სად გააკეთოთ გარდერობი – 4 იდეა

0

რთულია, პატარა ბინაში იპოვოთ ადგილი ყველა საჭირო ნივთის შესანახად.
ყველაზე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ არ არსებობს ერთადერთი იდეალური გადაწყვეტილება ყველანაირი ბინისთვის. საგარდერობოს განთავსებისთვის საუკეთესო ადგილის პოვნა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. ჩვენ კი, გთავაზობთ რამდენიმე შესაძლო ვარიანტს.

იდეა 1: საგარდერობო საკუჭნაოში
დიახ, არ მოგეჩვენათ, ზუსტად საკუჭნაოში.  ბინებში ხშირად არის საკმაოდ ფართო საკუჭნაო, ზოგჯერ – ორიც. მთავარია, ჭკვიანურად მოაწყოთ ეს ოთახი. შესაძლებელია, გააკეთოთ რამდენიმე თარო დაბლა და მაღლა. მაგალითად, ზამთრის ტანსაცმელი შეინახოთ მაღლა, ფეხსაცმელი -დაბლა, ხოლო შუაში გააკეთოთ ადგილი საკიდებისა და ყუთებისთვის.

b4500f09d4c3e12143b657ab6cf73a8412826496

იდეა 2: დერეფანში
აქ არ არის საჭირო მოათავსოთ უზარმაზარი კარადები. სჯობს, შეუკვეთოთ ვიწრო და მაღალი გარდერობი კუპე-კარებითა და დიდი სარკეებით. დამიჯერეთ, ასეთი კონსტრუქცია დაიტევს თქვენს ყველა ნივთს.

e041bb73ce75f3d79eae29f96b5982c5015912a5

იდეა 3: საძინებელ ოთახში
ეს ვარიანტი, წინა ორთან შედარებით, უფრო რთულია. შესაძლებელია, გააკეთოთ სივრცის რეკონსტრუქცია და საგარდერობოდ გამოიყენოთ ერთ-ერთი კუთხე, სადაც მოათავსებთ 2X2 მ (ან უფრო მეტის) კონსტრუქციას. კარებზე აუცილებელია სარკეები – ისინი ვიზუალურად გაზრდიან სივრცეს.
658a76f9ac7ff3fe95298f11c9580d5ea488f784

იდეა 4: აივანზე
არ დაივიწყოთ ეს სასარგებლო მეტრები. თუ თქვენი აივანი მოჭიქული და იზოლირებულია, მასში მშვენივრად შეგიძლიათ მოათავსოთ გარდერობი უამრავი ყუთით, თაროთი და საკიდით. ასევე დაგრჩებათ ადგილი პუფისა და პატარა სარკისთვის.
27d26fb17b182d6353f1641129521361942ba217

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE