სახლი, რომელიც ნიუ-ორკის ხუთივე უბნიდან ჩანს, უკვე ერთ წელიწადში თავის ახალ მაცხოვრებლებს მიიღებს. ყველაზე დიდი საცხოვრებელი ცათამბჯენი მანჰეტენში(“432 პარკ ავენიუ“-ზე) მდებარეობს. ამ პროექტის ღირებულებას მილიარდი დოლარით განსაზღვრავენ.
თუ თქვენ გსურთ სამზარეულო ნიუ-იორკის ხედით, მაშინ დაგჭირდებათ 7-დან 95 მილიონ დოლარამდე. ზუსტად ასეთია ბინის ფასები ამ ცათამბჯენში.
2006 წელს, სადაც ახლა გაშენებულია 432 პარკ ავენიუ (ცათამბჯენის მისამართია), მდებარეობდა სასტუმრო „Drake Hotel“, რომელიც შემდგომ გაყიდეს. 2007 წელს სასტუმრო დაანგრიეს, ხოლო დარჩენილი მიწა ნიუ-ორკის ყველაზე ძვირადღირებული ნაკვეთი გახდა.
საცხოვრებელი ცათამბჯენის აშენება 2011 წელს დაიწყო. იქიდან გამომდინარე, რომ მისი სიმაღლე 426 მეტრს შეადგენს, მშენებლობის ნებართვის აღება არქიტექტორებს ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციისგან მოუწიათ.
საცხოვრებელი კომპლექსის საერთო ფართობი 50 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. 96 სართულის 125 ბინის მშენებლობა დასრულებულია.
აშენებისას, მშენებლებმა ბინების ღია სივრცეები გაითვალისწინეს.
ხის მასალებიდან უპირატესობა მუხას მიანიჭეს. იატაკი გააკეთეს მასიური მუხით, ხოლო ავეჯი – ნატურალური მუხით, რომელიც დაფარულია თეთრი საღებავით. სამზარეულოს ტექნიკა Miele-ს უჟანგავი ფოლადისგან იქნება გაკეთებული. რაც შეეხება ფერებს, თეთრია დომინანტი.
[Best_Wordpress_Gallery id=”5″ gal_title=”Dsda”]
შხაპის მიღება ნიუ-ორკის ხედის ფონზე რეალიზებულ იქნა ამ ზონის დიდი ვინტაჟური ფანჯრების მოწყობით. მარმარილო და ვენეციური მინა ამ ადგილს ჯადოსნურად აქცევს. ბინაში გათვალისწინებულია ორი აბაზანა: ქალისა და კაცისთვის.
აპარტამენტების ჭერის სიმაღლე 4 მეტრს შეადგენს. ფანჯრების ზომა 3X3 მეტრია. ეს ყველაფერი განაპირობებს ოთახში ბუნებრივი სინათლის დიდი რაოდენობით შემოსვლასა და სივრცის შეგრძნებას.
უკვე შემუშავებულია ინტერიერის დიზაინი, რომელზეც მუშაობდნენ Deborah Berke Partners-ის წარმომადგენლები დებორა ბერკის ხელმძღვანელობით. დიზაინერი ამბობს, რომ მთელი ინტერიერი შემუშავებულ იქნა სახლის სიმაღლის გათვალისწინებით. ეს ფაქტორები მთლიანად უნდა გამოყენებულიყო.
საერთო ზონის ინტერიერს გამოიმუშავებს Bentel&Bentel-ის ბიურო. მაცხოვრებელთა კომფორტისთვის, შენობაში განლაგებული იქნება რესტორანი, ფიტნეს-ცენტრი აუზით, საკონფერენციო დარბაზები, სპა-ცენტრები, ბიბლიოთეკა, სასეირნო ტერასები, საბავშვო ზონები, ასევ -იოგას სტუდია და ღვინის დარბაზიც კი.
120 ავტოსადგომი მანქანებისთვის მიწისქვეშა პარკინგზე. ადგილის ფასი ბინის ფასშია ჩართული.
[Best_Wordpress_Gallery id=”7″ gal_title=”NEW3″]
ცათამბჯენის გეგმის მიხედვით,რამდენიმე პენტჰაუსია გათვალისწინებული. ერთ-ერთი მათგანი შეადგენს 767 კვადრატულ მეტრს და მისი ფასია 79 500 000 დოლარი. ეს აპარტამენტები 92-ე სართულს მთლიანად იკავებს.
სამოთახიანი ბინა, რომელიც შეადგენს 245 კვ. მეტრს და 83-ე სართულზე მდებარეობს და 21 750 000 დოლარი ღირს. ყველაზე ძვირი პენტჰაუსი კი, რომელიც ბოლო სართულს იკავებს, უკვე გაყიდულია 95 მილიონ დოლარად.
აპარტამენტების მფლობელებს თვეში დაახლოებით 16 ათასის გადახდა მოუწევთ კომუნალური მომსახურებისთვის, და ასევე ქონების გადასახდის, რომელიც 15 ათასზე მეტს შეადგენს.
უკვე დღესვე წინასწარმეტყველებენ, რომ „432 პარკ ავენიუ“-ს ცათამბჯენი ნიუ-ორკის სავიზიტო ბარათი გახდება.