4 რჩევა, თუ როგორ მოვაწყოთ კაბინეტი სახლის პირობებში

0

კაბინეტი სახლში აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს, ის ყოველდღიურ აუცილებლობად იქცა. რა საშუალება არსებობს სახლის პირობებში კომფორტული კაბინეტის მოსაწყობად, ამას ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.

1. შექმენით შთაგონების დაფა
ეცადეთ, შექმნათ და ჩამოკიდოთ თქვენს სამუშაო მაგიდასთან შთაგონების დაფა. ეს ისეთი ადგილია, სადაც შეგეძლებათ დაკიდოთ სურათები, ნახატები, შენიშვნები, ესკიზები. ამის გაკეთება განსაკუთრებით სასარგებლოა შემოქმედებითი ადამიანებისთვის. თუ თქვენი სამუშაო რუტინულია, შთაგონების დაფის შექმნა სასარგებლო იქნება იმ მხრივ, რომ დაინახოთ რისთვის მუშაობთ და რისი მიღწევა გინდათ.
1

2. კომფორტული სავარძელი
თუ დღის ბოლოს ზურგში ტკივილს გრძნობთ, ეს იმის მანიშნებელია, რომ სკამის შეცვლის დროა. შესაძლებელია სამუშაო განწყობის არარსებობის მიზეზი ზუსტად ესაა. იპოვეთ კომფორტული სავარძელი, რომლის დარეგულირებაც შეგეძლებათ. კარგი სკამი- კომფორტული სამუშაოს საფუძველია.
2

3. მეტი შუქი
ბუნებრივი განათება ბევრად კარგი და მშვიდია, ვიდრე ხელოვნური. ზუსტად ამიტომ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სამუშაო ადგილის მოწყობის დროს, წარმოადგენს მზის სინათლე. მოათავსეთ თქვენი მაგიდა ფანჯარასთან რაც შეიძლება ახლოს, ამის შედეგად სამუშაო უფრო ნაყოფიერი გახდება.
3

4. განათავსეთ საყვარელი ნივთები კაბინეტში
ყველაზე პატარა კაბინეტშიც კი, აუცილებელია, იპოვოთ ადგილი საყვარელი ნივთებისთვის, რომლებსაც თქვენი შთაგანობა და მოტივირება შეუძლია. ისინი ყოველთვის თქვენს თვალწინ უნდა იყოს. მთავარია, ზედმეტად არ გადატვირთოთ სივრცე მათი რაოდენობით.
4

ზოგადი რჩევები:
1. მუდამ შეინარჩუნეთ წესრიგი თქვენს სამუშაო ადგილზე და მაშინ სწრაფად შეძლებთ, იპოვოთ საჭირო საბუთები.
2. მაქსიმალურად განაცალკევეთ თქვენი ოფისი ბინის სხვა ოთახებისგან.
3. თუ არის შესაძლებლობა, მაგიდასთან ახლოს დადგით სტელაჟი, რომელზეც შეგეძლებათ, შეინახოთ სამუშაოსთვის აუცილებელი ყველა ნივთი.
4. აქციეთ სივრცე უფრო ფუნქციონალურად ორგანაიზერების დახმარებით.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE