ქალაქი იაპონიაში, რომელიც გაგაოცებთ – თუ რატომ ამ სტატიის საშუალებით გაიგებთ

0

იაპონიაში მსოფლიოს ყველაზე ეკოლოგიური ქალაქი მოაწყვეს, სადაც ყველა სახლში მზის ენერგიით სარგებლობენ, წყლის მოხმარება 30%-ით შემცირებულია, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტის ნაცვლად, ელექტრომობილებსა და ველოსიპედებს იყენებენ.
2
ცოტა ხნის წინ, „ჭკვიანი“ ქალაქის, ფუჯისავას გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. Fujisawa SST Square არქიტექტურული კომპლექსია, რომელიც ქალაქის ცენტრალურ მოედანზეა განთავსებული. აქედან ხორციელდება ინფრასტრუქტურული ობიექტების მართვა. ფუჯისავას უკვე ჰყავს პირველი მაცხოვრებლები. მთლიანობაში, ქალაქი 3 000 მოსახლეზეა გათვლილი. ფუჯისავაში დაგეგმილი სამუშაოები 2018 წელს დასრულდება.
3
ელექტროენერგიის 30%-ზე მეტს ახალი ქალაქი განახლებადი ალტერნატიული წყაროებიდან მიიღებს, პირველ რიგში – მზის ბატარეების მეშვეობით, რაც 70%-ით ამცირებს ნახშირბადის კვალს. მიწისძვრისა და ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში, ქალაქი სრულად შეძლებს საკუთარი მოსახლეობის ელექტრომომარაგებას, მათ შორის – თბილი წყლით უზრუნველყოფას 3 დღე-ღამის განმავლობაში. ფუჯისავაში ყველა მოწყობილობა ეკონომიურად ხარჯვის აუცილებელი წინაპირობით გამოიყენება.
ქალაქში არ არის ბენზინგასამართი სადგურები, სამაგიეროდ განვითარებულია ელექტრომანქანების შეკეთების ქსელი. იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საკუთარი ტრანსპორტი არ ჰყავთ, შეუძლიათ ელექტრომობილების, ელექტროსკუტერების, ველოსიპედების და გადაადგილების სხვა ეკოლოგიურ საშუალებათა ქირაობა. მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა ხორციელდება საზოგადოებრივ ადგილებში ვიდეოდაკვირვებების და სენსორული სისტემების მეშვეობით, რომლებიც, მაგალითად, ქუჩის განათებას უზრუნველყოფენ მხოლოდ მაშინ, როცა იქ ადამიანები გადაადგილდებიან. ეს ასევე იძლევა ელექტროენერგიის ეფექტურად გამოყენების საშუალებას.
4
პროექტის მთლიანი ღირებულება 500 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა დიდი ბიუჯეტის მიუხედავად, ეს ინოვაციურ-ეკოლოგიური ქალაქი მხოლოდ დასაწყისია, რადგან კომპანია მიზნად ისახავს მასობრივ გავრცელებას ფუჯისავას მოდელისა, რაც გულისხმობს ქალაქის ავტონომიურ და მყარ განვითარებას 100-წლიან პერიოდში.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE