10 შეცდომა მისაღები ოთახის მოწყობისას და რჩევები მათ გამოსასწორებლად

0

ოთახის არასწორი ზონირება, მოძველებული გადასაფარებლები, ირაციონალური განათება – მოდით, გავარკვიოთ, რომელ შეცდომებს უნდა ავარიდოთ თავი მისაღები ოთახის მოწყობისას. ჩვენ წარმოგიდგენთ 10 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას და მათი გამოსწორების მეთოდებს.
1. არასაკმარისი განათება
მისაღებ ოთახში არ ღირს შემოიფარგლოთ ერთი ნათურით. განათების რამდენიმე წერტილი შექმნის სასიამოვნო განწყობას და ოთახის ატმოსფეროს ტონს მისცემს.

2. ავეჯი ოთახის პერიმეტრზე
ძველებურ სახლებში საკმაოდ გავრცელებულია ავეჯი ოთახის მთელ პერიმეტრზე, თუმცა თუკი საკმარისი ფართი გაქვთ, მოაწყვეთ ოთახის ცენტრში კომფორტული ზონა სტუმრებისთვის – დივნით და რამდენიმე სავარძლით. ეს კიდევ უფრო გაზრდის ოთახის ვიზუალურ მხარეს.

3. ზედმეტი ბუტაფორიები
იაფფასიანი მოხატულობა და თაბაშირის პომპეზური ნაკეთობები ოთახს სიმყუდროვეს ვერ შემატებს. ყველაფერი ჰარმონიული და მარტივი უნდა იყოს. ამისათვის თვალი ადევნეთ უჩვეულო დიზაინერულ გადაწყვეტილებებს, რაც დამახასიათებელია ლოფტისა და სკანდინავიური სტილისთვის და უნივერსალურია არაერთი ინტერიერის მოსაწყობად.

4. დეტალების სიჭარბე
ჭარბი დეკორი კომფორტისა და ესთეტიკის მტერია. რა თქმა უნდა, კარგია, რომ გაქვთ სუვენირთა კოლექცია და საყვარელი სამშვენისები, თუმცა უმჯობესია მათი შენახვა ყუთში, ან დეკორატიულ კალათში. ეს თქვენ ქაოსისა და მტვრისგან დაგიცავთ. ერთი მოწესრიგებული და ფუნქციური კარადა კი, რამდენიმე ტუმბოსა და თაროს ჩაანაცვლებს.

5. სურათები, ნახატები და სარკე
ამ ნივთების არასწორმა განლაგებამ შესაძლოა ინტერიერის გეომეტრია დაარღვიოს. გახსოვდეთ, რომ სურათები, ნახატები და სარკე კედელზე თვალის არეალიდან მნიშვნელოვნად მაღლა ან დაბლა არ უნდა განათავსოთ. თუკი ბევრი ფოტო გაქვთ, უმჯობესია მოაწყოთ გალერეა ერთ კედელზე და არ ჩამოკიდოთ ისინი გაფანტულად.

6. სივრცის და ავეჯის ზომების თანხვედრა
აქ მთავარია, ტურადღება მიაქციოთ არა ავეჯის ზომებს, არამედ ინტერიერის პროპორციებს მთლიანობაში. კუთხის დიდი დივანი ბალიშებით ჰარმონიულად ჩაჯდება ფართო მისაღების ინტერიერში, ხოლო ორადგილიანი დივანი და რამდენიმე სავარძელი კომფორტულ ზონას შექმნის მცირე ზომის სივრცეში.

7. პერსონალური კომფორტის უარყოფა ავეჯის შერჩევისას
ყველა სახის ავეჯი არ მოუხდება ინტერიერს და მნიშნველობა არ აქვს, ვთქვათ, ესა თუ ისე სკამი რამდენად ლამაზია. მთავარია, ის იყოს ფუნქციური და მოუხდეს გარემოს.

8. გაუვალი ჯუნგლები ფანჯარასთან
გამწვანება დელიკატური საკითხია. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ უმჯობესია დადგათ მცენარეები რამდენიმე დიდი ქოთნით, ვიდრე ბევრი მცირე ქოთანი. ასე სივრცე ბევრად უფრო ფართო და კომფორტული გამოჩნდება.

9. სასადილო მაგიდა
მაგიდის სტილის შერჩევა გამომდინარეობს თქვენი გემოვნებიდან. თუკი მისაღები ოთახის ყველა დეტალს ერთ სტილში შეარჩევთ, ნამდვილი ხელოვნების ნიმუში გამოგივათ, თუმცა ეს არ ეხება ფერებს. აუცილებლად უნდა შექმნათ ნეიტრალური და აქცენტური ფერების საინტერესო შერწყმა.

10. ცარიელი ფანჯრები
ფანჯრის დეკორირება დიდ დაკვირვებას მოითხოვს. ქსოვილის ირაციონალური ჩამოკიდების შედეგად, შესაძლოა ოთახი ვიზუალურად მცირე გამოჩნდეს. გახსოვდეთ, რომ ფარდები რაც შეიძლება ზემოთ და გრძლად უნდა დაიკიდოს. ამით მისაღები ოთახი გაფართოვდება და ჭერი ბევრად მაღალი გამოჩნდება. თუმცა კი, მაგალითად ლოფტის სტილის ინტერიერი ფარდებს საერთოდ არ საჭიროებს.

მთავარია, ბრმად არ მიჰყვეთ ტრენდებს, არჩევანი გააკეთოთ გულით და არ დაივიწყოთ ჰარმონიის შესახებ!

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE