ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი კაბინეტის განხორციელებული პროექტები

0

თეო ჯინჯიხაძე 10 წელია გრაფიკული დიზაინის სფეროში მოღვაწეობს. რამდენიმე კომპანიასთან და დიზაინერთან ერთად არაერთი პროექტის ავტორია. ამ ეტაპზე ინდივიდუალური შეკვეთებით არის დაკავებული და საკუთარი კომპანიის შექმნას გეგმავს. გთავაზობთ თეო ჯინჯიხაძის მიერ შექმნილ კაბინეტის 3D პროექტებს, რომლებიც უკვე განხორციელებულია:
კაბინეტი წყნეთში
ეს არის 11 კვადრატული მეტრის მქონე ოთახი, რომელშიც განლაგებულია: წიგნის თაროები, საწერი მაგიდა, დივანი, ჟურნალების მაგიდა და ტელევიზორი. გამოყენებულია მეტალი, ტყავი, შეღებილი მდფ., ავეჯის უჯრები და დახურული თაროები ტყავითა და მეტალით არის გაფორმებული. ავეჯი, ისევე როგორც კარი , გადაწყვეტილია მუქ ნაცრისფერ/ შავ ფერში. კაბინეტის ½ ნაწილი დაკავებული აქვს საწერ მაგიდასა თაროებს, ხოლო მეორე ნახევარი, სარკმლის მხარე, დივანსა და ტელევიზორს. ტელევიზორი ქვის მასალით მოპირკეთებულ კედელზეა განთავსებული. ეს არის ბუნებრივი ქვის მასალა – ტრავერტინა. იატაკზე 12მმ.-იანი ლამინატია დაგებული.
ჭერი და დივანის უკანა კედლის ნაწილი გიბსო კარდონით არის გამოყვანილი. ცენტრში ჩასმულია სურათი ნიუ-იორკის პანორამით. ჭერის გიბსო კარდონში ჩასმულია სამი ჰალოგენი: ინდივიდუალურად საწერი მაგიდისთვის და ჭაღი, საერთო განათებისთვის. კედლის ძირითადი ფერი მუქი, პასტელისფერი შინდისფერია. გამოყენებულია კაპაროლის ფირმის საღებავი.
10155920_512552198857067_2557217518185835891_n
10251961_512552295523724_6128232305606919612_n
10253909_512552242190396_6632801463189381087_n
10307214_512552168857070_5535728336751421585_n
კაბინეტი ჯიქიაზე
შემდეგი კაბინეტისთვის 10 კვადრატული მეტრია გამოყოგილი, რომელშიც სტენდი ღია და დახურული თაროებით, საწერი მაგიდა, დივანი და ჟურნალების მაგიდაა განთავსებული. ავეჯის მასალად გამოყენებულია მეტალი, ტყავი და შეღებილი მდფ. ავეჯის უჯრები და დახურული თაროები ტყავითა და მეტალით არის გაფორმებული. ავეჯი, ისევე როგორც კარჰი, მუქ ნაცრისფერ/შავ ფერშია გადაწყვეტილი. კაბინეტის ძირითადი ნაწილი ½ დივანსა და თაროების სტენდს უჭირავს, დანარჩენ ნაწილში , სარკმლის მხარეს სამუშაო მაგიდაა განთავსებული. იატაკზე დაგებულია ლამინატი.
ჭერი და კედელი გამოყვანილია გიბსო კარდონის ფიგურით, რომელიც ოთახის სივრცეში ერთიან , დასრულებულ ფორმას ქმნის. კედლის ცენტრში, დივანის უკანა მხარეს ჩასმულია სურათი, რომელიც ფარული სანათით არის განათებული. ჭერის გიბსო კარდონში ჩასმული ჰალოგენები ფიგურის მოხაზულობას იმეორებენ. ოთახის ცენტრალურ ნაწილში, საერთო განათებისთვის გათვალისწინებულია ჭაღი. კედლის ძირითადი ფერი მუქი, პასტელისფერი ლურჯია. გამოყენებულია კაპაროლის ფირმის საღებავი.
1002696_512550288857258_3299061461991979341_n
1507158_512550355523918_3594657330480559585_n
1978629_512550378857249_3094068423533351293_n
10152024_512550318857255_3912925281672661118_n
10177942_512550398857247_2353129635827423500_n
კაბინეტი სანზონაში
კაბინეტში, რომელსაც 10 კვადრატული მეტრი ეთმობა, განთავსებულია წიგნების კარადა, საწერი მაგიდა, დივანი და კედლის თაროები სამუშაო მაგიდის თავზე .
ავეჯის მასალად გამოყენებულია შავად და ღია კრემისფერად შეღებილი მდფ. კაბინეტის ძირითადი ნაწილი, ½ დივანს და თაროების სტენდს უკავია, დანარჩენ ნაწილში , სარკმლის მხარეს სამუშაო მაგიდაა განთავსებული. ჭერი გამოყვანილია გიბსო კარდონის ფიგურით, რომელსაც ირგვლივ ფარული განათება დაჰყვება. ძირითადი განათებისთვის კი ჰალოგენებია გამოყენებული. სამუშაო მაგიდისთვის კედელზე კედრის მოძრავი ბრაა განთავსებული. იატაკს მუქი ფერის პარკეტი ფარავს, ხოლო კედლებს კაპაროლის ფირმის საღებავი. რაც შეეხება კედლის ფერს, პასტელისფერი ლურჯისა და იასამნისფერის გარდამავალი ტონალობაა წარმოდგენილი.  შესასვლელი კარის ცენტრალურ ნაწილში, სამ ზოლად ჩასმულია დაბურული შუშა.
10151211_512550182190602_3491972397717655046_n
10155477_512550258857261_6644748555185973082_n
10167959_512550228857264_8931822975159035873_n
10178025_512550245523929_5376017703577791968_n
დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ თეო ჯინჯიხაძის Facebook გვერდს:
https://www.facebook.com/teo.jinjikhadze.Design/

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE