სამზარეულოს პირსახოცის განთავსების ლამაზი და ფუნქციური იდეები

0

არ არსებობს სამზარეულო ოთახი სამზარეულოს პირსახოცის გარეშე და შესაბამისად, აუცილებელია მისთვის სათანადო ადგილის გამოყოფა. გასათვალისწინებელია, რომ პირსაცოხი უნდა იყოს ხელმისაწვდომ ადგილას და უნდა გამოიყურებოდეს კარგად. ამ ყველაფერში კი ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.
1. გაზქურის სახელური


თუკი გაზქურის კონფიგურაცია საშუალებას გაძლევთ, მაშინ სამზარეულოს პირსახოცისთვის მარტივად ნახავთ ადგილს მის სახელურზე, სადაც არა მხოლოდ იოლად ხელმისაწვდომი იქნება, არამედ მალევე გაშრება.

თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ პირსახოცის ფერი შესაბამისობაში იყოს სამზარეულოს ავეჯთან.
2. ნიჟარის ქვეშ

პირსახოცის მოთავსება მოსახერხებელია ნიჟარის სიახლოვეს. არსებობს ნიჟარის მოდელები, რომელთა კონსტრუქციაში ეს ფუნქციაც შედის.

თუკი ჩვეულებრივი ნიჟარა გაქვთ, საკიდის დამაგრება მის ქვეშ მდგარ ავეჯზე შეგიძლიათ.
3. ავეჯზე

თუკი გარნიტურა ამის საშუალებას გაძლევთ, მოათავსეთ პირსახოცი სამზარეულოს კარადაზე.

იქნება ეს რკინის მოაჯირი, თუ ასეთი ორიგინალური საკიდები, ეს თქვენი ოთახის დიზაინსა და თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული.

ასევე შეგიძლიათ საკიდად გამოიყენოთ მაღალი კარადის გვერდი.
4. ნიჟარის თავზე

კიდევ ერთი მარტივი ვარიანტია პირსახოცის დაკიდება ნიჟარის თავზე.
5. დახურული კონსტრქუცია

თუკი არ მოგწონთ პირსახოცი თვალსაჩინო ადგილზე, შეგიძლიათ ის მოათავსოთ კარადაში. მთავარია, ის დამზადებული იყოს სწრაფად შრობადი მასალისგან (მაგალითად: მიკროფიბრა).
6. დეკორატიული საკიდი

და ბოლოს, კიდევ ერთი ვარიანტი – გამოიყენეთ ასეთი დეკორატიული თაროები სამზარეულოს პირსახოცისთვის. ეს განსაკუთრებით უხდება საოჯახო საცხოვრებლებს.