სელინ დიონის ძვირადღირებული სახლი იუპიტერზე

0

ცნობილი კანადელი მომღერლის საოცარი სახლი მდებარეობს კუნძულ იუპიტერზე, ფლორიდაში. ის წარმოადგენს კლასიკური არქიტექტურის ნიმუშს, რომლის დახვეწილი და თეთრი ელემენტები განსაკუთრებით მიმზიდველად გამოიყურება წყლის ფონზე.
1
ინტერიერი შესრულებულია ფერის დახვეწილ გამაში, სადაც უმეტესად თეთრი, რუხი და ყავისფერი ჭარბობს. საინტერესო შიდა გეგმამ საშუალება მისცა არქიტექტორებს, შეექმნათ ერთობლივი სივრცე მისაღების, სასადილოსა და სამზაულოსთვის, მაგრამ, ამავდროულად, გამოეტენათ სამზარეულოს ტექნიკური ზონა ცალკე ოთახად.
2
ეს შესაძლებელი გახდა სამზარეულოსა და მისაღებ შორის არსებული ფანჯრის მეშვეობით.
3
სამზარეულოდან შესაძლებელია პატარა მყუდრო მისაღებში გადასვლა, სადაც მოთავსებულია დივნები, ჟურნალის მაგიდა, სახლის კონო-თეატრი და პიანინო. ქვის ფერში და შამპანიურის ნათელ ელფერებში, სივრცე ძალიან დელიკატურად და დახვეწილად გამოიყურება.
4
დღის ძირითადი ზონისგან განსხვავებით, სელინ დიონის საძინებელი „აშენებულია“ თამამ კონტრასტზე. შავი ფერის დიდი ოდენობა არ ამუქებს ოთახს, არამედ – უფრო დახვეწილს ხდის. სარკე, სარკის ტუმბოები, ფარდები – ინტერიერის ყველა ელემენტი კარგადაა შერჩეული.
5
შესანიშნავ ხედს ფანჯრებიდან უზრუნველყოფს დიდი ვიტრინები, იატაკიდან – ჭერამდე. ხოლო ჭერში ჩამონტაჟებული ტელევიზორი კიდევ ერთი აღმოჩენაა ასეთი სახის სახლის დაგეგმვის დროს.
6
სააბაზანო ოთახი საძინებელის დიზაინერული გაგრძელებაა, თუმცა – უფრო მშვიდი. ფანჯარასთან მდებარე აბაზანა, ლაკონური საშხაპე და ნათელი ფერები ოთახს თავისუფალსა და მყუდროს ხდის.
7
ფართო საგარდერობო საძინებელთან, უფრო სწორად, რამდენიმე ოთახი – ნებისმიერი გოგოს ოცნების განსახიერებაა. სარკისებური, ლითონის და შუშის ავეჯი საძინებლის დიზაინერული გაგრძელებაა.
8ძირითადი სახლის გარდა, სელინ დიონის საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს უამრავ დამატებით შენობას, რომლებიც აუზის ირგვლივაა მოწყობილი. აქ არის დასვენების ზონა, სტუმრების სახლი, მასაჟის კაბინეტი, აკვაპარკი, ტენისის დახურული კორტი და მინი-მინდორი გოლფისთვის.
9
რა თქმა უნდა, მთავარი ვარსკვლავი აუზია. ის საკმაოდ დიდი ზომისაა და მომგებიანად გამოიყურება თეთრ შენობებთან და სიმწვანესთან კომბინაციაში. დასვენების დახვეწილი ზონა, რომელიც მასშია ჩაშენებული, მოიცავს საკმაოდ ბევრ ადგილს სასიამოვნო შეკრებებისთვის.
10

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE