13 მიზეზი, რის გამოც სახლში კომფორტი არასდროსაა

0

დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ბევრი სარკე საძინებელი ოთახის დალაგების დროს ახანგრძლივებს, ხოლო მუქი განათება ელექტროენერგიის ხარჯს ზრდის? სახლში არსებობს მრავალი მომენტი, რომელსაც მივეჩვიეთ და სასარგებლოდ ვთვლით, თუმცა რეალურად ზედმეტ ყურადღებას საჭიროებს, მოუხერხებელია ან კომფორტს არღვევს.
ჩვენ გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, მით უფრო მაშინ, თუკი მცირე ცვლილებებს, საოჯახო ნივთების ყიდვას ან ბინის რემონტს აპირებთ.
1. დივანი-საწოლი

ფართის ეკონომიის მიზნით, ოთახში დივან-საწოლის დადგმა გამართლებული არ გახლავთ. სტუმრების სახლში მიღება არც ისე ხშირად ხდება, ხოლო დივნის გაშლა-აკეცვა ყოველდღიურად რეგულარული უსიამოვნო პროცედურაა. გარდა ამისა, საძინებელი ადგილი დივან-საწოლს ჩვეულებრივ საწოლზე ნაკლები აქვს და მასზე ძილი არაკომფორტულია.
თუკი ახალი ავეჯის ყიდვაზეა საუბარი, უმჯობესია, უპირატესობა მიანიჭოთ სრულყოფილ საწოლს ხარისხიანი მატრასით. მოსახერხებლობის გარდა, ის ბევრად გამძლეა, ვიდრე გასაშლელი დივანი.
2. პაკეტების კოლექცია

შესაფუთ საშუალებებს ხშირად არ ვყრით იმ იმედით, რომ ერთხელაც გამოგვადგება, თუმცა ასეთი თადარიგიანობა კარადაში უწესრიგობას იწვევს.
უმჯობესია, მრავალჯერადი პაკეტები სახლში აკურატულად შეინახოთ ყუთში და მისი ზომა შეზღუდოთ. იყიდეთ რამდენიმე ტევადი ჩანთა საყიდლებისთვის და საჭიროებისამებრ, მოათავსეთ იმ ჩანთაში, რომელიც სამსახურში დაგაქვთ. ასეთ შემთხვევაში, აღარ დაგჭირდებათ სუპერმარკეტში ყოველი ვიზიტისას პოლიეთილენის ახალი პარკის აღება.
3. ყუთების დიდი რაოდენობა

ნივთების შენახვა ყუთებში ნამდვილად მოსახერხებელია, თუმცა ხშირად ვიყენებთ ბევრ ყუთს და არც გვახსოვს, რომელში რა გვიდევს. შედეგად, რომელიმე მათგანში სასურველი ნივთის საპოვნელად ძვირფასი დრო იხარჯება.
ტანსაცმელი აჯობებს კარადის თაროებზე შეინახოთ, სადაც მეტი წვდომაა. ხშირად გამოყენებადი საგნების შესანახად კი, რამდენიმე ტევადი უჯრა გამოდგება. მათზე წარწერების გაკეთებაც შეგიძლიათ, რათა ძებნა გაიიოლოთ.
4. შემოსასვლელის საკიდის გადატვირთვა

შემოსასვლელის საკიდები ზედა ტანსაცმლისთვის ძალიან მალე ივსება, თუკი მხოლოდ ერთი პალტო არ გაქვთ. გარდა ამისა, სწორედ შემოსასვლელი ქმნის სახლში პირველ შთაბეჭდილებას. გადავსებული საკიდი უსიამოვნო შესახედავია, საჭირო სამოსის მოძებნა კი რთულდება და ზოგჯერ ტანსაცმელი იატაკზეც ვარდება.
იმისათვის, რომ საკიდი დიდი რაოდენობით ტანსაცმლით არ დატვირთოთ, შეცვალეთ ის კომპაქტური კაკვებით, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩანთების დასაკიდადაც.
5. ფეხსაცმლის კარადის არქონა

მოწესრიგებულად დალაგებული ფეხსაცმელიც კი, რაღაც დროის შემდეგ შეიძლება ერთგვარ ნაგავსაყრელს დაემსგავსოს. გარდა ამისა, სპეციალური კარადის ან თაროების არქონა ზამთრის პერიოდში ტალახის და გუბეების შექმნას იწვევს, რაც შემოსასვლელიდან სხვა ოთახებშიც გადადის და დასუფთავებისთვის ბევრად მეტ დროს მოითხოვს.
მცირე ზომის შემოსასვლელებისთვის არსებობს კომპაქტური კარადები, რომლებშიც ფეხსაცმელი ვერტიკალურად ინახება. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ტევადი ტუმბოები დაკიდებული კარებით. ერთადერთი მინუსი ისაა, რომ ასეთ კარადებში ფეხსაცმელი ცუდად ვენტილირდება, რის გამოც თქვენ შეგიძლიათ ერთ-ერთ თაროზე დადოთ ლავანდის პაკეტი.
6. დიდი სარკეები ოთახში

დიდი სარკეები ოთახში ხშირად არის ტევადი კარადა-კუპეს წყალობით, რაც სივრცეს ვიზუალურად ზრდის. თუმცა ხშირ დასუფთავებასაც საჭიროებს, რის გამოც არაპრაქტიკულია, რადგან მზეზე მტვერს განსაკუთრებულად წარმოაჩენს.
თუკი არ გინდათ, რომ კვირაში რამდენჯერმე მოგიწიოთ დიდი ზომის სარკიდან მტვრის წმენდა, აჯობებს შეუკვეთოთ კარადა მხოლოდ ერთი ან მაქსიმუმ ორი სარკით, ხოლო სივრცის ზრდის ეფექტის მიღება კედლების ფერი კარადითაც შეგიძლიათ.
7. ღია ფერის კედლები შესასვლელში

შესაძლოა, შემოსასვლელის ნათელი კედლები სივრცეს ზრდის, მაგრამ რეალურად მხოლოდ დისკომფორტს იწვევს. ნათელი კედლები იქ, სადაც ტანსაცმლის და ფეხსაცმლის გამოცვლა ხდება, შემოდგომის სეზონიდან ჭუჭყიანდება. ამიტომაც დასუფთავებაზე დიდი დროის დახარჯვა მოგიწევთ.
იმისათვის, რომ უსიამოვნებას თავი აარიდოთ, უპირატესობა მიანიჭეთ ნაკლებად ღია ფერებს ან დაფარეთ ღია ფერის კედლები ფეხსაცმლის კარადის მეშვეობით.
8. მავთულის საკიდები

დიდი რაოდენობით მავთულის საკიდები ხშირად ეჭიდება ერთმანეთს ტანსაცმლის ჩამოხსნისას. გარდა ამისა, ფაქიზ ქსოვილს აზიანებს და ფორმას აკარგვინებს.
ამიტომაც უპირატესობა ხის საკიდებს უნდა მიანიჭოთ, რაც ამავდროულად უფრო ესთეტიკურადაც გამოიყურება.
9. კარადების ღია თაროები

სამზარეულოსა და მისაღებისთვის ერთ-ერთი პოპულარული გადაწყვეტილებაა კარადების ღია თაროები ან დასაკიდი თაროები. თუმცა, სამწუხაროდ, სამზარეულოს ღია თაროებზე ბევრი მტვერი გროვდება. ამასთან, ისინი ცხიმიანდება და ძნელი გასაწმენდია. კიდევ ერთი ნეგატიური ფაქტორია ის, რომ აუცილებელია მუდმივი წესრიგის შენარჩუნება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თაროები სიმყუდროვეს არღვევს.
უფრო სასიამოვნო ვარიანტი სამზარეულოსა და მისაღებისთვის დახურული კარადებია. მისაღებში არაჩვეულებრივად გამოიყურება შუშებიანი კარადები, ხოლო სამზარეულოში – ნათელი ფერის კარებით, რაც სივრცის ვიზუალურ ზრდასაც უწყობს ხელს.
10. სადღესასწაულო მაგიდები მისაღებში

ბევრ სახლშია დიდი ზომის გასაშლელი მაგიდა სტუმრებისთვის, თუმცა სტუმრები არც ისე ხშირია და ეს მაგიდები, თუნდაც დაკეცილ მდგომარეობაში, ბევრ მტვერს აგროვებს. გამოდის, რომ ეს საკმაოდ რთულად მოსავლელი ავეჯია, რომელიც განსაკუთრებული დღესასწაულებისთვის ინახება.
უმჯობესია, ბევრად კომპაქტური სასადილო მაგიდა შეიძინოთ მრგვალი ფორმებით, რომელზეც მეტი სტუმარს გაუმასპინძლდებით, ვიდრე კუთხოვანი მაგიდის დახმარებით. ხოლო თუკი ამისათვის ადგილი არ გყოფნით, შეიძინეთ მცირე ზომის მაგიდა გაფართოების შესაძლებლობით.
11. დიდი სარკე სააბაზანოში

სააბაზანოში დიდი ზომის სარკე, რომელიც პირდაპირ ნიჟარიდან იწყება, სწრაფად იფარება ორთქლით და ლაქებით. მისი გაწმენდა დღეში რამდენჯერმე, არც ისე მომხიბვლელი საქმიანობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სააბაზანო ოთახი უსიამოვნო იქნება.
თუკი არჩევანის წინაშე დგახართ სარკის ყიდვისას, უკეთესია შეიძინოთ უფრო მცირე ზომის და ჩამოკიდოთ ნიჟარიდან 20-30 სმ-ით ზემოთ. ამით გაექცევით სააბაზანოს მუდმივ რეჟიმში დასუფთავებას.
12. პლაფონები მუქ ფერში

მუქი ფერის განათებები სინათლეს არასაკმარისად გამოყოფს. ამ პრობლემის გადასაჭრელად, შეგიძლიათ იყიდოთ ყველაზე მძლავრი ნათურები და დაუმაგროთ პლაფონებს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ეკონომიური ხარჯვა არ გამოვა.
ამიტომაც საუკეთესო ვარიანტია, შეცვალოთ პლაფონების ფერები: ნათელი ფერის ქსოვილი ან მინა სინათლეს კარგად ატარებს და ამით ელექტროენერგიის წვის ხარჯსაც შეგიმცირებთ.
13. სინთეტიკური ხალიჩა

სინთეტიკურ ხალიჩას, ჩვეულებრივთან შედარებით, ექსპლუატაციის მცირე ვადა აქვს. თუკი ის ძლიერად დაისვრება, სპეციალისტის გამოძახება დაგჭირდებათ და თუ მაინც ვერ გაიწმინდა, ერთი ნაწილის გამო მთელი ხალიჩის შეცვლა დაგჭირდებათ.
თუკი კომფორტი და თბილი იატაკი გსურთ, იყიდეთ ხალიჩა, რომლის გაწმენდა და ახლით შეცვლაც ბევრად ადვილია.

რომელ მოუხერხებელ საოჯახო ნივთებს დაამატებდით ამ ჩამონათვალს?