საძინებელი, რომელიც თქვენს ბავშვთან ერთად იზრდება

0

ასაკის მატებასთან ერთად საჭიროებები მატულობს და სურვილები იცვლება. ბავშვები იზრდებიან, მშობლები კი ოთახის დიზაინის ცვლილებებისთვის მზად უნდა იყვნენ. შესაძლოა მათი სურვილები თქვენს ფინანსებსაც აღემატებოდეს.
ამისათვის თქვენ მზად უნდა იყოთ ! 
Tips-For-Creating-A-Bedroom-That-Grows-With-Your-Child1
დიზაინერები საბავშვო ოთახის დიზაინზე ყოველთვის ბევრს ფიქრობენ და ისეთი სტილი შექმნეს, რომელიც ბავშვთან ერთად იზრდება. წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ მაგალითს”
დიზაინის შექმნაში თქვენი შვილიც ჩართეთ
საძინებელი ოთახი თქვენი შვილის პირადი სივრცეა. აქ ისინი დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ. იმისთვის რომ კომფორტული გარემო შექმნათ, საჭიროა რემონტის პროცესში მათი ჩართვა.
თქვენ მშობელი ხართ და დიზაინის შერჩევაში ბევრად მეტი გამოცდილება გაქვთ, ამიტომ მათი სურვილების ბოლომდე ასრულებაზე ნუ იქნებით კონცენტრირებულნი. ხანდახან ისინი თავადაც ვერ აცნობიერებენ რა სურთ. თქვენი შვილის ღირებულებებისა და ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედეთ.
Tips-For-Creating-A-Bedroom-That-Grows-With-Your-Child2
ნაზი ფერთა პალიტრა
ოთახის მოწყობისას ფერების სწორად შერჩევა უმნიშვნელოვანესია. ბავშვებისათვის არ არის სასურველი მუქი, ნეგატიური ფერები. უპირატესობა ისეთ ნეიტრალურ ფერებს მიანიჭეთ, როგორიცაა: ნაცრისფერი, კრემისფერი, სპილოსძვლისფერი და ღია იასამნისფერიც.
Tips-For-Creating-A-Bedroom-That-Grows-With-Your-Child3
მრავალფუნქციურობა..
იმისათვის, რომ სასურველი სივრცე შექმნათ, საჭიროა მრავალფუნქციური ავეჯი შეიძინოთ. მაგალითად საწოლი, რომელიც შესაძლოა დივნადაც გამოიყენოთ.
კარადის შერჩევისას, უპირატესობა მიანიჭეთ ისეთს, რომელშიც ტანსაცმელთან ერთად სათამაშოებსაც მოათავსებთ. მომავალში სათამაშოების ადგილსაც ტანსაცმელი დაიკავებს.
Tips-For-Creating-A-Bedroom-That-Grows-With-Your-Child4
სათავსოები არ დაგავიწყდეთ
ბავშვის ოთახში ყველაფრის გამოსაჩენ ადგილას მოთავსება საჭირო სულაც არ არის. ეს სივრცის გაზრდაში დაგეხმარებათ. ნივთების ორგანიზებისათვის გამოიყენეთ სხვადასხვა საკიდები, ფანჯრის რაფის დაბლა სივრცე ან პატარა ტუმბოები.
მიყევით ცვლილებათა ტენდენციას
მრავალფუნქციური ავეჯი საკმაოდ გამოსადეგია. ის არ მოწყენისა და ერთფეროვნების საშუალებას მოგცემთ. მათი ტრანსფორმირებით ინტერიერის მცირედი შეცვლა და განახლება მარტივია.
ბავშვის საწოლი შეიძლება სკამად გადაკეთდეს. ხანდახან ყველაზე ადვილი გზა ოთახში დიზაინის შესაცვლელად ბალიშების ან სულაც საწოლის გადაადგილებაა.
Tips-For-Creating-A-Bedroom-That-Grows-With-Your-Child5
ავეჯის ფერი ნებისმიერი ასაკისათვის
ბავშვებს დროთა განმავლობაში გემოვნება ეცვლებათ, ამიტომ ისეთი ავეჯის შერჩევა გვმართებს, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად არ მობეზრდებათ.
მაგალითისათვის – თქვენს პატარას ძალიან მოსწონს ვარდისფერი, თუმცა თუ ღია ვარდისფერ ავეჯს შეიძენთ, შესაძლოა ბავშვს გემოვნება შეეცვალოს.  ამიტომ შეარჩიეთ კლასიკური ფერი, ისეთი, რომ ზედმეტ ყურადღებას არ იქცევდეს და თითქმის ყველაფერს იხდენდეს.
გახსოვდეთ, რომ ბავშვს მხიარული ფერები სჭირდება. შეარჩიეთ მკვეთრი ფერის ხალიჩა, თეთრეული და ოთახის სხვა დეკორაციები, ისნი დიზაინს სრულიად გარდაქმნის და მათი შეცვლა საკმაოდ მარტივი და ხელმისაწვდომია.
Tips-For-Creating-A-Bedroom-That-Grows-With-Your-Child6
დაფიქრდით იმ ნივთებზე, რომლის შეცვლაც ხშირად მოგიწევთ
მიეცით თქვენს შვილს მეტი სივრცე, რათა ის უფრო აქტიური და თავისუფალი იყოს. აუცილებელია ყველა ნივთი ისეთი იყოს, რომ ბავშვს ყოველთვის არ ვახსენოთ “არ გატეხო, არ გააფუჭო, გაუფრთხილდი, არ გააჭუჭყიანო”, ხშირად პირადი სივრცე სჭირდებათ იდეების განსახორციელებლად, ამიტომ ასეთ ნივთებში ბევრ ფულს ნუ დავხარჯავთ. ასეთი ნივთები შეიძლება იყოს – ხალიჩა, ჩარჩოები სახალისო სურათებით, ბალიშები, თაროები და პოსტერები.
Tips-For-Creating-A-Bedroom-That-Grows-With-Your-Child9
კომფორტული სამეცადინო კუთხე
ბავშვები ხატვას და გაფერადებას ადრეული ასაკიდან იწყებენ და ამისათვის, რა თქმა უნდა, სჭირდებათ კუთხე საწერ მაგიდითა და თაროებით. სკოლის დაწყებისას კი ეს კუთხე სამეცადინო, სამუშაო კუთხედ გადაიქცევა, სადაც ისინი დროის უმეტეს ნაწილს გაატარებენ. ამიტომ აუცილებელია, რომ სამეცადინო მაგიდა კომფორტული იყოს  და რაღაცით იზიდავდეთ კიდეც მათ. შეიძლება მაგიდა იყოს მათი საყვარელი ფერი ან თაროები იმდენად კარგად ორგანიზებული, რომ მთელი დროის მასთან გატარება მოუნდეთ. იყოს იმდენად კარგად ორგანიზებული, რომ სულ მთელი დროის გატარება მოუნდეთ მასთან. რაც არ უნდა მოიმოქმედოთ, მთავარია თქვენი შვილის სურვილები და ინტერესები დააკმაყოფილოთ.
Tips-For-Creating-A-Bedroom-That-Grows-With-Your-Child10
და ბოლოს…
დიზაინის შერჩევისას ბავშვის სურვილებსა და გემოვნებაზე ბოლომდე დამოკიდებული ვერ იქნებით, რადგან მათი საყვარელი ფერი დღეს შეიძლება ვარდისფერი იყოს და ხვალ იასამნისფერი. ამიტომ მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მათი სურვილები და იდეები, თუმცა ამავდროულად უნდა შეეცადოთ, შესთავაზოთ და მოაწონოთ ისეთი დიზაინი, რომელიც მათ ხასიათში უკეთ ჯდება და რაც მთავარია, შეეცადეთ ოთახი ისე მოაწყოთ, რომ ის თქვენს ბავშვთან და მის გემოვნებასთან ერთად იზრდებოდეს.
Tips-For-Creating-A-Bedroom-That-Grows-With-Your-Child12

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE