სამშენებლო კომპანია GBG მყარ საფუძველს უყრის თქვენი ახალი ცხოვრების სტილის დამკვიდრებას – ინტერვიუ ბაქარ დარჩიასთან

0

განსხვავებული დიზაინი და შიდა განლაგება, თანამედროვე სატანდარტებით აშენებული შენობები, დაცული ყოველგვარი სტიქიური მოვლენებისგან, გათვლილი 8-ბალიან მიწისძვრაზე, მიწისქვეშა ავტოფარეხი, ევროპული სტანდარტის ლიფტები, საუკეთესო ხედები – ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც კომპანია GBG გთავაზობთ.

კომპანია უძრავი ქონების ბაზარზე 2011 წლიდან გამოჩნდა და სულ რაღაც 4 წელია, არსებობს. მიუხედავად ამისა, დღეისათვის მას გააჩნია საკმაოდ წარმატებული სამშენებლო ბიზნესპროექტები. კომპანია GBG-ის გაყიდვების ოფისი ქ. თბილიში ჭავჭავაძის №34 “პიქსელის” ბიზნესცენტრში მდებარეობს. მყუდრო გარემო, მაღალი ხარისხის მომსახურება, ინტერიერის დახვეწილი დიზაინი, მრავალფეროვანი არჩევანი და საქმისადმი პროფესიული მიდგომა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
კომპანიის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად ვესაუბრეთ მის აღმასრულებელ დირექტორს, ბაქარ  დარჩიას.

სად და როდის მიიღეთ უმაღლესი განათლება და რა პროფესიას დაეუფლეთ?

  • ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფაკულტეტზე, შემდეგ კი, გავხდი ამავე უნივერსიტეტის მაგისტრი. 2008-2010 წლებში ვმუშაობდი „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ სამომხმარებლო და კრედიტების მენეჯერად. 2011-2013 წლებში „პრივატ ბანკში“ რუსთაველის ცენტრალური ფილიალის მმართველი ვიყავი. 2014 წელს ვსწავლობდი ნიუ-იორკის, კაპლანის საერთაშორისო კოლეჯში. 2016 წლიდან  სათავეში ჩავუდექი სამშენებლო კომპანია GBG–ს

როგორი იყო გზა სტუდენტობიდან  „Georgian Builders Group“-ის აღმასრულებელ დირექტორობამდე? რა წარმატებებს მიაღწიეთ ამ პერიოდში?

  • საკმაოდ რთული გზა იყო, რაშიც ძალიან დიდი ენერგია და შრომა ჩაიდო. ამ შრომის, ენერგიისა და ღვთის წყალობით, მომეცა საშუალება, ამ ეტაპამდე მოვსულიყავი. ვფიქრობ, ადამიანის შესაძლებლობები არ იწურება, რაც უფრო მეტი აქვს, მეტს შეძლებს, რომ უფრო უკეთსი შედეგები მოუტანოს იმ კომპანიას, სადაც მუშაობს. ვფიქრობ, რომ კომპანია GBG გახდება ერთ–ერთი წარმატებული და ერთ–ერთი ლიდერი სამშენებლო ბაზარზე, თავისი ხედვებით, თავისი მყარი სახლების საფუძვლებით, კარგი ინფრასტრუქტურით, კარგი მშენებლობით და ხარისხიანად აშენებული კორპუსებით.

როგორ აღმოჩნდით  „Georgian Builders Group“–ში?

  • „Georgian Builders Group“–ში ესაჭიროებოდათ ადამიანი, რომელიც ჩაუდგებოდა სათავეში საქმეს მენეჯმენტის, გაყიდვებისა და მარკეტინგის კუთხით. ჩემი კვალიფიკაციდან გამომდინარე, კომპანიის დამფუძნებლებმა ჩემზე შეაჩერეს არჩევანი.

მოგვიყევით „Georgian Builders Group“ –ის შესახებ, როგორ შეიქმნა და რა წარმატებებს მიაღწია?

  • სამშენებლო კომპანია “Georgian Builders Group” უძრავი ქონების ბაზარზე 2011 წლიდან გამოჩნდა. კომპანია სულ რაღაც 4 წელია, არსებობს და მიუხედავად ამისა, დღეისათვის მას გააჩნია საკმაოდ წარმატებული სამშენებლო ბიზნესპროექტები. „Georgian Builders Group“ აერთიანებს სხვადასხვა შპს–ებს. ეს არის ქართველ მშენებელთა ჯგუფი, რომელიც გაერთიანდა ერთი იდეის ქვეშ. საერთო გაყიდვები, საერთო საიტი (mygbg.ge), საერთო მომსახურება და რა თქმა უნდა, საერთო ხარისხზეც ვიღებთ გადაწყვეტილებას. კომპანიამ დაასრულა ორი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ვაკეში, კერძოდ – ბარნოვისა და ქუთათელაძის ქუჩებზე. სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე კომპანია GBG-ის განსაკუთრებული ადგილი უკავია და სარგებლობს დამსახურებული ავტორიტეტით. ამ წარმატებას განაპირობებს სწორი და ეფექტური მენეჯმენტი, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, საქმისადმი პროფესიული მიდგომა და პროექტების სწრაფი განხორციელება. კომპანიის მიერ აშენებული საცხოვრებელი კორპუსები პასუხობს მაღალი ხარისხის ყველა სტანდარტს. მაღალი ხარისხი, ხელსაყრელი პირობები და პასუხისმგებლობა კი, მყარ საფუძველს უყრის მომხმარებლის ახალი ცხოვრების სტილის დამკვიდრებას.

გყავთ თუ არა ქართველი, ან უცხოელი პარტნიორები?

  • რა თქმა უნდა, ქართველი პარტნიორები გვყავს, რომლებთან ერთადაც ვმუშაობთ სხვადასხვა პროექტზე. ეს არის სრულად დაფინანსებული პროექტები და შესაბამისად ვაშენებთ. უცხოელი პარტნიორები არ გვყავს.

გყავთ თუ არა მოწვეული არქიტექტორები? შენობების დაგეგმარებისას, რა კრიტერიუმებით არჩევთ არქიტექტორს? უპირატეობას ქართველ არქიტექტორებს ანიჭებთ, თუ უცხოელს?

  • ჩვენი შენობები აშენებულია საკმაოდ განსხვავებული დიზაინითა და შიდა განლაგებებით. ეს სპეციფიკა კი, საჭიროებს წმინდა ლოკალური მოთხოვნების მეტ-ნაკლებ ცოდნას. სწორედ ამიტომ, ძირითადად, ჩვენ ვთანამშრომლობთ ქართველ არქიტექტორებთან. მათთან დეტალურად საუბრისა და მსჯელობის შემდეგ, მივდივართ საერთო კონსესუსამდე, თუ რა გვჭირდება და არიტექტორები კეთილსინდისიერად, მაღალი კვალიფიკაციიდან გამომდინარე თანამშრომლობენ ჩვენს კომპანიასთან. დღესდღეობით, უცხოელი არქიტექტორები არ გვყავს მოწვეული, რადგან  საქართველოში არიან  საკმაოდ განათლებული, ნიჭიერი არქიტექტორები და სწორებას სწორედ შიდა ადამიანურ რესურსზე ვახორციელებთ.

რამდენად თანამედროვე და ხარისხიან შენობებს სთავაზობთ მყიდველს?

  • მყიდველს ვთავაზობთ ძალიან ხარისხიან შენობებს. ჩვენი შენობები გათვლილი არის 8-ბალიან მიწისძვრებზე. თითოეული კორპუსი დაშენებულია კლდეზე. გვაქვს 3 პროექტი: რაზმაძის 68, შროშის 2, ნიკოლაძის 5. მშენებლობის კუთხით საქმეს ძალიან ხარისხიანად ვუდგებით. ჩვენ, დამფუძნებლებსაც კი, გადაწყვეტილი გვაქვს ვიცხოვროთ იმ კორპუსებში, რომლებსაც ვაშენებთ.

რამდენად უსაფრთხო იქნება თქვენი შენობები სეისმური მოვლენების დროს? – ვგულისხმობ მიწისძვრას, ქარს, წყალდიდობას.

  • როგორც აღვნიშნე, სეისმურად 8-ბალიან მიწისძვრაზე გვაქვს გათვლილი შენობები. ჩვენ ძალიან დიდ უპირატესობას ვანიჭებთ კონსტრუქციის სიმყარეს, რომელსაც გავლილი აქვს არაერთი ექსპერტიზა. შენობები კლდოვან მასებზე გვაქვს დაშენებული. ანალოგიურად გათვლილი გვაქვს წყალდიდობის შემთხვევა. შენობები ძალიან მაღალ ადგილებზეა აშენებული და დატბორვის საშიშროება არ არსებობს.

გაქვთ თუ არა ფილიალები საქართველოს საზღვრებს გარეთ? ან თუ გეგმავთ უახლოეს მომავალში საზღვრებს გარეთ გასვლას?

  • საზღვარგარეთ ფილიალები არ გვაქვს. ჯერჯერობით, კომპანიის სტრატეგიაა, მოიცვას საქართველოს ბაზარი მთლიანად. ჩვენ ვართ ქართველი მშენებარე ჯგუფი და ამ ეტაპზე საზღვარგარეთ გასვლა არ გვაქვს დაგეგმილი.

გვესაუბრეთ კომპანიის სამომავლო გეგმებზე…

  • მეტი კომფორტი მომხმარებელს – ეს არის ჩვენი მთავარი ნიშა. მყარ საფუძველს ვუყრით კლიენტების ცხოვრების ახალი სტილის დამკვირებას. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, გაფართოებას ვგეგმავთ. ჩვენი ფასები არის იმ კომფორტის შესაბამისი, რასაც კლიენტებს ვთავაზობთ. შესწავლილი გვაქვს ბაზარი და ორიენტირებულები ვართ, რომ კლიენტებს მივცეთ მაქსიმალური კომფორტი, მაქსიმალური შესაძლებლობა, რომ იყვნენ კმაყოფილნი ჩვენი მომსახურებით, ჩვენი ბინების ხარისხით. რაც შეეხება უფრო კონკრეტულ გეგმას, ვიწყებთ ახალ, მეოთხე მშენებარე პროექტს, რომელიც არის დიდ დიღომში. “გუდვილთან” ვაპირებთ ახალი კორპუსის მშენებლობას, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი, მიწისქვეშა ავტოფარეხით, ევროპული სტანდარტების ლიფტებით, არაჩვეულებრივი ხედებით, რაც კლიენტს მისცემს მაქსიმალურ კომფორტს.

წარმატებებს გისურვებთ!

ესაუბრა – ნინო ოთარაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE