როგორ გადაწყვიტეს გამწვანების საკითხი განვითარებულ ქვეყნებში

0

ტექნოლოგიური პროგრეს თან ახლავს გარემოს დაბინძურება, ამიტომ უფრო და უფრო აქტუალური ხდება რეკრეაციული ზონების არიალის გაფართოება. განვითარებულ ქვეყნებში არა მარტო პარკებისა და სკვერების შექმნით იფარგლებიან, ხშირია მწვანე ელემენტები ნაგებობებზე.
ინტერნეტჟურნალი “Home And Design” გთავაზობთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს, თუ როგორ შეიძლება არქიტექტუტული შედევრი ამავდროულად იყოს ეკოლოგიური.

დანია
ამ ნაგებობის  (ავტორი   Bjarke Ingels Group)  2010 წელს მოიგო სკანდინავიის მწვანე სახურავის ჯილდო. როდესაც მას სიმაღლიდან შევხედავთ, დავინახავთ რომ მას 8-ის ფორმა აქვს. ეს დანიის ყველაზე დიდი აპარტამენტებია, რომლებიც 475 რეზიდენციისგან შედგებიან.

სინგაპური
“ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ხელოვნების, დიზაინისა და მედიის სკოლა” სინგაპურში მდებარეობს და შედგება 5 აკადემიური შენობისგან შუშის ფასადით. სახურავზე გაკეთებულია ბალახის „ხალიჩა“ და მასზე გადაადგილება მარტივადაა შესაძლებელი. უჩვეულო სახურავი ქმნის ბუნებრივ, ღია და არაფორმალურ სივრცეს სტუდენტებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ შეკრება და დასვენება.

ჩინეთი
CR Land Guanganmen-ის მწვანე გამოფენების დარბაზი ააშენა Vector Architects-მა 2008 წელს პეკინში. შენობა იკავებს 500 კვადრატულ მეტრს. საცხოვრებელი კომპლექსის ცენტრში მდებარე გამოფენის დარბაზი შექმნილია გადამუშავებული ფოლადის სტრუქტურისგან და არ უშვებს სიცხეს. ბალახის ვერტიკალური პანელი უზრუნველყოფს თბოიზოლაციას.

ამერიკის შეერთებული შტატები
იტალიელმა არქიტექტორმა, რენზო პიანომ, სან-ფრანცისკოს მეცნიერების მუზეუმს ახალი სახე მისცა. მრგვალი ფორმების ფანჯრები განაწილებულია სახურავზე, რაც უზრუნველყოფს შენობაში ბუნებრივი შუქის შეღწევასა და ვენტილაციას. ასე გამოიყურება დღეს კალიფორნიის მეცნიერების აკადემია.

პოლონეთი
არქიტექტორმა, რობერტ კონიეჩნიმ შექმნა პატარა სახლი, სტუდია, და კონსერვატორია როკ მუსიკოსებისთვის პოლონეთში. შენობა ამოჭრილია გორაკიდან, ხოლო გადაადგილებულ ბალახს სახურავის სახით იყენებს.

სამხრეთ კორეა
სამხრეთ კორეის ძველ ქალაქ სეულში განთავსდება Zaha Hadid`s Dongdaemun-ის დიზაინური პარკი და მოედანი. ის მოიცავს მუზეუმს, ბიბლიოთეკას. ბაღში იქნება ამსახველი აუზები, ლოტოსის ფორმის ტბორები, ბამბუკის ჭალები. შენობის შიდა ნაწილი მკვეთრად განსხვავდება გარე ნაწილისგან.

ტაივანი
BIG-ი აპირებს ააშენოს შენობა შავი ხვრელის ელემენტებით. არქიტექტორები ფიქრობენ, რომ შენობამ შეიძლება შექმნას სხვა სამყაროში გადასასვლელი პორტალის შთაბეჭდილება. BIG-ის ფუტურისტული გამოგონება არ იქნება უნაყოფო: 57 მეტრიანი შენობის სახურავზე განთავსდება ხეები და გაკეთდება ბუნებრივი საზოგადოებრივი პარკი.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE