10 რჩევა შესასვლელის კომფორტულად მოწყობისთვის – სულ რაღაც 4 საათში

0

შესასვლელი ის ადგილია, რომელიც მთელ სახლში ქმნის განწყობას. გადახედეთ, რა ფუნქციას ასრულებს ეს ადგილი თქვენს ბინაში? – ბევრს შესასვლელი ოთახი საწყობად აქვს ქცეული. ამიტომაც, პირველ რიგში, გაათავისუფლეთ სივრცე ყველაფერი ზედმეტისგან.

მაშინაც კი, როცა შესასვლელს ფანჯარა აქვს, განათება მაინც არასაკმარისია. მეტი კომფორტისთვის, ჭერის ერთადერთ განათებასთან ერთად, გამოიყენეთ დამატებითი სანათები.

შესასვლელში აუცილებლად უნდა იყოს სარკე – რაც უფრო დიდი ზომის იქნება, მით უკეთესი. იგი ოთახის ვიზუალს და განათებას ზრდის. რაც მთავარია, მისი მეშვეობით ყოველთვის ფორმაში იქნებით.

განათავსეთ სარკესთან ახლოს დამატებითი განათება. ამის საშუალებით შესასვლელში უფრო ადგილად დაამყარებთ წესრიგს და რომანტიკულ გარემოსაც შექმნით.

ოჯახში, სადაც რამდენიმე ბავშვია, სასურველია ყველა მათგანის საგარეო ტანსაცმლისთვის გამოიყოს განცალკევებული ადგილი. ეს სტიმულირებას ახდებს ბავშვებში, რათა ნივთები თავიანთ ადგილზე განათავსონ და შესასვლელიც წესრიგშია.

დაკიდეთ საათი. ეს შესასვლელში არამხოლოდ მორთულობას წარმოადგენს. ციფერბლატი ახდენს დისციპლინირებას, რათა დრო ტყუილად არ დახარჯოთ.

ფეხსაცმლისა და ტანსაცმლისთვის განკუთვნილი სივრცე კარადაში დაყავით ხის ყუთების მეშვეობით. ეს ძალიან მოსახერხებელია. პირველ რიგში, ნივთები მოწესრიგებულად განლაგდება, მეორე – ფეხსაცმელი ასეთ ყუთში არ მტვრიანდება და მესამეც – შესასვლელი სამაგალითოდ გამოიყურება.

წვიმიანი ამინდის დროს, გამოიყენეთ სპეციალური ჭურჭელი. ეს თავიდან აგარიდებთ ტალახიანი იატაკის ხშირ წმენდას.

არ დაგავიწყდეთ ქოლგისთვის განკუთვნილი სპეციალური სადგამი, რათა შესასვლელის იატაკი გახსნილი ქოლგებით არ დაიფაროს.

მობილური ტელეფონებისა და ინტერნეტის ეპოქაშიც კი, ზოგჯერ საჭიროა სახლში დაუტოვოთ ბავშვებს ინფორმაცია თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ. ამისათვის შესასვლელში განათავსეთ მცირე ზომის დაფა, რომელიც ძალიან მოსახერხებელია.

ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ცვლილებას მხოლოდ და მხოლოდ 4 საათი სჭირდება. თქვენი შემოსასვლელი ბევრად მოსახერხებელი და კომფორტული გახდება, თუკი მისი სწრაფი გარემონტების აუცილებლობა არ დგას.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE