წესრიგი ბავშვის ოთახში – სათამაშოების შენახვის მეთოდები

0

როგორც კი სახლში ჩნდება პატარა ბავშვი, ძალიან სწრაფად იწყება სათამაშოების რაოდენობის ზრდა. ხშირად, კალათებში, თაროებსა და კარადაში ადგილი აღარაა საკმარისი… როგორ მოაწესრიგოთ სათამაშოების ქაოსი? – საბავშვო ოთახის სივრცის ორგანიზებაში დაგეხმარებათ ჩვენი რჩევები.
1. ყველაზე მარტივი გამოსავალი – კარადა, ან კომოდი
1
მარტივია, შეიძინოთ კარადა ან კომოდი, რომელიც მხოლოდ სათამაშოებისთვის იქნება განკუთვნილი. ხოლო კომფორტისთვის, ასევე, შეგიძლიათ, გაითვალისწინოთ სპეციალური გამოსაწევი ყუთები.
2. დახარისხება აუცილებელია
2
ამ საქმეში არ გაწყენთ ყველანაირი ზომისა და სახის ყუთები და კალათები. უბრალოდ, დააწერეთ, თუ რა ინახება თითოეულ მათგანში, მაგალითად: თოჯინები, წიგნები და ა.შ., და აღარ გაგიჭირდებათ საჭირო ნივთის პოვნა.
3. გამოიყენეთ კედლები და კარები
3
რაც უფრო მეტ ზედაპირს გამოიყენებთ, უფრო მარტივად დაალაგებთ ოთახს. გამოგადგებათ ისეთი უჩვეულო ზედაპირები, როგორებიცაა კარი, ან კედელი. მაგალითად: კარზე შეგიძლიათ ჩამოკიდოთ რამდენიმეჯიბიანი ორგანაიზერი, სადაც განათავსებთ სათამაშოებს, ან საკანცელარო საგნებს.
4. თაროები მნიშვნელოვანი წვრილმანებისთვის
4
არ გამოტოვოთ ყველაზე პატარა თაროც კი. მასზე შეგიძლიათ დააწყოთ “kinder surprise”-ის სათამაშოები, თოჯინის ავეჯი, ან მოაწყოთ მანქანების გამოფენა. ასეთი თარო არ იქნება ფუნქციური, თუმცა იქცევა ოთახის დეკორატიულ ელემენტად.
5. პირველ რიგში – წესრიგი
5
იმისათვის, რომ საბავშვო ოთახი კარგად გამოიყურებოდეს, არ დადგათ ყუთები სათამაშოებით მთელ ოთახში – თუმცა ამავდროულად მათი გამოყენება მარტივი უნდა იყოს. საუკეთესო გამოსავალია-კონტეინერები, რომლებსაც განათავსეთ ბავშვის საწოლის ქვეშ, საიდანაც მათი გამოწევა მარტივია.
6. სათამაშოები უნდა იყოს ხელმისაწვდომი
6
შესანახი ადგილების ორგანიზების დროს, გაითვალისწინეთ, რომ სათამაშოებს გამოიყენებს ბავშვი. აქედან გამომდინარე, ისინი უნდა იყოს უსაფრთხო და კომფორტული.
7. შემოქმედებითი მიდგომა სათამაშოების მოწყობასთან
7
სათამაშოების მოწყობას მიუდექით შემოქმედებითად. არაა აუცილებელი, შესანახად გამოიყენოთ მხოლოდ ტრადიციული ყუთები. უპოვეთ გამოყენება ლითონის ძველ სათლებს, რომლებიც ძალიან მოსახერხებელია სათამაშოების განთავსებისთვის.
8. ძველი ახალი სათამაშოები
8
არ შეაკავოთ ბავშვის ფანტაზია. თვითონ თქვას, თუ რომელი ფერის სათლში შეინახავს თავის მანქანებს, კუბიკებს, ან ფორმებს ქვიშაში სათამაშოდ. შესანახი საშუალებების ნაწილის დამალვა რაღაც დროით შეგიძლიათ და ბავშვი მათ აღიქვამს, როგორც ახლებს.
9. საკუთარი ხელით გაკეთებული ჩანთები
9
ჩანთების შეკერვა საკმაოდ მარტივია. გარდა ფუნქციონალური დატვირთვისა, დეკორატიული ელემენტის როლსაც შეითავსებენ. სახელურის მეშვეობით კი, ძალიან მარტივია მათი გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე.
10. ყველა შესანახი სისტემა საქმეში
10
თქვენ გამოგადგებათ ნებისმიერი შესანახი სისტემა – ჩვეულებრივი შუშის ქილებიც კი. ნუ ჩქარობთ “ზედმეტი” სათამაშოების გადაგდებას. შესაძლოა, ბავშვი უბრალოდ ვერ ხედავს მათ, არასწორი განთავსების გამო. გისურვებთ წარმატებას ამ არცთუ ისე მარტივ, მაგრამ სასარგებლო საქმეში!

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE