ტესტი – როგორი დიზაინი შეგეფერებათ?!

0

bdf675f5e9dfd56291f4e19fa9b4

გაარკვიეთ, რომელის თქვენთვის შესაფერისი სტილი და მისი პრაქტიკული გამოყენება, კითხვებზე პასუხები გაეცით თქვენი გემოვნებისა და ხასიათის გათვალისწინებით. რამდენიმე კითხვის საშუალებით თქვენ გაიგებთ თუ რაზე ღირს ყურადღების გამახვილება, რომ ინტერიერი თქვენთვის მყუდრო და კომფორტული გახდეს.

კითხვა 1

დასვენების რომელ ტიპს ანიჭებთ უპირატესობას?

  1. ექსკურსიები, გამოფენები, მუზეუმები
  2. პიკნიკი მეგობრებთან ერთად
  3. ლაშქრობა მთაში
  4. მედიტაცია, იოგა ან სპორტული აქტივობა
  5. ჩაის საღამო სახლში
  6. პლიაჟი

კითხვა 2

სად იცხოვრებდით?

  1. დიდ კერძო სახლში, ქალაქგარეთ
  2. პატარა ბინა ქალაქის ცენტრში
  3. სახლი ტბის პირას
  4. მთაში
  5. უბრალო ცხოვრება – სოფელში
  6. მოგზაურობაში, ერთი ადგილიდან მეორეში

კითხვა 3

რომელ ავტომობილს აირჩევდით?

  1. ვგიჟდები პორშეზე
  2. უპირატესობას ვანიჭებ ველოსიპედს
  3. ბიზნეს კლასის ავტომობილი
  4. მოტო-სკუტერი
  5. ქალაქის პატარა მანქანა
  6. კომფორტული ჰეჩბეკი

კითხვა 4

როგორ სამზარეულოს ანიჭებთ უპირატესობას?

  1. იტალიური
  2. მოლეკულური სამზარეულო
  3. იაპონური
  4. ამერიკული
  5. ფრანგული
  6. ზღვის

კითხვა 5

ყველაზე ხშირად რომელ სასმელს ანიჭებთ უპირატესობას?

  1. წითელი ღვინო
  2. ახლად დაწურული წვენი
  3. მწვანე ჩაი
  4. ვისკი
  5. ვაშლის კომპოტი
  6. ვანილის კოქტეილი

კითხვა 6

იდეალური ყავა ეს არის..?

  1. ესპრესო
  2. პატარა ლატე
  3. ლატე
  4. ამერიკანო
  5. კაპუჩინო
  6. მოკაჩინო

კითხვა 7

ყველაზე მეტად რომელი ქალი მსახიობი მოგწონთ?

  1. სოფი ლორენი
  2. სკარლეტ იოჰანსონი
  3. კირა ნაიტლი
  4. ანჯელინა ჯოლი
  5. ვანესა პარადი
  6. მილა იოვოვიჩი

კითხვა 8 

ყველაზე მეტად რომელი კაცი მსახიობი მოგწონთ?

  1. ჯორჯ კლუნი
  2. ბენედიქტ კამბერბეჩი
  3. ტიმ როთი
  4. ბრედ პიტი
  5. ჯუდ ლოუ
  6. ჯონი დეპი

კითხვა 9

თქვენი საყვარელი ფილმი?

  1. ქარწაღებულნი
  2. არაჩვეულებრივი აფიორა
  3. მებრძოლთა კლუბი
  4. ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა
  5. ტაქსი
  6. დამიჭირე თუ შეძლებ

ტესტის შედეგები:

პასუხების უმეტესობა – 1

თქვენი იდეალური სტილი – უბერებელი კლასიკა. თქვენ აფასებთ კომფორტს, სტაბილურობას და სიმყუდროვეს თქვენს სახლში. თქვენი სახლის ინტერიერი უნდა იყოს ელეგანტური და ლამაზი, არისტოკრატული ატმოსფეროთი. განსაკუთრებით გაამახვილეთ ყურადღება მისაღების დეკორაციასა და სასადილო ოთახზე.

5b4ce3fde46f083739578a43a773

 

პასუხების უმეტესობა – 2

თქვენი სტილი არის აქტუალური და მარტივი სკანდინავიური დიზაინი. სახლის მოწყობისას ყველაზე დიდ ყურდღებას ნივთების ფუნქციასა და სიმარტივეს ანიჭებთ უპირატესობას. ლამაზი და ნატურალური ტექსტურა და ხელნაკეთი ნივთები არის ის, რაც ყველაზე ძალიან მოგწონთ. განსაკუთრებით მოგწონთ ღია სივრცე და უპირატესობას ანიჭებთ სტუდიოს ტიპის სახლებს.

d53ad85476dd181d52137aff4c36

პასუხების უმეტესობა – 3

მინიმალიზმი – ეს არის ის, რაც გჭირდებათ ! თქვენ გიყვართ სისუფთავე და წესრიგი, როგორც დეტალებში, ასევე მთლიან ინტერიერში. თქვენი საცხოვრებელი უნდა იყოს მრავალფუნქციური და კომფორტული. ყოველთვის ცდილობთ შექმნათ მშვიდი გარემო და ამიტომ უარს ამბობთ დიდი რაოდენობის დეკორაციებსა და აქსესუარებზე. მეტი ყურადღება დაუთმეთ სააბაზანოსა და საძინებლის დაპროექტებას.

12594c5ad907f343bbfd8c675455

პასუხების უმეტესობა – 4

თქვენთვის იდეალურია სხვენი – აფასებთ ნივთების სილამაზესა და ესთეთიკურობას, ასევე გიყვართ ღია სივრცე და თავისუფლება. თქვენ ხელოვანი ადამიანი ბრძანდებით და ამიტომ არ ერიდებით განსხვავებულსა და არასტანდარტულ დიზაინს. მეტი ყურადღება დაუთმეთ სასტუმრო ოთახს, რადგან პირველი შთაბეჭდილებაც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია

14c87e678b0cf61603f12a3b8355

პასუხების უმეტესობა 5

რომანტიკული გარემო თქვენი ინტერიერისათვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. არაჩვეულებრივად ერგება მეოცნებე და მგრძნობიარე ნატურას და ასევე ადამიანებს, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ უბრალო ცხოვრებას სოფელში. თქვენთვის მნიშვნელოვანია ატმოსფერო, არ გიყვართ ზედმეტად მოკაშკაშე და მდიდრული ნივთები. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ სამზარეულოს.

b385349349e708bea71923d5778f

პასუხების უმეტესობა 6

ეკლექტიკურობა საუკეთესო არჩევანი იქნება თქვენი სახლის ინტერიერისათვის, რადგან თქვენ თანამედროვე და მოდურ ტენდენციებს ანიჭებთ უპირატესობას, ასევე ტოვებთ სივრცეს ექსპერიმენტებისათვის. გიყვართ ორიგინალური და ნათელი აქცენტები, მოგწონთ არასტანდარტული დიზაინი და გადაწყვეტილებები.

8aa7a419f397987acfaf00be9116

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE