კრიშტიანუ რონალდუს ფუტურისტული სახლი ესპანეთში

0

გაინტერესებთ, თუ სად ცხოვრობს ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე „ძვირადღირებული“ ფეხბურთელი – კრიშტიანუ რონალდუ? დღეს ჩვენ გაჩვენებთ მისი არაჩვეულებრივი სახლებიდან ერთ-ერთს, რომელიც მდებარეობს მადრიდში. სახლისთვის დიზაინი შეიმუშავა არქიტექტორულმა სტუდიამ „A-cero”. პროექტის ავტორი კი, ცნობილი არქიტექტორი ხოაკინ ტორესია.

შენობის უნიკალური ფუტურისტული არქიტექტორული ჩანაფიქრი მას განსაკუთრებულს ხდის. ფასადების სილუეტები ერთმანეთს არ ჰგვანან. ისეთი გრძნობაა, თითქოს სახლი იცვლება, როდესაც მის პერიმეტრზე გადაადგილდებით.


სახლის შიდა სივრცე კარგად სტრუქტურირებულია. ცენტრალურ შემოსასვლელს პირდაპირ მეორე სართული მოჰყვება, ხოლო შემდეგ მდიდრული გალარეა-ჰოლია, რომელიც დეკორირებულია თანამედროვე ხელოვნების საგნებით. ამ სართულზე მთავარ და ყველაზე დიდ ოთახს – მისაღები ოთახი წარმოადგენს, რომელიც უამრავი სტუმრის მიღებაზეა გათვლილი. მეორე სართულზე ასევეა საძინებელი, აბაზანა, გარდერობის ოთახი, სპორტული დარბაზი და აუზი.

ყველა დანარჩენი ოთახი, მათ შორის რონალდუს პატარა ვაჟის ოთახიც, პირველ სართულზე მდებარეობს. საძინებელი ოთახებისა და სველი წერილების გარდა, აქ ასევე არის პატარა ბაღი, სამეცნიერო კუთხე და ბიბლიოთეკა.

ყველა ოთახის ინტერიერი შესრულებულია ულტრათანამედროვე სტილში, არტ-დეკორის ელემენტებით. თუმცა, ორიგინალური დეკორის მეშვეობით, რომლის უმეტეს ნაწილს თანამედროვე მხატვრების ნახატები იკავებენ, სახლმა შეიძინა ესპანური დიზაინისთვის დამახასიათებელი ექსპრესიული განწყობა.

დიზაინერული ხრიკები, რომლებიც კრიშტიანუ რონალდუს სახლში შეინიშნება:

  1. ყურადღება მიაქციეთ მისაღები ოთახის ზონირების საინტერესო მეთოდს – სასტუმრო ზონა, დანარჩენი ოთახისგან სარკისებური ტიხრებითაა გამოყოფილი. ისინი დიდ ჟალუზებს გვახსენებს. ამრეკლავი ზედაპირის წყალობით, თითქოსდა, შეუმჩნევლად ყოფენ სივრცეს ზონებად.
  2. ცალკე ყურადღებას ავეჯი იმსახურებს. მაგიდები და დივნები მრავალფუნქციურია. თითოეული საგნის კონსტრუქცია, თავისი დანიშნულების გარდა, ასევე ნივთების შენახვის შესაძლებლობას იძლევა.
  3. რთულია, არ შევამჩნიოთ, თუ რა ყურადღებაა მიქცეული ჰოლის დეკორისთვის. ის წარმოადგენს მთელი ინტერიერის სავიზიტო ბარათს. ასეთი მიდგომა ჩვეულებრივი ბინების დიზაინისთვისსაც გამოდგება. გახსოვდეთ: პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის ყველაზე ძლიერია.
  4. ფერების მრავალფეროვნება რონალდუს სახლში ნახატებითაა გამოწვეული. ამ შემთხვევაში, აბსტრაქტული ტილოების არჩევა დეკორატიულად გამართლებულია. ისინი ყურადღებას არა სიუჟეტით, არამედ სისუფთავითა და ფერების კონტრასტული კომბინაციით იქცევენ.
  5. სახლის დიდი ფართობის მიუხედავად, ზოგ ოთახში არც ისე მაღალი ჭერია, მაგალითად – პატარა მისაღებ ოთახში. თუმცა ამის შემჩნევა არცთუ ისე ადვილია, სპეციალურად შერჩეული დაბალი ავეჯის გამო.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE