რჩევები შესასვლელის მაქსიმალურად კომფორტულად მოწყობისთვის

0

შესასვლელი ის ადგილია, რომელიც მთელ დანარჩენ სახლს ელფერს აძლევს. მოდურ ბინაში, რა თქმა უნდა, ასეთივე დერეფანია საჭირო. ყველაზე პატარა შესასვლელიც კი, კარგი შესაძლებლობაა მფლობელის გემოვნებისა და ინდივიდუალურობის გამოსახატად. წარმოგიდგენთ მცირე ზომის დერეფნის გაფორმების იდეებს შთაგონებისთვის.

მაგალითად, ამ შესასვლელში მთავარ როლს ხის სტილის საკიდი ასრულებს. ის არ იკავებს დიდ ადგილს, თუმცა საკმაო რაოდენობის ნივთისთვის გამოდგება. ამასთანავე, შესაბამისობაშია იატაკის დიზაინთან.

ასეთი შუშის კონსოლი კი, დამატებით შესანახ სივრცეს აჩენს სხვადასხვა წვრილმანის შესანახად და ვიზუალურადაც არ ტვირთავს სივრცეს.

მცირე ზომის შესასვლელისთვის იდეალურია ვიწრო ტუმბოები ფეხსაცმლის შესანახად. მათში საკმაოდ ბევრ ფეხსაცმელს მოათავსებთ, ხოლო მის თავზე წვრილმანებს შეინახავთ.

ამ შესასვლელში გამოყენებულია არა მხოლოდ კონსოლი ფეხსაცმლისთვის, არამედ სარკისა და საკიდის საინტერესო შეხამება, რითაც სივრცის ეკონომია ხდება.

აქ შესასვლელი გააფორმეს ხის გეომეტრიული ინსტალაციით მუქი კედლის ფონზე, რაც არა მხოლოდ მოდურია, არამედ საკიდის ფუნქციაც აქვს.

ამ შესასვლელის მეპატრონის ინდივიდუალურობა კი, გამოიხატება შპალერად იმ დროინდელი ჟურნალ-გაზეთების გამოყენებით, როდესაც სახლი აიგო. შავ-თეთრი კედელი და შარფების ფერადი კოლექცია საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.

თუკი შესასვლელი იმდენად ვიწროა, რომ მასში შეუძლებელია ავეჯისა და საკიდის მოთავსება, ვიზუალური შთაბეჭდილებისთვის შეგიძლიათ საინტერესო ფოტოები და ორიგინალური ჭაღები გამოიყენოთ.

ეს დიდი დერეფანი ზონირებულია დანაყოფებისა და ფერების მეშვეობით. მცირე ზომის საკიდების გარდა, აღარც არაფერია საჭირო.

აქ დერეფანი სასტუმროს კვეთს, ამიტომაც ერთგვაროვანი ფერებითაა გაფორმებული. აქვე განთავსებულია მოსახერხებელი კონსოლი და სარკე.

რაღა თქმა უნდა, არ ღირს დაივიწყოთ შესასვლელისთვის განკუთვნილი შესანახი სისტემები, რომლებიც შეგიძლიათ შეკვეთით დაამზადოთ. ეს შესაძლებელია იყოს როგორც საერთო, ისე სხვადასხვა ელემენტისგან შექმნილი. აუცილებელი პირობა კი ფუნქციურობა გახლავთ.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE