15 შეცდომა მისაღები ოთახის ინტერიერში და მათი გამოსწორების ხერხები

0

რემონტის დროს ორიენტირებული ვართ საკუთარ შეგრძნებებზე და დიზაინის წესებს ნაკლებად ვიცავთ, რაც ხშირად არასასურველ შედეგს იძლევა. ამიტომაც, თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ შეცდომებზე, რომელიც მისაღები ოთახის ინტერიერის გაფორმებას ახლავს თან.
მხოლოდ ზედა განათება

განათება ქმნის ატმოსფეროსა და განწყობას ოთახში. შესაბამისად, მისაღები ოთახი მხოლოდ ერთი ჭაღით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. მოაწყვეთ განათების სისტემა საკუთარი გემოვნებით – ჭაღების, ბრების, ფანრების და სხვა საშუალებების გამოყენებით.
ხალიჩის არქონა ან არასწორი ზომა

მცირე ზომის ხალიჩა მისაღებ ოთახში დისბალანსს შექმნის, ხოლო დიდი სივრცის ვიზუალურ გაფართოებას შეუწყობს ხელს და ინტერიერს დასრულებულ იერსახეს მიანიჭებს.
ტელევიზორის არასწორი მდებარეობა

ტელევიზორისთვის საუკეთესო ადგილი ცარიელი კედელია. ნუ განათავსებთ ტელევიზორს ფანჯრის პირისპირ ან მასთან ახლოს. ეს მხედველობისთვის მავნებელია და გამოსახულების აღქმასაც ხელს უშლის. დისტანცია ტელევიზორსა და დივანს შორის უნდა გამომდინარეობდეს ეკრანის ზომებიდან.
ბალიშების დაუფასებლობა

დივნისთვის განკუთვნილი ბალიშები სიმყუდროვესა და განუმეორებელ ატმოსფეროს ქმნის. მათი შერჩევისას დაფიქრდით, უხდება თუ არა დივნის ან სავარძლის ფაქტურას. რბილ ავეჯს ხავერდის ბალიში უფრო შეესაბამება, ვიდრე ბამბის ან სელის.
კედელთან მდგარი დივანი

ეს წესი დიდი ზომის ოთახებისთვის მოქმედებს – თუკი შესაძლებლობა გაქვთ, რომ დივანი კედლისგან მოშორებით დადგათ, ოთახში მეტ ვიზუალურ სიდიდეს და სიმყუდროვეს შექმნით.
მუქი ავეჯი დაბალჭერიან ოთახში

თქვენი მისაღები ვიზუალურად შემცირდება, თუკი მუქი ფერის ავეჯით გააფორმებთ. დაბალჭერიან მისაღებ ოთახში შეარჩიეთ კომპაქტური დივან-სავარძელი, რომელსაც შემაღლებული სადგამი ექნება. აუცილებლად შეარჩიეთ ნათელი, ნეიტრალური ფერები.
მოდური და არა გემოვნებით შერჩეული ავეჯი

მხოლოდ იმიტომ, რომ ავეჯი ლამაზად გამოიყურება, ნუ ჩათვლით, რომ მოუხდება თქვენს სახლს. დარწმუნდით, რომ კონკრეტული ნივთი თქვენთვის კომფორტულია. ადგილზევე მოსინჯეთ სკამები, რომლის შეძენასაც აპირებთ. გაითვალისწინეთ, ავეჯთან ურთიერთობა გრძელვადიანია.
ავეჯი, რომელიც აღარაა აქტუალური

არსებობს ავეჯის მოდაც. მოცულობითი მძიმე ავეჯი უკვე დიდი ხანია, რაც აღარაა აქტუალური. ყურადღება გაამახვილეთ სწორი ხაზების და მკვეთრი სილუეტის მქონე ავეჯზე. ასევე, შეგიძლიათ შეარჩიოთ ტრადიციული დივანი, თუმცა მოულოდნელი და თანამედროვე ფერის.
ფოტოსურათების არასწორი განლაგება

ფოტოების განსათავსებლად იდეალური სიმაღლე იატაკიდან სურათის ცენტრამდე 153 სმ.-ს შეადგენს. თუკი ძალიან ბევრი ფოტოსურათი გაქვთ, კარგი გადაწყვეტილება იქნება გალერეა კედელზე და არა ჩარჩოებში მოთავსებული ფოტოები.
დიდგაბარიტიანი ავეჯი

ოთახის მოწყობისას, ყველაზე ხშირად შეცდომა ხდება ოთახის ზომებთან ავეჯის შეუსაბამობის გამო. ეს განსაკუთრებით ეხება დივნებს, რის გამოც ოთახის ზომა შემცირებულად გამოიყურება. თუკი დიდი მისაღები გაქვთ, გამოიყენეთ კუთხის დივანი, პატარა ოთახისთვის კი – ორადგილიანი დივანი წყვილი სავარძლით.
მისაღების ფუნქციებისადმი უყურადღებობა

თუკი მართკუთხა მისაღები გაქვთ, შეგიძლიათ მისი კორექტირება კარადის ან სტელაჟის მეშვეობით. ამ სივრცისთვის კვადრატული ფორმა ბევრად მომგებიანია.
ოთახის ცენტრის განუსაზღვრელობა

მისაღებ ოთახს სჭირდება მკვეთრი აქცენტი. ცენტრი შესაძლოა იყოს ბუხარი, სურათი, სარკე და ა.შ. ასევე, ფოკუსის წერტილად შესაძლოა ვაქციოთ დასვენების ზონა, რომელიც კონტრასტული ფერის ყვავილებით, პრინტით ან ფერების შერევით გამოიყოფა.
ოთახის მცენარეები პატარა ქოთნებში

უმჯობესია, დადგათ ერთი ხე დიდ ქოთანში, ვიდრე მცირე ზომის ბევრი მცენარე. ამ სახით თქვენი ოთახის სივრცის დიდად და კომფორტულად გადაქცევას შეძლებთ.
ავეჯზე შემოკრული ქსოვილი

ავეჯის შემოსაკრავი ქსოვილის ცვლით თქვენი ოთახის დიზაინი თანამედროვე და მოდური გახდება. გარდა ამისა, ცვლილება შეგიძლიათ განახორციელოთ გემოვნებისა და სეზონების მიხედვით.
ერთი სტილის მიმდევრობა

თუკი განსაკუთრებულად მოგწონთ ინტერიერის იერსახე და შეცვლას არ ცდილობთ, თქვენი ოთახი შაბლონური გახდება. მოახდინეთ საყვარელი სტილის კომბინირება სხვასთან: ეკლექტიკა, რეტრო, ლოფტი, გრანჟი და სხვა ბევრი დიზაინერული ვარიანტი თქვენს მისაღებ ოთახს ორიგინალურს გახდის.
ფარდებით შემცირებული სივრცე

ისეთმა უმნიშვნელო წვრილმანმა, როგორიცაა არასწორად ჩამოკიდებული ფარდები, შეიძლება ოთახის ვიზუალური შემცირება გამოიწვიოს. აუცილებელია, ფარდა რაც შეიძლება მაღლა და ფართოდ დაიკიდოს, რაღა ჭერი მაღალი და მისაღები ოთახი განიერი გამოჩნდეს. შეარჩიეთ ოთახის დანარჩენ ტექსტილთან შედარებით უფრო ნათელი და გაჯერებული ფერის ფარდები.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE