როგორ უნდა გააკეთოთ ზღაპრული მინიბაღი საკუთარი ხელით? რჩევები თქვენი სახლისთვის

0

მინიბაღი მინის ქილაში – ეს ორიგინალური რამ შეგიძლიათ თქვენი სახლისთვის თავად შექმნათ, რაც ადვილი გასაკეთებელი და მოსავლელია. თუ მცენარეების მოვლისთვის დიდი დრო არ გაქვთ ეს ნამდვილად თქვენთვისაა. ჩვენი რჩევების და თქვენი ფანტაზიის წყალობით თქვენს სახლს ორიგინალურ და ეფექტურ დეკორს შესძენთ.
გთავაზობთ მინიბაღის რამდენიმე ვარიანტს
1
გაითვალისწინეთ, რომ ჭურჭელი ღრმა უნდა იყოს, რადგან მცენარის ფესვებს გასაზრდელად ადგილი ჰქონდეს. ჭუჭლის არჩევისას შეგიძლიათ თქვენი არჩევანი შეაჩეროთ აკვარიუმზე, საყვავილეზე, ჩაიდანზე, ბოკალზე, ბოთლზე, სააფთიაქო კოლბაზე და ა.შ.
2
ნებისმიერი უპრეტენზიო მცენარე, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს თავისუფლად გაიზრდება მინიბაღის პირობებში. ისეთი მცენარეები აარჩიეთ, რომლებიც ერთად კარგად გაიზრდებიან.
გთავაზობთ იმ მცენარეებს, რომლებიც მსგავს პირობებში ყველაზე კარგად ხარობენ.

აი, რა დაგჭირდებათ მინიბაღისთვის:
მსუბუქი ნიადაგი, რომელიც ადვილად შეიწოვს წყალს;
კენჭები, რომელსაც ზემოდან მოაყრით მიწას და ასევე მიწის ქვეშაც დაყრით;
სადრენაჟო ხვრელის არასებობის შემთხვევაში აუცილებელია ნახშირის ტაბლეტების გამოყენება;
ხავსი, რომელიც და ჭარბ ტენს შთანთქავს;
გასაფორმებლად გამოიყენეთ ქვები, ნიჟარები, თაბაშირის ჯუჯები, პატარა ქანდაკებები.
4
როგორ გავაკეთოთ მინიბაღი?
პირველ რიგში გარეცხეთ მინის ჭურჭელი, შემდეგ 2,5 სმ-ის სისქეზე დაყარეთ ერთად შერეული 1 მუჭა ნახშირის ტაბლეტები, კენჭები, ხრეში. დააფარეთ ხავსი, დააყარეთ მიწა. ამის შემდეგ მცენარე ამოიღეთ კონტეინერიდან და გადაიტანეთ მინის ქილაში, ფესვები კარგად უნდა ჩავიდეს მიწაში. გააფორმეთ ბაღი დეკორის ელემენტებით.
5
დაიმახსოვრეთ, რომ დიდი რაოდენობით წყლით მორწყვა არაა რეკომენდებოლი, ოდნავი დატენიანებაც საკმარისია. მცენარე მისი თვისებიდან გამომდინარე კვირაში ან თვეში ერთხელ მორწყეთ. თუ შეატყობთ, რომ მცენარე ხმება, ან რაიმე დაავადება უჩნდება აუცილებლად მოაშორეთ სხვა მცენარეებს. თუ თქვენი ბაღი დახურული იქნება პერიოდულად, ვენტილაციისთვის თავი მოხადეთ ჭურჭელს.
6

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE