეულოს შეხედულება ჰქონდეს.

311237152

თაროები

ხშირად გამოყენებად ჭურჭელს მაღალ თაროებზე ვერ შემოაწყობთ, ხშირად არც არის პატარა სახლში საკმარისი ადგილი ჭურჭლისათვის..  საუკეთესო ვარიანტი დამატებითი, პატარა თაროების დამაგრებაა, მაგიდასთან ახლოს, რათა საჭირო ჭურჭელი ახლოს გქონდეთ.

Small-Space-2

საკითხავი კუთხე

კიბის ქვეშ სივრცე თითქმის ყოველთვის გამოუყენებელია და საკმაოდ დიდი ადგილი იკარგება, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი საკითხავი კუთხის მოწყობაა, დიდი ადგილი არ დასჭირდება სავარძელსა და პატარა მაგიდას და სივრცეს ნამდვილად პროდუქტიულად გამოიყენებთ.

311235696

საძინებელი

კარადაში ჩაშენებულია გასაშლელი საწოლი, ამიტომ ამ ოთახს ორი ფუნქცია ენიჭება, დღის განმავლობაში შესაძლებელია გამოიყენოთ – როგორც ოფისი, საღამოს კი გაშლით საწოლს და საძინებლის ფუნქციას დაიბრუნებს ოთახი. პატარა სახლებში გასაშლელი საწოლი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია.

311233342

გარდერობი

მცირე ზომის გარდერობში თავი თავისუფლას რომ იგრძნოთ უპირატესობა მიანიჭეთ მოძრავ საკიდს, აუცილებელია სარკე, რომელიც სივრცის ილუზიას ქმნის და მინიატურული პუფი დადგით შესაბამის ადგილას.

311237605

სახლის ოფისი

სივრცე, სადაც საოფისე მაგიდა დგას იმდენად პატარაა, რომ უბრალოდ შეუძლებელია ამ ტერიტორიის სხვაგვარად გამოყენება. ამიტომ ვიწრო კედლებში დაამაგრეთ თარო, რომელიც მაგიდის ფუნქციას შეასრულებს, შეურჩიეთ შესაბამისი სავარძელი და სამუშაო სივრცეც მზად არის !

311238619

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE