ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ბევრი რამ იცვლება: ჩვენი ცხოვრების წესი, სამყარო და სახლები, რომლებშიც ვცხოვრობთ. ბოლო დროს, უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს ჰაი-ტეკის სტილის სამზარეულოები. ისინი სხვებისგან განსხვავდებიან არა მარტო თავისი მკაცრი და ელეგანტური სახით, არამედ სასარგებლო ფუნქციების დიდი რაოდენობით.
ჰაი-ტეკის ერთ-ერთ დამფუძნებლად ითვლება რიჩარდ როჯერსი. მან პირველმა დაიწყო ტექნოლოგიების გამოყენება ოფისებისა და საგამოფენო ცენტრების ინტერიერში.
ჰაიტეკის სტილის ხაზებსა და დეტალებში ნათლად ჩანს მინიმალიზმი და შესაძლებლობა, გამოვიყენოთ სივრცის მაქსიმუმი. ასეთი პროექტები ყოველთვის დასრულებულად გამოიყურება. ყველა ზედაპირი ცარიელია, რადგანაც აქ დეკორი ზედმეტი იქნებოდა.
ასეთ სამზარეულოში პრაქტიკულად მთელი ტექნიკა ავეჯშია ჩაშენებული. ხოლო თუ მოდულები ღია იქნება, მაშინ აუცილებელია ვიპოვოთ ფერი, რომელიც მოუხდება საერთო სურათს.
ძალიან პოპულარული ხდება ყველა აღჭურვილობის ცენტრალიზებული მართვის პრინციპი – პლანშეტის ან სმარტფონის მეშვეობით. სპეციალური სოფტის და ყველა კომპონენტის შეერთების გზით, Wi-Fi-ის მეშვეობით შესაძლებელია აკონტორლოთ ღუმელის, სარეცხი და ჭურჭლის სარეცხი მანქანის მუშაობა, შეცვალოთ ტემპერატურა და საჭმლის მომზადების დროს შეარჩიოთ მუსიკა.
ჰაიტეკში სტანდარტულ გადაწყვეტილებად ითვლება მონოქრომატული ფერების გამოყენება: შავის, თეთრისა და რუხის. ასეთი გამის შერჩევა არასდროს არ იქნება წარუმატებელი. ყველაზე ეფექტიური- ფოლადის ელფერი იქნება.
ჰაი-ტეკი საკმარისად ცივი სტილია. იმისთვის, რომ ინტერიერი უფრო მყუდრო გახადოთ, შეგიძლიათ დაამატოთ ჭრელი ფერები, როგორებიცაა: წითელი, ლურჯი და ყვითელი. აუცილებელია მათი გამოყენება მხოლოდ აქცენტების სახით – ყველაფერში უნდა იყოს ზღვარი.
ქრომი, ნიკელი, ალუმინი, მინა და პლასტმასი ძირითადი მასალებია, რომლებსაც მაღალტექნოლოგიური სამზარულოს შექმნის დროს იყენებენ. ისინი ყველაზე ჰარმონიულად შეესაბამება საერთო ატმოსფეროს. ტრადიციული ხე ფაქტობრივად არ გამოიყენება.
წერტილოვანი განათება და ცალკე ზონების Led-განათება არის აუცილებელი ატრიბუტი ჰაი-ტეკის სამზარეულოში.
სამზარეულო გარნიტურას გლუვი ზედაპირი აქვს და ის არ უნდა მოიცავდეს ზედმეტ დეტალებსა და შაბლონებს.
როგორც სხვა პოპულარულ სტილებს, ჰაი-ტეკსაც აქვს განშტოებები. ეკო-ტეკი და ბიო-ტეკი „მწვანეების“ ინიციატივით იყო შექმნილი. ეკოლოგიური მასალებისა და მზის ენერგიის გამოყენება – ახალი მიმართულების მთავარი პრინციპებია. საერთო სტილისტიკა კი, იგივე დარჩა.