10 სტერეოტიპი ინტერიერის დიზაინში, რაც მოდიდან გადავიდა

0

მიჩვეული ვართ, რომ მაგიდა და სკამები ერთი კოლექციიდან უნდა შევიძინოთ, რათა მაქსიმალურად გავდეს ერთმანეთს. ხოლო თუკი საწოლს ვყიდულობთ, კომპლექტში უნდა იყოს საძინებლის დანარჩენ გარნიტურასთან – ეს წესები შეგვიძლია თამამად დავივიწყოთ და შევცვალოთ. თუ როგორ, ამას ჩვენს მიმოხილვაში იხილავთ.
10. ერთგვარი დივან-სავარძელი

უკვე ბევრი მივიდა იმ აზრამდე, რომ აუცილებელია არ არის, ჰქონდეს იმგვარივე დივანი, როგორიცაა სავარძელი. ამჟამად შეგიძლიათ სრულებით განსხვავებული ვარიანტები შეარჩიოთ, რათა არა ერთმანეთს, არამედ ინტერიერის სხვა რომელიმე ნივთს შეეხამებოდეს.
9. საძინებლის გარნიტურა

ასევე არაა აუცილებელია, საძინებლის გარნიტურა შეიძინოთ, მაშინ როცა, საწოლის და ტუმბოების ტრიოს ნაცვლად, შეგიძლიათ საწოლთან განათავსოთ სიმპათიური მაგიდები.
8. თეთრი კედლები

კედლები შეიძლება იყოს თეთრი, მაგრამ საავადმყოფოს გარემო სულაც არ მოგვაგონოს, თუკი სწორად შეარჩევთ აქცენტებს და არ დადგამთ ოთახში თეთრ ნივთებს.
7. ავეჯი მხოლოდ კედელთან

გავრცელებულია აზრი, რომ ავეჯის კედლის გასწვრივ განლაგებისას, ოთახში მეტი ადგილი რჩება. თუკი ოთახი მცირე ზომისაა, ასეც არის, თუმცა თუკი დიდი ზომის სივრცესთან გვაქვს საქმე, უმჯობესია, ავეჯი ცენტრში განათავსოთ.
6. ბანალური ფილები აბაზანაში

სააბაზანოში კერამიკულ ფილებზე უარის თქმა შეგიძლიათ. ახლა უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფილები, რომლებიც ქვის, ბეტონის, ხის იმიტაციაა.
5. ერთნაირი მაგიდა და სკამები

შეგიძლიათ გაამრავალფერვნოთ სამზარეულოს ინტერიერიც – იყიდოთ მაგიდა და სკამები განსხვავებული კომპლექტებიდან. ნუ მოერიდეთ ასეთ თამამ და გემოვნებიან გათვლას.
4. რბილი ავეჯი

დივნის მასიური გადასაფარებლები შეგიძლიათ შეცვალოთ უბრალო და მცირე ზომის ფორმებით. ავეჯის შერჩევსას კი გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო პატარაა ოთახი, მით უფრო მცირე უნდა იყოს სავარძლები, მდივანი და მაგიდა.
3. მკვეთრი საბავშვო ოთახი

საბავშვო ოთახის ინტერიერი სრულებით შესაძლებელია იყოს მშვიდი, მკვეთრი ფერების გარეშე – ასეთ გარემოში ბავშვს ფანტაზიის უნარი მეტად უვითარდება. სათამაშოები, პოსტერები და ნახატები კი თამამად შეგიძლიათ დაამატოთ მშვიდ ფერებს.
2. ბეტონი ზედმეტად უხეშია

არსებობს ბევრი განსხვავებული ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება ინტერიერში ბეტონის გამოყენება. ის თანამედროვე სტილში მშვენივრად გამოიტურება და თავისუფლად შეგიძლია გამოიყენოთ აბაზანის დიზაინშიც.
1. ფარდები ფანჯრებზე

ნუ იტყვით უარს ფარდებზე, მაგრამ მათ გარეშეც არ არის ფანჯრები წარმოუდგენელი. პატარა ოთახი დიდი, უფარდო სარკმლებით ბევრად მოზრდილი გამოჩნება.

CLOSE
CLOSE