10 დიზაინერული იდეა, რაც ნებისმიერ ბინას დაამშვენებს

0

ბუნებრივია, წლების განმავლობაში შექმნილი ინტერიერის სწრაფად განახლება ძნელია, თუმცა არსებობს მეთოდები, რომლითაც დიზაინერები ბინის გამოცოცხლებას და ახალი კომფორტის შექმნას ახერხებენ. ეს შეიძლება კედელზე სურათის გადაადგილება ან თაროებზე წიგნების განლაგების შეცვლამაც კი გამოიწვიოს. ჩვენ წარმოგიდგენთ მარტივ და ნაცად დიზაინერულ ხერხებს, რომელთა გამოყენება დღესვე შეგიძლიათ.
1. დადგით ყვავილები კუთხეში

ჩვენ მივეჩვიეთ მცენარეების განლაგებას რაფის ქვეშ, მაგრამ ეს საკმაოდ საკამათო იდეაა, რადგან თუკი მცენარე დიდია, ოთახში შუქის შემოსვლას ხელს შეუშლის. ამიტომაც, დადგით ყვავილები ოთახის ცარიელ კუთხეში. უმჯობესია, თუ ეს იქნება უპრეტენზიო ყვავილები, მაგალითად, ფიკუსები. ხოლო თუკი ფენშუის დავუჯერებთ, ბამბუკი აუმჯობესებს ოთახის, განსაკუთრებით კი სამზარეულოს ატმოსფეროს. კარგად შერჩეული დიდი ზომის ქოთანი ასევე შეიძლება იქცეს ინტერიერის მორთულობად.
2. წიგნები დეკორის რანგში

წიგნები არამხოლოდ თვითგანვითარებისთვის გვჭირდება, ზოგჯერ დიზაინერული ამოცანების გადაჭრაშიც გვეხმარება. რამდენიმე წიგნი, რომელზეც დეკორატიულ ფიგურებს ან განათებას დადგამთ, ინტერიერს გამოაცოცხლებს. ასევე, შეგიძლიათ წიგნებით გაახალისოთ ცარიელი თაროები და მოსაწყენი ავეჯი, რომელსაც ფერადი ყდები დაამშვენებს.
3. გადაკიდეთ სურათები

ბევრი მიჩვეულია ნახატის ან ფოტოსურათის დაკიდებას დივანის ან საწოლის თავზე, თუმცა ეს ოთახის უნიკალურობის მაჩვენებელი არ გახლავთ და პირიქით, მოსაწყენიცაა. გადაკიდეთ ჩარჩო ჩვეულებრივზე ოდნავ ქვემოთ და გვერდით: ასიმეტრია მომგებიანი იქნება და ინტერიერს გადაახალისებს.
4. არ შეგეშინდეთ გამჭვირვალე საგნების და ავეჯის

ხშირად, ტრადიციული ინტერიერი მძიმე ავეჯით მოსაწყენად გამოიყურება. მისი განახლება შესაძლებელია გამჭვირვალე ნივთების გამოყენებით. ასეთი კონტრასტი ინტერიერს მალევე გამოაცოცხლებს. არ არის აუცილებელი ახალი ნივთების დაუყოვნებლივ შეძენა, თავდაპირველად მაგიდაზე მოათავსეთ დიდი ვაზა ერთი ყვავილით და გარემო უცებ შეიცვლება.
5. გახსოვდეთ თქვენი საყვარელი ფერი

ბუნებრივია, გაქვთ თქვენი საყვარელი ფერი. რატომ არ უნდა გადააქციოთ თქვენი სახლის მთავარ აქცენტად? ნუ მოერიდებით მის ხშირ გამოყენებას ინტერიერის ახალი საგნებისთვის და კედლების შესაღებად. ასეთ გარემოში ხომ, ბევრად კომფორტულად და თავისუფლად იგრძნობთ თავს. ამასთან, ერთი ფერის დომინირებით თქვენი სახლი უნიკალურ იერს შეიძენს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ მკვეთრი ფერი ბევრად ეფექტურად გამოიყენება თეთრ ან ნათელ ნეიტრალურ ფონზე.
6. დაამატეთ ინტერიერს გულგრილობა

ხშირად გამოიყენეთ ინტერიერში პლედები – ეს ოთახს კომფორტულ და ცოცხალ იერსახეს მიანიჭებს, მით უმეტეს მაშინ, თუკი მოახდენთ ფერების კონტრასტს თქვენს საწოლთან ან დივანთან მიმართებაში. დაივიწყეთ შინაგანი პერფექციონიზმი: დივანზე გულგრილად გადაკიდებული პლედი ინტერიერის ახალი ხიბლი გახდება. მით უფრო, რომ სწორედ ამას დააფასებთ, როცა სამსახურიდან დაღლილი დაბრუნდებით და წამოწოლას გადაწყვეტთ.
7. განალაგეთ წიგნები ცისარტყელის ფერებში

მოახდინეთ თქვენი საშინაო ბიბლიოთეკის ხელახალი ორგანიზება: გადააადგილეთ საყვარელი წიგნები ყდის გარეკანის ფერების მიხედვით. ექსპოზიციის ცვლა შესაძლებელია განწყობის შესაბამისად, ცისარტყელის სპექტრის ან გრადიენტის მიხედვით. ამგვარი გადაადგილება ინტერიერს მაშინვე გამოაცოცხლებს და სივრცეს მოაწესრიგებს. ბუნებრივია, ყველას არ აქვს ფერადყდიანი წიგნები, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია მათთვის ფერადი ქაღალდის გადაკვრა, რითაც ძველ გარეკანს განაახლებთ და თქვენი კარადაც ახალ იერს შეიძენს.
8. შეიძინეთ მკაფიო ფერის ბალიშები

ჩვეულებრივი ინტერიერის განახლების ყველაზე მარტივი მეთოდია ბალიშისპირების შეცვლა ან ახალი ბალიშების ყიდვა. შეარჩიეთ კონტრასტული ფერის ქსოვილები, რითაც ოთახი ნამდვილად გარდაიქმნება. ეს საიდუმლო ეხება ყველა სახის ტექსტილს: ფარდებს, საწოლის ან მაგიდის გადასაფარებლებს.
9. გამოიყენეთ გირლანდები

არაუშავს, თუკი ახალ წლამდე კიდევ ბევრი თვეა დარჩენილი – მოიძიეთ გადანახული საახალწლო გირლანდები და მორთეთ საძინებელი ან მისაღების კარადა. ასეთი მარტივი ხერხით შესაძლებელია ოთახში სადღესასწაულო განწყობის შექმნა, სულ რამდენიმე წუთში. გარდა ამისა, დამატებითი განათება სახლს ახალ ფერებს და სიმკვეთრეს შემატებს.
10. შეინახეთ ველოსიპედი კედელზე

რატომ გავიტანოთ ველოსიპედი აივანზე ან შემოსასვლელში, სადაც ის მხოლოდ ხელს შეგვიშლის? რატომაც არ უნდა შევიტანოთ „რკინის მეგობარი“ მისაღებში და გადავაქციოთ ინტერიერის ცენტრად?! შენახვის ასეთი მეთოდი ხაზს გაუსვამს თქვენს აქტიურ ცხოვრებისეულ პოზიციას. უფრო გამბედავებისთვის, არსებობს ველოსიპედის ჭერზე მიმაგრების იდეაც. ნებისმიერ შემთხვევაში, ინტერიერის ეს მორთულობა გაგახსენებთ თბილ დღეებს და ველოგასეირნებებს მეტად, ვიდრე ფოტოსურათები.

CLOSE
CLOSE