ჯონი დეპი თავის ფრანგულ, თვალწარმტაც ქონებას ყიდის

0

ჟურნალ WALL STREET-ის ინფორმაციით, თითქმის 15 წელია, რაც ჯონი დეპი ერთ-ერთი ფრანგული სოფლის მფლობელია. ახლა კი, მსახიობი ქონებას ყიდის. მისი ფასი დაახლოებით 26 მილიონი აშშ დოლარია და არა მხოლოდ უძრავ ქონებას, არამედ ისეთ ნივთებსაც მოიცავს, როგორიცაა ავეჯი, წიგნები და სხვ.
თავის დროზე, მსახიობმა 10 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა, რათა აღედგინა მე-19 საუკუნის სტრუქტურა: ნატურალური ქვები, ხის კოჭები და ტერაკოტას სახურავები.
საბოლოო ჯამში, ქონება ოსკარის მფლობელი მსახიობის პერსონალურ სტილს უსვამს ხაზს. ძველი ეკლესია სასტუმრო სახლად არის გადაკეთებული, კარადებით და ღვინის თაროებით.
ქონება 37 აკრზეა გადაშლილი. მოიცავს სოფლის მოედანს, რესტორანს, სამრეცხაოს, ავტოფარეხს, 2 საცურაო აუზს, სპორტულ დარბაზს და სკეიტ პარკს, რომელიც ჯონის შვილისთვის ააშენეს.
5 საძინებელთან, 3 სველ წერტილსა და სხვა ოთახებთან ერთად, სახლი მოიცავს სახელოვნებო სტუდიას, სადაც მსახიობი თავისუფალ დროს ფერწერას უთმობს.
გთავაზობთ ფოტოებს:
gallery-1435175091-bn-iy509-0618de-m-20150616180653
gallery-1435175151-bn-iy510-0618de-m-20150616180653
gallery-1435175282-bn-iy511-0618de-m-20150616180653
gallery-1435175313-bn-iy512-0618de-m-20150616180653
gallery-1435175367-bn-iy514-0618de-m-20150616180709
gallery-1435175396-bn-iy513-0618de-m-20150616180709
landscape-1435174564-johnny-depp-french-town

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE