10 სუპერიდეა, რაც ინტერიერის გარდაქმნაში დაგეხმარებათ

0

პროფესიონალ დიზაინერებს აქვთ რამდენიმე საკმაოდ მარტივი მეთოდი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია მცირე დროში და მინიმალური დანახარჯებით გარდაიქმნას საცხოვრებელი სახლი. ჩვენ გთავაზობთ დიზაინერულ ხერხებს, რომლებიც ინტერიერის განახლებასა და უნიკალურად გარდაქმნაში დაგეხმარებათ.
1. აქცენტური კედელი

იმისათვის, რომ ოთახი ნათელი და განუმეორებელი გახადოთ, სულაც არაა საჭირო მისი კედლების შეღებვა – საკმარისია გააკეთოთ აქცენტი ერთ მათგანზე, ხის ან საღებავის მეშვეობით.
2. გამჭვირვალე ავეჯი

ეს მაგალითი განსაკუთრებით აქტუალურია მცირე ზომის ბინა-სტუდოში – გამჭვირვალე ავეჯი სივრცეს არ ტვირთავს და ინტერიერს ჰაეროვნებას ანიჭებს.
3. ჩვეულებრივი ავეჯიდან დიზაინერულ ნამუშევრამდე

საღებავის და რამდენიმე ხის ფიცრისგან ყველაზე ჩვეულებრივი ავეჯის გარდაქმნა შეიძლება დიზაინერულ ნივთად, რომელიც ერთადერთი ეგზემპლარი იქნება.
4. სარკე, როგორც ფანჯარა

სარკე, რომელსაც ფანჯრის ფორმა აქვს, არამხოლოდ ვიზუალურად გაზრდის სივრცეს, არამედ მუქ ოთახს გაანათებს – განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ფანჯრის პირისპირ განათავსებთ.
5. მცენარეები

მცენარეების მეშვეობით შესაძლებელია ყველაზე მოსაწყენი ინტერიერიც კი გამოაცოცხლოთ, გარდა ამისა, ოთახის მიკროკლიმატსაც გააუმჯობესებთ.
6. წიგნები, როგორც ინტერიერის დეტალი

არ არის საჭირო მოათავსოთ წიგნები დახურულ თაროებზე – მათი ნათელი ყდები ინტერიერის მორთულობად გამოიყენეთ. წიგნის კარადად კი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ნივთი, მათ შორის რადიატორიც კი.
7. განსხვავებული სკამები

ერთნაირი სკამები მაგიდის გარშემო მოსაწყენი და არათანამედროვეა. დეკორატორები გვთავაზობენ შევარჩიოთ განსხვავებული სკამების ნაკრები. მთავარია, ისინი ერთმანეთს კარგად შეეხამებოდეს ფერითა და დიზაინერული დეტალებით.
8. უჩვეულო განათება

ერთფეროვანი საახალწლო გირლანდა შეგიძლიათ გადააქციოთ არა მხოლოდ სინათლოს წყაროდ, არამედ ფოტოსურათების საკიდადაც.
9. ტიხრები

ოთახის ტიხრები კარგი საშუალებაა სივრცის კომფორტულ ზონებად გასაყოფად. გარდა ამისა, მათი აშენება აუცილებელი არაა. ტიხრად შეგიძლიათ გამოიყენოთ სტელაჟი ღია თაროებით.
10. ადგილი სარკმლის ქვეშ

სივრცე სარკმლის ქვეშ იდეალურია დასვენების ზონის შესაქმნელად. ეს შეიძლება იყოს ჩამოსაჯდომი ადგილი ან სრულყოფილი დივანი, სადაც მოხერხებულად მოთავსდებით წიგნით ხელში ან დაიძინებთ.

CLOSE
CLOSE