‘სტუდია სტიპფოლდის’ მიერ შესრულებული 120 კვ.მ–იანი საცხოვრებელი სახლის ინტერიერი თბილისში.

0

ელემენტები,  რომლებზეც სივრცითი გადაწყვეტის დიზაინია აგებული, სახლში შესვლისთანავე იშლება თვალწინ.

მთავარ ოთახზე ხედი მხოლოდ ჰოლის დახრილი კედლების გავლით. დიზაინი ვიზიტორისგან მიზანმიმართულად მოითხოვს დროს ინტერიერის კომფორტულობისა და მოხერხებულობის გათავისებისთვის.

სახლში გადაადგილებისას ნათელი ხდება, რომ დახრილი კედლები მიმართულებას იძლევა ვიწრო სივრცეებიდან განიერში და პირიქით. ეს დახრილობა სივრცეს ერთდროულად ამკაცრებს და ამყუდროებს გარემოს.

დიაგონალური კედლები საძინებელ ოთახშიც გვხვდება, მაგრამ აქ ისინი სამუშაო არის გამოკვეთას ემსახურება. აბაზანაში კი დახრილობა მისაყრდნობად და სარელაქსაციოდ მოიაზრება.

   არქიტექტურა: სტიპფოლდი
  ინტერიერის დიზაინი: ბექა ფხაკაძე
  ქოფირაითერი: მიკა მოწყობილი
  მდებარეობა: თბილისი / საქართველო
  ტიპი: საცხოვრებლის  ინტერიერი
  ფართობი: 120 კვ.მ
  წელი: 2015
  სტატუსი: მიმდინარე
www.facebook.com/Stipfold

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE