სტუმრად დეკორატორ ჟან-ლუი დენიოსთან

0

ერთ-ერთი საუკუთესო ფრანგი დეკორატორი, ჟან-ლუი დენიო ამბობს, რომ არ უყვარს მუშაობა თანამემამულეებთან. ისინი ხარბები და პრეტენზიულები არიან, და მუდამ ცდილობენ ჩარევას შემოქმედებით პროცესში. სულ სხვა საქმეა, როდესაც შემკვეთი თვითონ დეკორატორია. დენიო აღნიშნავს, რომ დიდი ხანია, არ უმუშავია ისეთი სიამოვნებით, როგორითაც მუშაობდა საკუთარ პარიზულ ბინაზე.
12
ისიც აღსანიშნავია, რომ შემკვეთების პროექტები მისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იყო და ამიტომ საკუთარი ბინის რემონტს 2 წელზე მეტი მოანდომა.
3
პროექტის საკვანძო სიტყვები გახდა “სინათლე, რიტმი და შეთანხმებულობა”. მთელი სივრცის გეგმის შეცვლის შედეგად, ფანჯრები ყველა ოთახშია. რბილი ფერების გამა და ასევე, პრიალა და გლუვი ზედაპირების კომბინაცია ავსებს ბინას სინათლით.
4
რიტმზე პასუხისმგებელია ერთი შეხედვით შეუმჩნეველი დეტალები. მისაღებში კედლების ტალღისებური გადასვლა “იმსხვრევა” გეომეტრიული ბუხრითა და თაროების რიგით:
56
7
ოთახების ინტერიერის თითოეული დეტალი მილიმეტრებამდეა გათვლილი.
8
სხვადასხვა სივრცის შეთანხმებულობა, ჰარმონია – არის ის, რაც დენიოს ინტერიერში მუდმივადაა. ამავდროულად, ის არასდროს იმეორებს მეთოდებს. ქსოვილი, ხე, შპალერი, ხაზები, წრეები, გეომეტრიული ორნამენტი – დეკორაციული ელემენტების სიჭარბის მიუხედავად, ინტერიერს აქვს დეტალი, რომელიც ინარჩუნებს მის მთლიანობას.
9
10
მიუხედავად იმისა, რომ ეს ბინა დეკორატორის დანარჩენ პროექტებზე უფრო პატარაა, ნამუშევარი მაინც საუკეთესოა.
11
12

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE