როგორ შეათავსოთ სამზარეულო და მისაღები პატარა ბინაში: 10 მაგალითი

0

გთავაზობთ რამდენიმე ბინის მაგალითს, სადაც სამზარეულო და მისაღები იდეალურადაა შეთავსებული ერთმანეთთან.
სკანდინავიური სტილის სახლი
სკანდინავიური სტილის კომფორტი, მარტივად მოსავლელი მასალები და მრავალფუნქციონალური დეტალები-კარგად უხდება პატარა ბინას. მაცივარი მისაღების სტელაჟშია “დამალული”, სამუშაო და სასადილო ზონები დიზაინერულ კონსტრუქციასთანაა გაერთიანებული. ეს კონსტრუქცია მოიცავს: სტელაჟსა და მაგიდა-ტრანსფორმერს. ტელევიზორი კი საჭირო მხარეს მარტივად ტრიალდება.
1
2
3
4
5
აღმოსავლური მინიმალიზმი
ამ პროექტში საძინებლის ფართი მისაღები-სამზარეულო ზონის სასარგებლოდ შეამცირეს.
სტილი დიზაინერმა კლიენტების გემოვნებიდან გამომდინარე შეარჩია-მინიმალიზმი იაპონური სტილის დეკორის ელემენტებით. სასადილოსა და მისაღების ზონებს ყოფს თაროების მსუბუქი კონსტრუქცია, სასადილო მაგიდა გადადის ბარის მაგიდაში აივანზე. სამზარეულოსა და მისაღებს აკავშირებს ერთიანი ავეჯი შენახვის ჩაშენებული სისტემებით.
6
7
8
9
10
არ-დეკო და სამზარეულო-კუნძული
ამ პროექტში დიზაინერებმა სამზარეულო-სასადილოს ზონა გაზარდეს საპირფარეშოს გადაადგილებით. მისაღების გამოყოფა სამზარეულოდან ყოველთვისაა შესაძლებელი დივანი-ტრანსფორმერის მეშვეობით.
სამზარეულო-კუნძული-სივრცის ფუნქციონალური ცენტრია. სასადილო ზონა გამოყოფილია სანათებით, ჭადრაკისებური ფილით იატაკზე და ჭერის დიზაინით. მისაღებში ასევე გააკეთეს ადგილი სამუშაო ზონისთვის. ინტერიერის საერთო სტილი- არტ-დეკოა, ხოლო ფერების კონტრასტული გადაწყვეტილებები და ფაქტურების შერწყმა ბინას ელეგანტურობას შეჰმატებენ.
11
12
13
14
15
16
სუფთა ხაზები
ამ ბინის პროექტი მოიცავს არა მარტო სამზარეულოსა და მისაღების შეთავსებას, არამედ სრულყოფილ საძინებელსაც. ბინა შესრულებულია მინიმალისტურ სტილში და სხვადასახვა ფუნქციას ერთ სივრცეში კომფორტულად იტევს.
17
18
19
20
21
22
მრავალდონიანი კომპაქტურობა
24 კვ. მეტრის ბინა კი ზონებად ვერტიკალურადაა დაყოფილი. საძინებელი დამალულია ჭერის ქვეშ, ხოლო საცხოვრებელი ზონა ერწყმის რეტროელემეტებსა და თანამედროვე ლაკონიურობას.
23
24
25
26
27
მხიარული განწყობა
ბინის გეგმა შეცვალეს ისე, რათა საძინებლის, საგარდერობოს, სველი წერტილის, მისაღებისა და სამზარეულოს მოწყობა ყოფილიყო შესაძლებელი.
28
29
30
31
32
მშვიდი ელფერები
ფონის რუხი ელფერი ქმნის მშვიდ გარემოს, ხოლო ჭრელი აქცენტის როლს ყვითელი ფერი ასრულებს. მისაღებისა და სამზარეულოს გაერთიანებამ კი ბინა უფრო ღია და ვიზუალურად დიდი გახადა.
33
34
35
36
37
38
39
ლოფტი
37 კვადრატული მეტრის ბინა გადაიქცა თანამედროვე ლოფტად. შუშის ტიხარი კარგად გამოყოფს სამზარეულო ზონას მისაღები და სასადილო ზონებიდან და არ ამძიმებს სივრცეს.
40
41
42
43
44
45
ცვალებადი გარემო
ამ შემთხვევაში კი კარადა-ტრანსფორმერის მეშვეობით საჭიროებისამებრ შესაძლებელია სივრცის შეცვლა სხვადასხვა მიზნისთვის: დასვენება, წვეულება ან მეგობრების მიღება.
46
ბინა ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციას ერგება:
47
48
49
50
მყუდრო ბინა
51
ეს ბინა კი მყუდრო, თბილ და ჭრელ ბუდეს გვახსენებს.
ბევრი ღია თარო შენახვის ლამაზ სისტემას ქმნის, ხოლო ჭრელი დეკორი და ტექსტილი ბინას განუმეორებლობას ჰმატებენ.
52
53
54
55

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE