ჯენიფერ ლოპესის საოცარი აპარტამენტი ნიუ-იორკში

0

უბრალოება და ფუფუნება – ზუსტად ასე შეიძლება დავახასიათოთ ცნობილი მომღერლისა და მსახიობის, ჯენიფერ ლოპესის ნიუ-იორკის აპარტამენტები. პენტჰაუსი 600 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
1
ნათელი და უნაკლო ინტერიერი ბინისთვის შეიმუშავა ცნობილმა ამერიკელმა დიზაინერმა, ჯერემი ბრენტმა. არანაირი ზედმეტი ნივთი, უპირატესად თეთრი ფერი, მუხის იატაკი და იტალიური მარმარილო აბაზანებში.
2
პენტჰაუსი განლაგებულია Whitman Building-ის შენობაში, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს. სახლი აშენებულია 1924 წელს. ჯეი ლოს აპარტამენტები ბოლო 2 სართულს იკავებს. დიდი ვერანდიდან იშლება მშვენიერი ხედი მედისონ-სკვერ-გარდენზე.
3
გეგმა ითვალისწინებს სამზარეულო-კუნძულს, რომელიც დაკავშირებულია მისაღებ ოთახთან. კარგი აღჭურვილობის გარდა, სამზარეულოში დგას 2 ჭურჭლის სარეცხი მანქანა, 2 დიდი მაცივარი და 2 ცალკე მაცივარი ღვინისთვის, სადაც 100 ბოთლი ეტევა.
4
საძინებელი, რომელიც ვერანდაზე გადის.
5
კიდევ ერთი საძინებელი.
6
სახლში არის 6 სველი წერტილი. ზოგი მათგანი პირდაპირ ტერასაზე გადის.
7
კიდევ ერთი აბაზანა.
8
აპარტამენტში 4 ტერასაა, რომელთა ფართობი 278 კვ. მეტრს შეადგენს.
9
ჯეი ლოს პენტჰაუსი აღჭურვილია „ჭკვიანი სახლის“ სისტემით. მომღერალს შეუძლია, დისტანციურად მართოს გათბობა, შუქი და აკუსტიკური სისტემები.
10
ელიტური სახლი, რომელშიც მომღერალის საცხოვრებელი მდებარეობს, ითვალისწინებს რამდენიმე VIP-მომსახურებას. მაგალითად: გასაღების მიღების შემდეგ, მაცხოვრებლებს შეუძლიათ გამოიყენონ კერძო ლიფტი, რომელიც მათ პირდაპირ თავის ბინაში მიიყვანს; ან – ივარჯოშონ სპორტულ დარბაზში, რომელიც შენობაში მდებარეობს. აქ შვეიცარი 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
11
ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესმა პენტჰაუსში 22 მილიონი დოლარი გადაიხადა. ყოველთვიურად, კომუნალური გადასახდების გარდა, მომღერალს 22 ათასი დოლარის ოდენობის ქონების გადასახადის გადახდა უწევს.