როგორ შევურჩიოთ სწორად მისაღებ ოთახს განათება? რამდენიმე რჩევა თქვენი ინტერიერისთვის

0

მისაღებ ოთახში განათების შერჩევა მნიშვნელოვანი და არც თუ ისე მარტივი საქმეა, რადგან არასწორი ფორმის ან ზომის ჭაღმა შესაძლოა ინტერიერი სრულიად სხვანაირი წარმოაჩინოს, ამიტომ ჩვენ რამდენიმე მარტივ და საჭირო რჩევას მოგცემთ.
პირველ რიგში უნდა განისაზღვროს რა ფართობისაა ოთახი და რა სიმაღლეზეა ჭერი, ეს იმისთვისაა საჭირო რომ ოთახში არც ძალიან პატარა და არც დიდი ზომის ჭაღი არ დაკიდოთ.
1
რაც უფრო დიდია ოთახი მით უფრო მეტი ნათურა შეიძლება, რომ ჭაღზე განთავსდეს, რომელთა რაოდენობის ერთდროულად ან ცალცალკე განათების გაკონტროლება შესაძლებელი იქნება.
2
თუ სიმაღლე, ტრადიციულად, 3 მეტრია, მაშინ ძალიან გრძელი ჭაღი არ არის სასურველი, რადგან საკმაოდ დაბლა გამოჩნდება. ის 2,5-ზე დაბლა არ უნდა ეკიდოს.
3
თუ სიმაღლე 4 მ-ზე მეტია, მაშინ გრძელი ჭაღის განტავსება მისაღებია.
4
დაბალი ჭერისთვის იდეალურია განიერი ფორმის ჭაღი, რაც ნაკლებ ადგილს დაიკავებს და სივრცეს უფრო დიდს გამოაჩენს.
5
თუ მისაღების ჭერი არასტანდარტულია შეგიძლიათ ჭაღი ორ ადგილას განათავსოთ. სასურველია მათი ფორმა და დიზაინი ერთნაირი იყოს.
6
თუ მისაღები რამდენიმე ზონას აერთიანებს, შესაძლებელია, რომ გამოიყენოთ როგორც ჭაღი (მაგ. სასადილოს გასანათებლად), ისე წერტილოვანი განათება.
7
დიდ და მაღალჭერიან მისაღებში განათებით მთელი კომპოზიცია შეიძლება რომ შეიქმნას.
8
რაც შეეხება ფერს, ჭაღი აუცილებლად უნდაა შეეფერებოდეს ინტერიერს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ინტერიერი უარყოფითად იყოს წარმოჩენილი და მას სწორედ შეუსაბამო ფერის ჭაღი აუფერულებდეს.
9
ერთ სივრცეში სხვადასხვა ზონის გასანათებლად ეცადეთ შეარჩიოთ ერთმანეთის მსგავსი განათება, როგორც ამ ფოტოზე ჩანს სანათი და ჭაღი მსგავსი ფერის და ფორმისაა.
10

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE