ჭაღი მისაღებ ოთახში – შესანიშნავი რჩევები და მაგალითები

0

ოთახში განათების შერჩევა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან ჭაღის არასწორად შერჩეულმა მოდელმა შესაძლოა თითქმის დასრულებული ინტერიერი გააფუჭოს. ეს განსაკუთრებით შეეხება მისაღებ ოთახს, როგორც რთულ და მრავალფუნქციურ სივრცეს. ასე რომ, ვისწავლოთ ჭაღის კარგად შერჩევა…
1
პირველი, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ – მისაღები ოთახის ზომებია. ამის შესაბამისად უნდა შევარჩიოთ ჭაღი.
2
მისაღების ჭაღი უნდა იყოს საშუალო, ან მცირე სიდიდის და განთავსდეს ოთახის შუაგულში, რათა მთელი სივრცე ერთნაირად გაანათოს. რაც უფრო დიდია ოთახი, მეტი ნათურა უნდა გამოვიყენოთ. ამისათვის, შესაძლოა მიმართოთ სინათლის მარეგულირებელ დიმერს.
3
ოთახის სიმაღლის გათვალისწინებით, უნდა შეირჩეს ჭაღის სინათლის სიმაღლეც. სტანდარტული, 3-მეტრიანი ჭერის შემთხვევაში, ჭაღი არ უნდა იყოს იმდენად დაბლა, რომ მისი ნათება თვალს ჭრიდეს. განათების ქვედა წერტილი არ უნდა მდებარეობდეს იატაკიდან 2.5 მეტრზე დაბლა.
4
მაღალჭერიანი სასტუმრო ოთახი (4 მეტრზე მეტი) ბევრად მკვეთრ განათებას საჭიროებს. ვთქვათ – დიდი ჭაღი გრძელ კაბელზე, ან სპეციალური ჭაღი დიდი რაოდენობით ნათურებით.
5
მცირე ზომის და დაბალჭერიან (3 მეტრზე ნაკლები) მისაღებ ოთახებში, ჭაღი ჭერთან ახლოს უნდა განთავსდეს. ჭერში ჩამონტაჟებული განათება, როგორც წესი, მისაღებს არ უხდება, თუკი საქმე არ გვაქვს დიდ, კლასიკურ მოდელებთან.
6
თუკი სასტუმრო ოთახს არასტანდარტული ზომები აქვს, დაფიქრდით ჭაღის განთავსების სხვა ვარიანტებზეც და გამოიყენეთ დამატებითი განათება. თუ ოთახს წაგრძელებული ფორმა აქვს, ორი ჭაღის განთავსება შეგიძლიათ. ჰარმონიისთვის კარგი იქნება, თუ არ შეარჩევთ ძალიან განსხვავებული სტილის, ან ზუსტად ერთნაირ ჭაღებს.
7
ბევრად მრავალფუნქციური, თანამედროვე მისაღები ოთახის შემთხვევაში, გამოიყენეთ განათების რამდენიმე წყარო, მათ შორის განსხვავებული ჭაღები, რომლებიც სტილით ან მასალით იქნება მსგავსი, მაგრამ – განსხვავებული ზომებით, ნათურების რაოდენობით და მავთულის სიგრძით.
8
მაღალჭერიან დიდ მისაღებში შეიძლება შექმნათ ჭაღების მთელი კომპოზიცია, განსხვავებული სიგრძის საკიდებით, რაც გულისხმობს ერთნაირი ჭაღების გამოყენებას. თუკი ელექტროგაყვანილობა არ იძლევა ამის საშუალებას, შესაძლებელია, დამატებითი განათებისთვის დეკორატიული ღია კაბელი გამოიყენოთ.
9
რაც შეეხება ჭაღის სტილსა და გაფორმებას, ინტერიერთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ყველაზე თავისუფალი ვარიანტი ხელოვნებაში რჩება ეკლექტიკა, როცა თანამედროვე მორთულობა შეიძლება დაემატოს აბსოლუტურ კლასიკურ განათებას. გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ კარგად გაფორმებულ ჭაღს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
10
თუ გსურთ, ჭაღი ნათლად და თამამად გამოიყურებოდეს, შეარჩიეთ მკვეთრი მდიდრული, ან ლაკონური მოდელი, რომელიც ინტერიერის ფერებთან კონტრასტში იქნება. თუკი თვლით, რომ განათება მისაღები ოთახის დამატებას წარმოადგენს, შეარჩიეთ რთული ფორმის, მაგრამ ლაკონური მასალის ჭაღი, ან სრულებით უბრალო და ნათელი (უმეტესად, რძისფერ ტონებში).

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE