ქალაქი სადაც, ყველა დასაქმებულია, შემოსავალი თვეში 1200 ევროს შეადგენს და სახლის აშენება უფასოდ შეგიძლიათ

0

მარინალედა – ქალაქი ესპანეთის სამხრეთით ანდალუზიას მხარეში, განსაკუთრებულია სოციალ-ეკონომიკური მოწყობის თვალსაზრისით. საქმე იმაშია, რომ ქალაქში მცხოვრებ 2759-ვე ადამიანს 1200 ევრო აქვს შემოსავალი.
a-city-where-everyone-works-there-is-no-police-and-the-salary-is-1200-euros01
ამ ქალაქში არ არის პოლიცია და ყველა მოსახლე საერთო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში მუშაობს. ყველაფერი 2008 წელს დაიწყო, ფინანსური კრიზისის დროს ქალაქმა, მერად, ხუან მანუელ სანჩეს გორდილიო ზედმეტ სახელად „ესპანელ რობინჰუდს” აირჩია. გორდოლიოს სუპერმარკეტებიდან უფასოდ გამოჰქონდა კვების პროდუქტები და მოსახლეობას ურიგებდა. თავად ამას შემდეგნაირად ხსნიდა: „ბევრ ოჯახს მაღაზიაში შესვლა არ შეუძლია, XXI-ე საუკუნეში ეს სირცხვილია. საჭმელი არ არის ის პროდუქტი, რითაც ჯიბეები უნდა გაისქელონ სპეკულანტებმა!” მარინალედაში საჭმელი და პირველადი მოხმარების საგნები არავის აკლია. გორდილიომ გამოაცხადა ვისაც საკუთარი სახლი უნდა, შეუძლია ეს უფასოდ გააკეთოს. ოღონდ საერთო ფარი არ უნდა აღემატებოდეს 192 კვ.მ-ს, ხოლო მასალას და მუშახელს მუნიციპალიტეტი აძლევდა. ოჯახი იღებდა ერთადერთ ვალდებულებას – სიცოცხლის ბოლომდე ყოველ თვე იხდიდა 15 ევროს და სახლის გაყიდვაც არ შეეძლო.
a-city-where-everyone-works-there-is-no-police-and-the-salary-is-1200-euros03

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE