12 შეცდომა სამზარეულოს დიზაინში და მათი გამოსწორების ხერხები

0

სამზარეულო ის ადგილია, სადაც ყოველდღიურად ვატარებთ საკმაოდ დიდ დროს და ამიტომაც, აუცილებლად უნდა იყოს კომფორტული და ლამაზი. ჩვენს სტატიაში იხილავთ სამზარეულოს დიზაინში გავრცელებულ შეცდომებს და ასევე გაეცნობით მათი გამოსწორების ხერხებს.
1. კარადების მასიური სახელურები

სამზარეულოს კარადების მასიური სახელურები ზოგჯერ შესაძლოა ხელს გიშლიდეთ მათ გაღებაში. ამიტომ სასურველია შეცვალოთ ისინი მინიატურული მოდელებით ან ისეთი კონსტრუქციებით, რომელიც ხელის დაჭერით იღება.
2. გარნიტურის პრიალა ზედაპირი

პრიალა ზედაპირებზე ხელის ანაბეჭდები რჩება და შესაბამისად, კარადების წმენდა ხშირად ხდება საჭირო, მით უმეტეს, თუკი სახლში პატარა ბავშვი გყავთ. გარნიტურის გლუვ ზედაპირები კი, ამ პრობლემას გაგიმარტივებთ.
3. ჩვეულებრივი თაროები მოძრავის ნაცვლად

ზოგ შემთხვევაში შესაძლოა მოსახერხებელი იყოს კარადები ჩვეულებრივი თაროებით, თუმცა ზოგჯერ საჭიროა გამოსაწევი უჯრები, რისი გამოყენებაც ბევრად ეფექტურია.
4. ღუმელი მაცივრის გვერდით

მცირე ზომის სამზარეულოშიც კი შესაძლებელია, მაცივარსა და ღუმელს შორის კარადა ჩადგათ. ეს აუცილებელია, რადგან ღუმელი ხელს უშლის მაცივრის სრულფასოვან მუშაობას.
5. ვირჩევთ დაბალ კარადებს დიდ სამზარეულოში

თუკი სამზარეულოს ზომები საშუალებას გაძლევთ, რომ მაღალი კარადები განათავსოთ, რატომაც არა? – ისინი სივრცის რაციონალურ გამოყენებაში დაგეხმარებათ და შენახვის სისტემას მოგიწესრიგებთ.
6. დიდი სასადილო მაგიდა პატარა სამზარეულოში

პატარა სამზარეულოში ფართის ოპტიმიზაციისთვის, შეცვალეთ დიდი ზომის სასადილო მაგიდა დასაკეცი ან მცირე ზომის მაგიდით. კარგი ვარიანტია ბარის სადგამიც.
7. ბევრი ღია სტელაჟი

ღია თაროებზე მუდმივად გროვდება მტვერი, რომლის წმენდა უფრო ხშირად გვჭირდება, ვიდრე დახურულ კარადებში. გარდა ამისა, სიტუაცია რთულდება, თუკი სახლში შინაური ცხოველები გყავთ. თუკი ძალიან მოგწონთ, როცა ნივთები ზედაპირზე ჩანს, გამოიყენეთ შუშისკარიანი სტელაჟები.
8. ადგილი მცირე ზომის საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის

მიკროტალღური ღუმელი, ყავის მადუღარა თუ ტოსტერი – ამ ყველაფერს ადგილი სჭირდება, ჩვენ კი, როგორც წესი, ამას მხოლოდ დიდი ზომის საყოფაცხოვრები ტექნიკისთვის ვითვალისწინებთ. უნდა ვიყიდოთ ჩასამონტაჟებელი ტექნიკა ან ამ ნივთებისთვის ცალკე თაროები გამოვყოთ.
9. არ ვფიქრობთ როზეტებზე

დიდი ზომის ტექნიკისთვის საჭირო როზეტებისა და ჩამრთველების განლაგება სამზარეულოში ოთახის დაგეგმარების ეტაპზე უნდა გაითვალისწინოთ. რაც შეეხება მცირე მცირე ზომის საყოფაცხოვრებო ტექნიკას, მათთვის განკუთვნილი ჩამრთველები უმჯობესია კარადაში
10. გადატვირთულობა ნიჟარის ქვეშ

ნიჟარის ქვედა სივრცეში განთავსებული უჯრები, კალათები ან თაროები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ექსტრემალურს სიტუაციაში მილებთან მისვლაში ხელს არ გიშლიდეთ.

11. არ ვფიქრობთ შენახვის სიტემაზე

შენახვის სისტემები გვეხმარება სივრცის ეკონომიურ გამოყენებაში. უმჯობესია ჭურჭლისა და სხვა წვრიმანებისათვის სპეციალური უჯრები და კარადები შეიძინოთ.
12. ბარის სკამის არასწორი სიმაღლე

თუკი სამზარეულოში ბარის მაგიდას დაამონტაჟებთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი სიმაღლის შესაბამისობა სკამებთან.

CLOSE
CLOSE