ფრანკო ძეფირელის ლეგენდარული ვილა პოზიტანოში

0

კინორეჟოსორ ფრანკო ძეფირელის დიდებულ ვილაში, პოზიტანოში, XX საუკუნის, თითქმის, ყველა ვარსკვლავი ყოფილა სტუმრად. ახლა ამის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს – გაიხსნა სასტუმრო Villa Tre Ville.
1
ძეფირელიმ პოზიტანო აღმოაჩინა ვინმე მიხაილ სემიონოვის მეშვეობით და ზღვასთან მდებარე მთელი ფერდობი შეისყიდა.
2
3
საერთო ჯამში, 3 ვილა იყო – ცისფერი, ვარდისფერი და თეთრი. პირველი-ორი გაფორმებული იყო XVIII საუკუნის ნეაპოლიტანურ სტილში. ისინი ძიფერელიმ, ფაქტობრივად, ხელუხლებელი დატოვა.
4
თეთრი ვილა იყო ყველაზე დიდი, სამი გუმბათით, უზარმაზარი სივრცით, სარკეებითა და მარმარილოთი, ირგვლივ – ტერასებით, ვერანდებითა და ბაღებით. ერთი სიტყვით – სამოთხე.
5
6
7
2007 წელს, ძიფერელიმ გაყიდა ვილები – ასაკში ურთულდებოდა უამრავ კიბეზე ასვლა. აპარტამენტები შეიძინა ბიზნესმენმა ჯოვანი რუსომ.
8
არქიტექტორ ფოსტა ჯეანტისა და დიზაინერ რენცო მონჯარდინოს დახმარებით, მან ძიფერელის 3 ვილა აქცია სასტუმროდ, სახელწოდებით – Villa Tre Ville. ინტერიერში, ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო, დატოვეს ძიფერელის სტილი, ან ცდილობდნენ მის განმეორებას. ყველა ნომერს ვარსკვლავი-სტუმრების სახელები, ან ოპერებისა და ფილმების სახელწოდებები ჰქვია (მაგალითად, ლუქსი “ტოსკა”).
910

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE