საგარდერობო კაცებისთვის: რჩევები და იდეები

0

არსებობს მოსაზრება, რომ კაცებს ქალებზე ნაკლები ტანსაცმელი აქვთ და მათ არ სჭირდებათ საგარდერობო, თუმცა “ძლიერი” სქესის ბევრი წარმომაგენელი არ ეთანხმება ამას. ისინი თვლიან, რომ კარგი გარეგნული მხარე წარმატების საწინდარია. რა სჭირდება მამაკაცებს: საგარდერობოს შევსება, საგარდერობოს გაფორმება ნაკლებად ანაღვლებს მამაკაცს, ვიდრე მისი შემცველობა. ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცები აქცენტს აკეთებენ ფუნქციონალურობაზე და პრაქტიკულობაზე. მკაცრი ხაზები, მუქი ხე, ტყავი – ეს ყველაფერი გამოხატავს მამაკაცის ხასიათს. მამაკაცის საგარდერობოში აუცილებელია, საკიდი პიჯაკებისთვის, პერანგებისთვისა და შარვლებისთვის. ასევე, საჭიროა ყუთები აქსესუარებისთვის, ჰალსტუხებისთვის, ქამრებისთვის, წინდებისთვის და ა.შ.
53
 

 

 

 

 

 

რა და სად განათავსოთ
ზედა ტანსაცმლის განთავსება უკეთესია გამოსასვლელთან ახლოს. პერანგები ჩამოკიდეთ საკიდებზე ან დააწყვეთ გამოყოფილ თაროზე. ფეხსაცმელი დადეთ დაბლა, გრძელ ჰორიზონტალურ თაროზე. ჰალსტუხი, ქამარი და წინდები უკეთესია შეინახოთ სხვადასხვა ადგილას, ხოლო შარვლებისთვის უმჯობესია გამოიყენოთ გამოსაწევი მექანიზმები სპეციალური საკიდებით.
განათავსეთ ტანსაცმელი ისე, რომ ადვილად შეგეძლოთ მისი ამოღება. მაგალითად,- პერანგი შარვალთან ახლოს.
131211
67
8910
განათება და კიბე
მიაქციეთ ყურადღება საგარდერობოს განათებას. ცენტრალური ნათურის გარდა, გამოიყენეთ დამატებითი განათებაც. ეს ხელს შეგიწყობთ, უფრო სწრაფად იპოვოთ საჭირო ნივთი. იმ შემთხვევაში, თუ სივრცე ჭერამდეა შევსებული, გამოიყენეთ სტაციონალური კიბე.14
 

 

 

 

 

 

 

 
მარტივად და გემოვნებიანად: მინი-საგარდერობო
რა უნდა გააკეთოთ თუ ბინაში შეზღუდული სივრცე გაქვთ? მნიშვნელოვანია, რომ ოთახში იყოს წესრიგი, ხოლო აუცილებელი საგნები ხელთან ახლოს. ამ შემთხვევაში, დაგეხმარებათ ფუნქციონალური ვარიანტები.
ეს შეიძლება იყოს პატარა კარადა უჯრებითა და მაღალი შტანგით საკიდებისთვის. სიმარტივე და მინიმალიზმი – თანამედროვე ინტერიერების საფუძველია. თუ კედელზე ჩამოკიდებთ ღია თაროს დამჭერით საკიდებისთვის, ხოლო დაბლა დააწყობთ ფეხსაცმელს, შემდგომში საჭირო ნივთის ძებნის დროს მნიშვნელოვნად დაზოგავთ.
მამაკაცის საგარდერობოს მოწყობის დროს, აუცილებელია წინასწარ გაითვალისწინოთ დიდი ადგილი ფეხსაცმლისთვის, და ასევე სექციების სიმაღლე პერანგების, შარვლების, ქურთუკების და სხვა ტანსაცმლის განთავსებისთვის.
2124
თანამედროვე საგარდერობო
მამაკაცის თანამედროვე საგარდერობოს მოწყობა შესაძლებელია ბოლო ტექნოლოგიების მეშვეობით. აქ შეიძლება იყოს უამრავი სხვადასხვა თარო, საკიდი, კარი, კალათა, სადაც იქნება საიმედო და მრავალფუნქციონალური ფურნიტურა. ასევე სპეციალური მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ძალისხმევის გარეშე შეგეძლებათ მიწვდეთ ნივთს ყველაზე მაღალი თაროდანაც.
რა თქმა უნდა, ასეთი კონსტრუქციის ფასი ბევრად მეტია ვიდრე ჩვეულებრივის. თუმცა, შემდგომში დაზოგავთ დროს და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებით.
საგარდერობოს მოწყობის დროს, არ დაგავიწყდეთ კარგი სავენტილაციო სისტემა.
თუ მამაკაცი დაკავებულია სპორტით, გამოყავით ადგილი მისი გატაცებისთვის.
2827
2630

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE