5 რჩევა, თუ როგორ გამოვიყენოთ ყოველი კვადრატული მეტრი სახლში

0

ეს საინტერესო და სასარგებლო რჩევები გამოგადგებათ იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი ბინის ფართობი დიდია და იმ შემთხვევშიც, თუკი პატარაა. მაშ ასე! გასწავლით, როგორ მოაწყოთ სივრცე ისე, რომ არც ზედმეტად გადატვირთული და არც ცარიელი გამოჩნდეს.
1. სწორი დაგეგმვა
სანამ ოთახში ავეჯის შემოტანას დაიწყებთ, აუცილებლად წინასწარ დახაზეთ გეგმა, სად რა უნდა განთავსდეს. იხელმძღვანელეთ თქვენთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული ლოკაციის პრინციპით, ანუ სად უფრო მოსახერხებელი იქნება ამა თუ იმ ნივთის განთავსება.
13f979f720be185d06ca5e3a60e6
გაყავით სახლი 2 ნაწილად – საერთო და პრივატულ ზონებად. საერთო ზონაში მოაქციეთ სასადილო და მისაღები ოთახი, ხოლო ყველა დანარჩენი იზოლირებული უნდა იყოს მათგან. ეს დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ თქვენი პირადი სივრცე მაშინაც კი, როცა სახლში ბევრი სტუმარი გყავთ.
0fee18d862c3016e55505c8910c0
2. შენახვის სისტემები
სათავსოები სახლში არასდროსაა ზედმეტი. იქ უამრავი ისეთი ნივთის შენახვა და დამალვა შეიძლება, რომელიც არ გჭირდებათ, რომ თვალში გხვდებოდეთ. ამიტომ, ელეგანტურად და სწორად მოწყობილი შესანახი სისტემები სივრცესაც შეავსებს და ძალიან სასრგებლოცაა.
2e2deb0d3a9545845d3262c4dea2
e031e16a33057c474bad1f7154e4
3. სწორი განათება
ხელოვნურ და ბუნებრივ განათებაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. განათების სწორად ორგანიზება კი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია. მასიური და კაშკაშა განათება ბუნებრივი განათების წყაროსაგან რაც შეიძლება შორს უნდა იყოს, ხოლო შედარებით სუსტი განათების ხელოვნური წყარო თავისუფლად შეგიძლიათ განათავსოთ ფანჯარასთან.
a6449b805e012049466f2ac42404
fd11dbbc9641b26bb29c8fcfc4b3
4. ლოგიკურად განთავსეებული ავეჯი
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დიდი მნიშვნელობა აქვს ავეჯის სწორად განთავსებას. არ აურიოთ ერთმანეთში ავეჯი. განათავსეთ ისინი დანიშნულების მიხედვით, ყველა ნივთი თავის ადგილას და იდილიაც შექმნილია.
f9acbc3965205aec66c02cfd0a5d
5. პროპორციულობა
ავეჯი მაქსიმალურად სიმეტრიულად და პროპორციულად განათავსეთ. ეს დაგეხმარებათ სივრცის სწორად ორგანიზებაში, რათა ოთახში არც ცარიელი და არც ზედმეტად გადატვირთული ადგილი აღარ დარჩეს.
5e3ab58afe3380f8b5475e5fc0ff
83bb0b1d0b1f7367bc9c9daadf53