10 შესანიშნავი მაგალითი, თუ როგორ გავაერთიანოთ სამზარეულო და მისაღები

0

სამზარეულოს და მისაღების გაერთიანება არაერთი ადამიანის სურვილია და თუკი თქვენ მათ შორის ხართ, წარმოგიდგენთ არაჩვეულებრივ მაგალითებს და რჩევებს, თუ როგორ შეიძლება განახორციელოთ ჩანაფიქრი.
ბინა სკანდინავიურ სტილში
სკანდინავიური სტილის კომფორტული სახლი მარტივი მასალებით და მრავალფუნქციური დეტალებით გამოირჩევა. მაცივარი დამალულია შემოსასვლელის სტელაჟში. სამუშაო და სასადილო ზონა შერწყმულია დიზაინერული კონსტრუქციით. აქვე გახლავთ მაგიდა-ტრანსფორმერი და ნებისმიერ მხარეს ადვილად მისაბრუნებელი ტელევიზორი.



აღმოსავლური მინიმალიზმი
შემდეგ პროექტს წარმოადგენს ოჯახური წყვილის ბინა, რომლის ფართობი დაახლოებით 46 კვ.მ.-ს შეადგენს. მათ სურდათ, რომ საძინებელი შემცირებულიყო მისაღებისა და სამზარეულოს გაზრდის მიზნით. ამის გათვალისწინებით, დიზაინერებმა შეარჩიეს მინიმალისტური სტილი დეკორის იაპონური ელემენტებით. მარტივი კონსტრუქციით გაყოფილ მისაღებსა და სამზარეულოს აერთიანებს საერთო ავეჯი მოსახერხებელი შენახვის სისტემებით.



არტ-დეკო და სამზარეულოს კუნძული
სხვადასხვა ოთახის გაერთიანების კიდევ ერთი საინტერესო პროექტია 32 კვ.მ. ფართობის ბინაში, სადაც ახალგაზრდა წყვილს სურდა ფართის ვიზუალური გადიდება და მეტი სიმყუდროვის შეგრძნება. დიზაინერებმა გაზარდეს სამზარეულოს ფართი, სველი წერტილების შესასვლელთან ახლოს გადატანით. სამზარეულოს კუნძული ბინის ფუნქციური ცენტრია. მისაღებში კი გამოიყო ადგილი სამუშაო ზონისთვისაც. ინტერიერის საერთო სტილია არტ-დეკო, რომელიც მასალების შეხამებით და კონტრასტული ფერებით ბინას ელეგანტურობას მატებს.



სუფთა ხაზები
მომდევნო პროექტი გულისხმობს არა მხოლოდ სამზარეულოსა და მისაღების გაერთიანებას, არამედ სრულყოფილი საძინებლის შექმნასაც, რომლის იზოლირება ფარდებით უნდა მოხდეს. ბინის საერთო ფართი 44 კვ.მ.-ს შეადგენს. იდეის განსახორციელებლად, საძინებელი სამზარეულოს ადგილას გადაიტანეს. დიზაინერული ჩანაფიქრის თანახმად, ბარის სადგამი სასადილო მაგიდასაც წარმოადგენს და სამუშაო ზედაპირსაც.



მრავალდონიანი კომპაქტურობა
სულ რაღაც 24 კვ.მ.-ის ფართობის მქონე ერთოთახიანი ბინის ეს პროექტი უფრო შორს წავიდა და მოხდა მნიშვნელოვანი ზონების ვერტიკალური გამიჯვნა. დიზაინერმა კარგად გამოიყენა ისტორიული შენობის ოთახების სიმაღლე – საძინებელი ჭერქვეშ მოათავსა, ხოლო საცხოვრებელ ზონაში რეტროელემენტები და თანამედროვე ლაკონური მიდგომები შეათავსა.



მზიანი განწყობა
42 კვ.მ.-იანი ბინის დაგეგმვისას, სადაც ახალგაზრდა წყვილი და მათი კატა ცხოვრობს, დიზაინერმა მოახდინა საძინებლის და საგარდერობოს იზოლირება, ასევე – სააბაზანოს და ტუალეტის შეერთება და რაც მთავარია, სამზარეულოს და მისაღების გაერთიანება, რაც ბინის მეპატრონეების უმთავრეს სურვილს წარმოადგენდა.



დამამშვიდებელი ფერები
ამ ბინაში, რომელიც მოგზაურ გოგონას ეკუთვნის, მშვიდი ნაცრისფერი ქმნის დამამშვიდებელ გარემოს, ხოლო სიმკვეთრე ყვითელ ფერს შემოაქვს. სამზარეულოსა და მისაღები ზონების გაერთიანებამ, არა მხოლოდ ხელი შეუწყო კომუნიკაციას, არამედ ინტერიერი უფრო ღია და მარტივი გახადა.



ლოფტი ძველებურ ბინაში
ეს ნათელი ბინა, რომლის მფლობელებიც მას ხშირად იყენებენ სამუშაო ზონად, აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოსახერხებელი და ლამაზი. 37 კვ.მ. ფართობის მქონე ძველებური ბინა მოდურ ლოფტად გადაკეთდა – შუშის გამყოფი ერთმანეთისგან აცალკევებს სამზარეულო და მისაღებ ზონას.



შემდეგი ბინის მფლობელი ახალგაზრდა მამაკაცი ხშირად აწყობს წვეულებებს და ზოგჯერ სახლიდანაც მუშაობს. კომპაქტური სტუდიოს დიზაინი აქაურობას კარგად მოერგო. უჩვეულო დიზაინერული კარადა ფარავს მასში მოთავსებულ საწოლს, სამუშაო ზონას, თაროებს და განათებას. მისი კარები კი, ტიხრის ფუნქციას ასრულებს.



ამ გრძელი და ვიწრო ფართის დაგეგმვა მისი სრული გადაკეთებით დასრულდა. სამაგიეროდ, ახლა საძინებელი მდებარეობს დიდი აბაზანის ადგილას, ხოლო მის ნაცვლად გადატანილ აბაზანას აქვს მცირე ზომის ფანჯარა. სამზარეულოსა და მისაღების შეერთებით შესაძლებელი გახდა ერთდროულად 40-მდე სტუმრის გამასპინძლება. ბევრი ღია თარო მოსახერხებელ და ლამაზ შენახვას უზრუნველყოფს, მკვეთრი დეკორი კი ოთახს განუმეორებელს ხდის.


კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE