სამზარეულოს 13 ახალი ტენდენცია, რომელიც გასათვალისწინებელია

0

სამზარეულოს ინდუსტრიაში ვხედავთ, თუ როგორ იცვლება თეთრი სამზარეულოს ტენდენციები, რომელიც გასულ წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამჟამად, ტენდენცია მიმართულია ბუნებრივი მასალების, ლატუნისა და სპილენძის აქსესუარებისკენ, მონოქრომული მინიმალიზმისა და წინწკლებიანი სამზარეულოების დაბრუნებისკენ.

1. თბილი მეტალით აღჭურვილი
ამ წელს ცვლილება ისეთი თბილი მეტალის ტონებისკენ იქნება, როგორიცაა ლატუნი და სპილენძი, რომელიც ემიჯნება უჟანგავ ფოლადს და ქრომის ცივ მეტალებს. რკინა და მსგავსი ტონები ახერხებენ უკან დაბრუნებას. ქვემოთ მოცემული სურათებისგან განსხვავებით, უპირატესობა ენიჭება ხელნაკეთი ლატუნის მინიმალურ გამოყენებას. სამზარეულოს აქვს სპილენძის გამწოვი, რომელიც მოხერხებულ ადგილასაა დამონტაჟებული.
2
2. კედლის ბუნებრივი მასალები
აგურით მოპირკეთებული დიზაინი მატებს სადა, ბუნებრივ ემოციებს. დროთა განმავლობაში, ის კიდევ უფრო შესანიშნავად გამოიყურება. იხილეთ გავრცელებული განცალკევებული სამზარეულოები – მათ აქვთ ძველი ბუნებრივი ბრწყინვალება, რომელიც ფანტასტიურად გამოიყურება. ახალი სტილი და დიზაინი კედლებს და ჭერს განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს. ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ნამდვილად ღირს.
3
3. კუთხის კომპაქტური ნიჟარა
თუკი თანამედროვე მოდელის მცირე, ან ტრადიციული სტილის (როგორიც სურათზეა მოცემული) სამზარეულო გაქვთ, მაშინ „კომპაქტური კუთხის ნიჟარა“ იდეალური გადაწყვეტილებაა. საუკეთესო სამზარეულოში არაფერი უნდა იყოს ზედმეტი. მცირე აღჭურვილობით ტრიუმფის მიღწვა შესაძლებელია.
4
4. ერთგვაროვან ფერებში გამოსახული
მარტივი, კლასიკური და გლუვი – საინტერესო სკანდინავიური სტილი. ეს ტენდენცია გარკვეული დროის განმავლობაში ტრიალებდა და მისი ძირითადი სახე ამჟამადაც შენარჩუნდა. ცივი ვიზუალის თავიდან ასაცილებლად, დავამატოთ ბუნებრივი ხის აქსესუარები, რომელიც ოთახს საოცარ აურას შესძენს. ასეთ სამზარეულოში კაფელის გაკვრა არაა მიღებული. საჭიროა მყარი ქვის ფილები, მამარილო, ან სხვა სახის მყარი საფარი.
5
5. ეზოს სამზარეულო
გარეთა სამზარეულო განთავსებულია დაბლა, ეზოში, ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში უკვე დიდი პოპულარულობით სარგებლობს, სხვა ქვეყნებში ეს ტენდენცია ჯერ კიდევ ვერ დამკვიდრდა. ამინდის ფაქტორი გარკვეულწილად ზღუდავს მის გავრცელებას, რადგან კლიმატი არ უწყობს ხელს (ისეთ ადგილებში, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო და ევროპის სხვა ქვეყნები, სადაც სველი, ცივი და ნესტიანი გარემოა). მინისებრი საფარი დაგვეხმარება, თავიდან ავიცილოთ მუდმივი ატმოსფერული გავლენა. ორივე საუცხოო შემოთავაზებაა.
6
6. საინტერესო და ფერადი ფილები
სამზარეულო წუხილს იწვევს შხეფების გამო, ამიტომ მოძებნეთ ნიჟარის უკანა ფილები საინტერესო ნიმუშებით – ფერადი, ცისარტყელისებრი, ჭრელი წინწკლებით, ან ეგზოტიკური დიზაინით.
7
7. სანათი
ჭურჭლის კარადის უკან დამალული წინწკლები 5 წლის წინ გაბატონებული ტენდენცია იყო სამზარეულოებში და ვხედავთ რომ, ახლა უკან ბრუნდება. ყურადღება გაამახვილეთ მუდმივ განათებაზე, რომელიც თვითგამოხატვის ნაწილია. ჩვენ ვიხრებით სადა მეტალის ნაკეთობების, სპილენძისა და ლატუნისკენ, თუმცა ვერ ვგრძნობთ შეზღუდვას ტრადიციებისადმი. ეს არ არის რთული, შეუხამეთ სანათი საშუალებები სამზარეულოს სტილს ბუნებრივი ტონებით, გამოიყენეთ მეტი ტრადიციული დეტალი სანათის მუდმივობისთვის.
8
8. დიდებული ლურჯი
ბოლო დროს, ინტერიერის დიზაინში განსაკუთრებული დატვირთვა მოდის ლურჯზე. ნუ შეიკავებთ თავს, რომელიმე ტიპის ლურჯისადმი, შეურიეთ, გამოიყენეთ ჭეშმარიტი მუქი ლურჯი, აღმაფრთოვანებელი ცისფერი, ელექტრიკი ფირუზისფერი, ყოველ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს. თუკი სწორად გააკეთებ ამას, იგი ერთიანი და კომბინირებული იქნება.
9
9. ბუნებრივი
ის ან გიყვარს, ან ვერ იტან. ქალაქის ბინაში შეაქვს მეტი ბუნებრივობა – აგურის კედლები, ხის ბუნებრივი დახლები, მოშავო-მოყავისფრო გამოყვანილი კარები და სპილენძის აქსესუარები. გაამახვილეთ ყურადღება ნატურალურ ხეზე, აგურისგან მოპირკეთებულ კედლებსა და ბუნებრივი ხის კარადებზე. გამოიყენე ყველაფერი, რისი მოპოვების საშუალებასაც გაძლევს დედამიწა. (რა თქმა უნდა, ნორმის ფარგლებში).
10
10. შავი დახლები
ისევ აქტუალურია შავი დახლებისთვის გრანიტის ან კვარცის გამოყენება. პრიალა ზედაპირი თეთრ ინტერიერთან შესანიშნავ კონტრასტს ქმნის. არ არის ახალი, მაგრამ მშვენივრად ეხამება და ეს ტენდენცია კიდევ დიდხანს დარჩება.
11
11. ღია თაროები
სამზარეულოს რაფები ყოველთვის შიგნით არის მოთავსებული, მაგრამ ახლა წარმოგიდგენთ ღია თაროების ტენდენციას. რატომ არის თვალისთვის უხილავი და მიხურულ კარს უკან დამალული სამზარეულოს აქსესუარები და ჭურჭელი – მათ ხომ დიზაინის დანიშნულებაც აქვთ?! დღესდღეობით, არამხოლოდ ლამაზი სამზარეულოს ჩვენების სურვილი არსებობს, არამედ ყველაფრის, რაც სამზარეულოშია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტენდენცია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია, საკმაოდ სწრაფად მზარდია.
12
12. შეფმზარეულების სამოთხე
იხილეთ, თუ როგორი უნდა იყოს სამზარეულო საჭმლის მოსამზადებლად – დიდი, უნიკალური ჭურჭლით, უდიდესი დახლით, ვენტილაციით და ხელსაწყოებით, რომელიც შთამბეჭდავად იქნება მორგებული შეფმზარეულზე. თუკი სწორად დაიგეგმება და განხორციელდება, შესაძლებელია, სამზარეულო სახლის ცენტრად კი იქცეს – მსხვილი ხის დახლზე ფოლადის ფუნჯის ხელსაწყოები, საკმარისი ვენტილაცია და აქსესუარები, რომელიც უნიკალურს ხდის მას.
13
13. სპილენძის თამამი ფორმულირებები
თბილი აღჭურვილობა ამ შემთხვევაშიც პოპულარულია, მაგრამ ამჯერად სპილენძი უფრო სპეციფიკურია. სპილენძის აქსესუარები, ჭურჭელი და საოცარი გამწოვი სამზარეულოს და მთელ სახლს სამფლობელოდ აქცევს. ასე გამოიყურება ეს თამამი განაცხადი.
14

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE